Jump to content

წიწკვი რაინდი

Members
  • Content count

    201
  • Joined

  • Last visited

Community Reputation

61 Excellent

About წიწკვი რაინდი

  • Rank
    ფორუმელი

Recent Profile Visitors

359 profile views
  1. რა არის ჯაველინი და რატომ არის მისი ჩვენთვის მოყიდვა მნიშვნელოვანი: 20 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების საქართველოსთვის მიყიდვაზე. შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ დოკუმენტს. 72 გამშვები და 450-ზე მეტი რაკეტა (პლუს სწავლება, სასწავლო რაკეტები და სისტემები) - სულ, ჯამში, 75 მილიონ დოლარად. ფასის და ზუსტი რაოდენობების მითითება გვიჩვენებს, რომ გადაწყვეტილება თეორიული არ არის. კონკრეტული სერიული ნომრებითაც კია გარკვეული, თუ რომელი გამშვებები მოდის ჩვენთან. ფასი, ერთი შეხედვით, ძვირად მოგეჩვენებათ, მაგრამ სინამდვილეში, თითო ახალი ჯაველინი 200 ათას დოლარზე მეტი ღირს და, პლუს თითო რაკეტაც, მიახლოებით ამდენივე ჯდება. ამ გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ კარგი ფასდაკლებაც გაგვიკეთეს. და საერთოდაც ის, რომ ეს „ჯოკერი“ კავკასიის რეგიონის ქვეყანას მოგვყიდა ამერიკამ - ყველაზე დიდი სამხედრო ჩარევაა ამერიკის მხრიდან კავკასიის რეგიონის შეიარაღებაში, მთელს ისტორიაში. რა არის ჯაველინი? რატომ არის ამხელა ამბავი? მას შემდეგ, რაც მართვადი ტანკ-საწინააღმდეგო სისტემები ფართოდ გავრცელდა (მართვადი, ანუ - ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც იმართება გასროლის შემდეგაც) - მთელი მსოფლიო შეთანხმდა რომ ტანკების დღეები დათვლილია, რადგან ტანკების მთავარი ძალა ქვეითებისთვის შეუვალობა იყო, მართვადი რაკეტებით კი, ტანკი უბრალო ტახი გახდა - თოფით შეიარაღებული მონადირის წინ. დღესდღეობით, ტანკების გამოყენების ტაქტიკა მთლიანად შეცვლილია, რათა რამენაირად გადარჩნენ თანამედროვე ბრძოლის ველზე. ტანკები იმხელა ძალას ვეღარ წარმოადგენს, რაც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ჰქონდა, როცა მას რეალურად მხოლოდ სხვა ტანკი აჩერებდა - თანაც, ის მასზე დიდი და ძლიერი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ქვეითის მიერ გადასატან ყველა სარაკეტო სისტემას აქვს თავისი მინუსები: RPG-7 სუსტია (ტანკს წინიდან ვერ აზიანებს) და სროლის მანძილი აქვს მოკლე (მაქს. 500-600 მეტრი). Fagot და სხვა მოძველებული მართვადი სისტემები, ასევე მოკლე მანძილზე ისვრიან და მავთულით არიან დაკავშირებული მსროლელთან, ტანკის წინა ჯავშანი ვერც მათ გააქვთ ხეირიანად. ახალი ტიპის მართვადი რაკეტები საკმაოდ ეფექტურებია, მაგრამ მათი წინა ჯავშანში მოხვედრა, ასევე ნაკლებ ეფექტურია. სამაგიეროდ, სროლის მანძილები უკვე 2 და მეტ კილომეტრამდეა გაზრდილი. სროლის დიდი მანძილი საჭიროა იმიტომ, რომ ტანკი მარტო არ მოდის - ტანკს თან მოჰყვება სხვა ჯავშანტექნიკა და უამრავი ქვეითი, რომელთა გამოც, ტანკთან ახლოს მისვლა, მითუმეტეს, გვერდიდან ან უკნიდან - ძალიან რთულია. თანაც, მართვადი სარეკეტო სისტემების აბსოლუტური უმრავლესობა მოითხოვს, რომ სამფეხა სამაგრი გაშალო, კარგად დააფიქსირო სამართავი პუნქტი და, მხოლოდ ამის შემდეგ გაისროლო. გასროლის შემდეგ კი, სანამ რაკეტა არ მოხვდება, მიერთებული ხარ რაკეტაზე და იძულებული ხარ მართო. არა და, რაკეტა გასროლისას ბოლის უზარმაზარ კუდს ტოვებს და, თუ მანამდე მოახერხე ფარულად გასროლა, გასროლის შემდეგ ყველა შენ გესვრის. თუნდაც ტანკის აფეთქება მოასწრო, შეიძლება უკვე შემდეგ დაიღუპო. თანაც, როცა გარშემო ტყვიები ატკაცუნდება, სულ არ არის რაკეტის დამიზნება ადვილი. რაკეტის ფრენის დრო კი ხშირად 5-15 წამია (1.5-2.5 კმ მანძილზე), რაც სრულიად საკმარისია მართვადი რაკეტის გასროლამდე ბევრჯერ დასაფიქრებლად... ჯაველინის სისტემა არის უახლესი ჭკვიანი მართვადი ტანკ-საწინააღმდეგო სისტემა (რეალურად თითქმის 30 წლის სისტემაა, მაგრამ მასზე ახალი არაფერი შექმნილა). ჯაველინის ძირითადი პლუსები: დამიზნების ვიდეო- და თერმული საშუალებები: ჯაველინი, RPG-7-ის მსგავსად, მრავალჯერადი მოხმარების სისტემაა და გასროლა რაკეტის ერთსა და იმავე დასამიზნებელ სისტემაზე დამაგრებით ხდება. დასამიზნებელი სისტემა მუშაობს არა უბრალოდ ოპტიკაში გახედვით, არამედ, სპეციალური ვიდეო სისტემით, რომელსაც თერმული ხედვის რეჟიმიც აქვს. დამიზნებისთვის, არ არის საჭირო, ოპერატორმა მიზანს ზედმიწევნით ზუსტად დაამთხვიოს რაიმე ნიშნული ეკრანზე. საკმარისია უბრალოდ კამერაში დაინახოს მიზანი და მონიშნოს იგი. ამის შემდეგ, მიზანი რაკეტას გადაეცემა და გასროლისას, იგი ობიექტს თავად უმიზნებს საკუთარ თავს. გაისროლე და დაივიწყე: გასროლის შემდეგ, რაკეტა ავტონომიურად, საკუთარი თერმული და ვიდეო კამერებით მიფრინავს მიზნისკენ. (რაკეტის ცხვირი წვეტიანი არ არის, მომრგვალებული შუშის ფანჯარაა რომელშიც კამერები ამაგრია.) შედეგად, მსროლელს შეუძლია გასროლისთანავე დაიმალოს და აღარ წარმოადგენდეს მიზანს მოწინააღმდეგისთვის. სწორედ მასში ჩაშენებული ამდენი ტექნიკის გამოა თითო რაკეტის ფასი ძალიან მაღალი. შეტევა ზემოდან: ჯაველინს აქვს პირდაპირი სროლის რეჟიმიც, მაგრამ ძირითადად, იგი ზემოდან შეტევის (top attack) რეჟიმში გამოიყენება. ასეთი გასროლისას, რაკეტა ჯერ ფრინდება ზევით, მიწიდან 50 მ სიმაღლეზე, მხოლოდ ამის შემდეგ მიფრინავს მიზნისკენ და ზემოდან ეცემა მას. ტანკების ზედა ჯავშანი ზოგ ადგილზე იმდენად თხელია, რომ მსხვილ კალიბრიანი ჯავშან-გამტანი ტყვიაც ხვრეტს. ასეთი შეტევის გამო, პრაქტიკულად უგულვებელყოფა ხდება ტანკის ჯავშნის და სულერთი ხდება, თუ რა მოდელ ტანკს უტევს ჯაველინი. გარდა ამისა, ჯაველინის სამიზნე ტანკს აღარც დაბალი საფარების უკან დამალვა შველის. გასროლის საშუალება დახურული სივრცეებიდან: ალბათ ბევრს სმენია, რომ RPG-7-ის გასროლა ოთახიდან (ფანჯრიდან) ან კედელთან ახლოს დგომისას (მაგალითად, ორღობის კუთხიდან) არ შეძლება. მისი რაკეტის უკუცემული ჭავლი იმდენად ძლიერია, რომ მსროლელს აზიანებს (ასეთ დროს, სასიკვდილო შემთხვევებიც ხშირია). ჯაველინის რაკეტა ჯერ პატარა ამაჩქარებლით ტოვებს ლულას, შორდება მსროლელს და, მხოლოდ ამის შემდეგ რთავს ძირითად ძრავს, რის გამოც, მისი გასროლა ფანჯრიდანაც შეიძლება, არც მსროლელს აყრუვებს, ბოლიც ნაკლებია მისი პოზიციის აღმოსაჩენად და. ეს ყველაფერი, რაკეტის „დამიზნების