Jump to content

Olivia

Members
  • კონტენტის რაოდენობა:

    11
  • რეგისტრაციის დრო:

  • ბოლოს შემოვიდა:

რეპუტაციის ქულა:

0 Neutral

About Olivia

  • Rank
    ახალბედა

Recent Profile Visitors

421 profile views
  • eL

  • Beqson

  1. ახლაც მაგას ვცდილობ. არ მინდა რომ მოვკვდე. ზუსტად მაგიტომ ვწერ ამ ყველაფერს და მაგიტომ ვითხოვ დამხმარებას.
  2. ღმერთო. უბრალოდ შეგიძლიათ მითხრათ როგორ წავშალო ეს პოსტო? თუ რაც არის.
  3. არ ვიცი. სულ ძველი ამბები მახსებდება და ასაკი, მხოლოდ გამოცდილების გაკო, რაიმეს შეცვლის?
  4. საქმე იმაშია რომ ვიცი, გამოსავალი არ არის სიკვდილი და დამიჯერე არ მინდა. ხანდახან როცა ვფიქრობ, ჩემს მომავალს წარმოვიდგენ. წარმოვდიგენ ყველაფერს რასაც ეს მდგომარეობა გამოიწვევს. საკუთარ თავს ბედნიერს... და საერთოდ ყველაფერს ისე, როგორც ზღაპრებშია. ხომ ხვდები...მაგრამ მერე უბრალოდ გზას ვერ ვხედავ, ვერაფერს ვაკეთებ რომ მაგ მომავლისთვის ვიბრძოლო.
  5. მოკლედ, არ ვიცი აქ უნდა ვწეედე თუ არა ამას, მაგრამ ვცდი. მოკლედ, ყველა ბიჭისგან გავიქეცი ვინც მყავდა, მაშინვე როგორც კი საქმე ინტიმურ ურთიერთობამდე მივა. ამ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს. მუდმივა სექსიალურ შევიწროვებას განვიცდიდი ჩემი უახლოესი ნათესავისგან ბავშობაში და საბოლოოდ სულ სხვა ადამიანმა გამოიყენა ძალა ჩემზე. პლიუს მაგას ჩემი ემოციური მდგომარეობა კარგი არ არის. უბრალოდ მაინტერესებს, ცოტა მეტად გამოცდილი ადამიანებისგან, როგორ გადავლახო ეს ყველაფერი, იმ ჩემს ირგვლივ ერთი ბიჭი ტრიალებს და უბრალოდ მინდა რომ აღარ გავიქცე.
  6. რატომ ვერავინ ხვდებით რომ ხანდახან თინეიჯერებს უბრალოდ გვჭირდება რომ მოგვისმინონ? ნამდვილად მოგვისმინონ და გონებიდან ამოიგდონ ჩვენი ასაკი, რომელიც აუცილებლად ბედნიერი, მშვენიერი უნდა იყოს ან სულაც, რომელიც მომავლის გამო უნდა დავაფასოდ. ასე არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ასე მცირე ხანი გვიცხოვრია, რეალური, ხელშესახები პრობლემები გვაქვს და ჩვენი დეპრესია, სულაც არ არის ადვილი, მხოლოდ იმიტომ რომ თუმდაც ასაკობრივია. სწორედ ამიტომ ვეღარ ველაპარაკები ახლობლებს. ყველა მუდმივად იმას იმეორებს რომ ყველაფერი გაივლის და რომ წლებთან ერთად ყველაფერი გაქარწყლდება. ვერავინ ხვდება, რომ არ გვაინტერესებს რა იქნება მომავალში, რომ ეგ ვერაფერი ნუგეშია. ჩვენ ის გვინდა, რომ ახლა გაგვიწიონ რეალური დახმარება. თუ გინდ გიჟები დაგვიძახონ და ფსიქიატრიულში გამოგვამწყვდიონ, რეაბილიტაციის კურსები... შევეცოდოთ გვინდა ვიღაცას... გვინდა გვისმენდნენ, გვეკითხებოდენ როგორ ვართ... მართლა გვეკითხებოდნენ, მართლა აინტერებდეთ. მშობლები და საერთოდ ვერცერთი ოდნავ უფროსი ადამიანიც კი ვერ იაზრებს, ვერასდროს იაზრებს, რომ არც აქვს მნიშვნელობა თინეიჯერი ვარ თუ უფრო დიდი. შეიძლება ცხოვრების გზა დამეკარგოს, არა ასაკობრივად, რეალურად დამეკარგოს. რეალურად გავქრე, დავცარიელდე, ვეღარც ფერი ვიცვალო და ვერს იგივე დავრჩე. გაყინულ წერტილებს დავათრევ იქეთ აქეთ და ვერაფერს ვშველი ამ ამბავს. მარტო ვეღარაფერს ვახერხებ და როგორც კი ვიღაცის ხელს მოვეჭიდები, მაშინვე მიშვებს, ხომ ასაკობრივიას ძახილით. პ.ს. ემოციებზე საუბარი უფრო შემიძლია, ვიდრე უშუალოდ ფაქტებზე. მგონია სულ გავშივლდები ყველაფერი რომ დავწერო, რაც მოხდა და რაც ხდება.
  7. საკუთარ თავს მუდმივად ვახსენებ მაგას. ყოველთვის ვცდილობდი წინ მევლო, მაგრამ საბოლოოდ გზასაც ვეღარ ვხედავ და შესაბამისად ვეღარც ვივლი, ვერაფერს გავყვები. ყველას ქვეცნიბიერში არ არის, რაღაც ისეთი რომ ვიცით, გვესმის და გვჯერა მაგრამ როცა სხვა გვეუბნება მხოლოდ მაშინ ვიაზრებთ, მწარედ რომ მოგვხვდება გულზე? ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ახალგაზრდობა მწუხარებაში არ უნდა გავატარო და რომ უბედურების უფლება არ მაქვს. მე კიდევ აღარ ვიცი რა ვარ, ვინ და საერთოდ ვარ თუ არა. ჩემი პრობლემები კი გრძელი, რთალად მოსაყოლი და დაუჯერებელიც კია. არავინ დაიჯერებს, იმ ადამიანების გარდა, რომლებიც იმ მომენტში ჩემს გვერდით იყო.
  8. მე ვიფქრობ, რომ ცოტა მეტს ვხვდები ვიდრე ასაკობრივი დეპრესია და პრობლემები. ეგ ყველაფერი უფრო ადრე გამოვიარე...რეალური ხელშესახები პრობლემები მაქვს და უბრალოდ ვეღარ ვუძლებ. თავშ დაბერებულად ვგრძნობ.
  9. დიდი ხანი ვფიქრობდი ამ ყველაფერზე. მახსოვს ერთ წიგნში წავიკითხე გოგოზე, რომელიც საიდუმლი ჯგუფს პოულობს სადაც სუიციდისკენ უბიძგებენ. მე თვითონ არ ვიცი, რამდენად მჭირდება დახმარება ან ბიძგი. ის კი ვიცი, რომ ცხოვრებას არ უნდა ვუჩიოდე, როგორც ჩემს ირგვლივ ყველა ამბობს, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ. არადა, დრო სულაც არ არის ისეთი ძლიერი , როგორც მეგონა. თურმე ასაკს არ აქვს მნიშვნელობა და სულ პატარაც ბევრ რაიმეს ნახულობ. ვერავის დავაბრალებ, ერთადერთი საკუთარი თავი ''მედანაშაულება''. ზურგიდან, მთელი ორგანიზმის გავლით, მკერდზე ისეთი მძიმე ლოდი მაწვება, სუნთქვასაც ვეღარ ვახერხებ, ვგრძნობ, თითქოს ვიძირები და ყოველი შეწინააღმდეგებისას, დიდი გალავანი მიხერგავს გზას. ირგვლივ არაფერი მიწყობს ხელს ბედნიერი ვიყო და მეთვითონ ძალა აღარ მაქვს, რომ ამ ცხოვრებას მივაწვს. ახლობლებთან ვეღარ ვსაუნრობ და ვიფიქრე იქნებ უცხოებთან მეცადა ბედი. არ მინდა სიკვდილი, მაგრამ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. ვეღარაფერს ვხედავ. ვეღარაფერს ვგრძნობ. მგონი არც ვარსებობ.
×