ხარისხზე“ გავლენას არ ახდენს, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, იგი გზაში, თავისით ერგება მიზანს. ჯაველინის სისტემა უკვე 30 წელია არსებობს და უამრავჯერ გამოიცადა ბრძოლაში, მისი დათვლილი ეფექტიანობა არის 98% მიზნის განადგურება - გასროლის შემდეგ. ანუ, თუ გასროლა მოხდა, 98%-ით მიზანსაც მოხვდება და გამანადგურებელ ზიანსაც მიაყენებს. შედეგად, დღეს დღეისობით ჯაველინის სისტემა არის „ჯოკერი“ მოწინააღმდეგის ტექნიკისთვის და ითვლება რომ ფართოდ გავრცელების შემთხვევაში, ბევრი ქვეყანა უბრალოდ უარს იტყვის ჯავშანტექნიკაზე და განსაკუთრებით - ტანკებზე. ერთადერთი შემაჩერებელი ფაქტორი არის ფასი... სწორედ ამიტომ, ჯაველინები ძირითადად გამოიყენება მხოლოდ ტანკების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ის ასევე ეფექტურია ნებისმიერი სხვა ტექნიკის და შენობების წინააღმდეგადაც - ეკრანზე მონიშნავ ფანჯარას, სადაც სნაიპერია, გაფრინდება რაკეტა და მოხვდება ზუსტად. მაგრამ, იმ სნაიპერის ლიკვიდაცია უნდა გიღირდეს 200 ათასი დოლარი (ან, უფრო ნაკლები, რადგან ჩვენ ცოტა ძველ მოდელებს გვაძლევენ. მაგრამ მაინც, თითო რაკეტა ერთი ტოიოტა პრადოს ფასი ღირს). ამიტომ, ქვეყანას ჯაველინების გარდა კიდევ ბევრი, იაფიანი, „ჩვეულებრივი“ ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტა უნდა ჰქონდეს. მათ შორის, მართვადი (რომელსაც ოერატორი მართავს) - ჯავშან-ტრანსპორტიორების და სხვა საშუალებების წინააღმდეგ სასროლად. მაგრამ ჯაველინი, უდაოდ თანამედროვე ბრძოლის „ღმერთია“ ტანკებთან ქვეითის წინააღმდეგობის საკითხში. ფასის მხრივ კი... ტანკის ერთი გასროლა 5-10-15 ათასი ჯდება, 10 გასროლა კი უკვე ერთი ჯაველინის ფასია. ერთი ნორმალური რუსული ტანკიც კი, მილიონნახევარი მაინც ღირს, უახლესი ტანკები - 4-7-9 მილიონი, კონფიგურაციის მიხედვით. გარდა ამისა - ტანკის 1 წელი ექსპლუატაცია მშვიდობიანობის ჟამს - ანუ, წვრთნები, მოვლა, გეგმიური გადაადგილება - 1 მილიონი დოლარი ჯდება. შედეგად, რუსული ტანკი, რომელიც 15 წლის წინ ჩადგა მწყობრში - რუსეთის არმიას 20 მილიონამდე უჯდება. მოფრინდება (პირობითად) 100 ათასიანი ჯაველინი და 20 მილიონი წყალში გადაყრილია. მისი მსროლელი 2-კაციანი ჯგუფი კი უკვე შემდეგ მიზანს ეძებს. მათ ერხელ გაწვრთნი - წელიწადში ერთხელ ფეხით გაიყვან მინდორში და სასწავლო რაკეტის გაშვებას გააკეთებინებ, საბრძოლო რაკეტები კი ალაგია საწყობში - სულ ეგ არის საექპლუატაციო ხარჯები. საერთო ჯამში, იმდენად არარენტაბელურს ხდის ეს „ჯოკერი“ ტანკებს, რომ სწორედ ამიტომ არის საუბარი მომავალში ტანკების საერთოდ ამოღებაზე, თუ ეს სიტემა ფართოდ მოედო ყველა ქვეყნის ჯარს. საბედნიეროდ, ჯერ რუსეთს მსგავსი არაფერი აქვს და შესაბამისად, „ჭკვიანი“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ბაზარს დასავლეთი მართავს. ამ ფონზე, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ამერიკისგან მათი ჩვენთვის მოყიდვა. ეს ერთი და სხვა მრავალი. ჯაველინების მოყიდვა ნიშნავს, რომ ბევრ სხვა შეიარაღებაზეც აღარ გვექნება უარი. ასევე, ამერიკისგან ეს ძალიან მკაცრი მესიჯია რუსეთისთვის, იმიტომ, რომ ამიერიდან ჩვენთან ომი რუსეთის ტექნიკისთვის ძალიან ცუდ დღეს ნიშნავს - დიდ დანაკარგებს და შიდა პოლიტიკურ პრობლემებს. როგორი მაგარიც არ უნდა იყოს, მთავარი ჯაველინის ეფექტი მაინც ფსიქოლოგიურია - ხვალ დილიდან ცხინვალის სამხედრო ბაზაზე ტექნიკის ყველა ოპერატორს, ყოველ დილას შეუჭამს ტვინს აზრი, რომ თუ ტყვია გავარდა და ტექნიკის დაძვრა მოგიწია, სადღაც 2 კმ-დან ვინმე ქართველი დაგიმიზნებს და, ღილაკს თუ ხელი დააჭირა, 98%-ით მკვდარი ხარ. დღეს სამსახურში რომ წახვალთ, გარშემო იყურეთ, მანქანის მართვისას, გაზომეთ რამდენია 2 კმ თქვენს გარშემო და წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერი მხრიდან შეიძლება რაკეტა გესროლოთ ვინმემ, რომელიც 98% თქვენს მთელს ცხოვრებას, ფეისბუქ აქტივობას და დაგეგმილ შვებულებას წლის ბოლოს - ხაზს გადაუსმევს... ამერიკამ რომ სტინგერები მიჰყიდა მოჯაჰედებს, ამიტომ წააგო ავღანეთი საბჭოთა კავშირმა. და დღეს, საქართველოსთვის, ჯაველინების მიყიდვა ყველაზე ღია და მკაცრი სამხედრო ჩარევაა ამერიკის მხრიდან კავკასიაში, რაც კი რამე მომხდარა ჩვენს ისტორიაში. კავკასიას კი რუსეთი თავისად თვლის და „კოზირის“ ჩვენთვის მოცემა, შეიძლება ესკალაციის მიზეზიც იყოს... ომები ნაკლებისთვისაც დაწყებულა. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ ჯაველინების ყიდვის ინფორმაცია გაჟღერდა ზამთრის დადგომამდე ერთი კვირით ადრე, ანუ როდესაც კავკასიონზე თოვლი უკვე დევს და მალე მთლიანად გაუვალი გახდება. რუსეთი ამიერკავკასიაში ზამთარში ომს ვერ დაიწყებს. და თუ დაიწყებს, დაიწყებს მხოლოდ მათ იმედად, ვინც ბაზებზე ჰყავს ქედას აქეთ და მათი გაწირვა მოუწევს. ამერიკამ იგივე ხრიკი იხმარა, რასაც რუსეთი ხმარობს. რუსეთი გაზაფხულის ბოლოსკენ იწყებს ვითარების დაძაბვას და დიდ გულზეა ხოლმე წინ, ზაფხულის იმედად. ახლა კი მთელი ზამთარი ჩუმად მოუწევს ჯდომა. მომავალში, უკვე აღარ იქნება აქტუალური.
  2. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა POSTV ექსკლუზიურ კადრებს სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ავრცელებს:
  3. სპეცოპერაციის დეტალები მოკლედ: როგორ ვითარდებოდა მოვლენები 20 საათის განმავლობაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე: http://www.ambebi.ge/samartali/217182-specoperaciis-detalebi-mokled-rogor-vithardeboda-movlenebi-20-saathis-ganmavlobashi-gabriel-salosis-quchaze.html
  4. სახლების მიმართულებით ისროდნენ ტყვიებს და ყუმბარებს
  5. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის შესაძლო მიწოდების მოთხოვნასთან დაკავშირებით. რომლის ღირებულებაც 75 მილიონი დოლარია. უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა რომელიც კონგრესს ამ შესაძლო გაყიდვის შესახებ აცნობებს. უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს მთავრობამ შეერთებულ შტატებს 410 რაკეტისა და 72 გამშვები ბლოკის, ასევე სასწავლო მოდელების შეძენის მოთხოვნით მიმართა. „აღნიშნული პროცესი საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება, რომელიც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გამყარებას შეუწყობს ხელს. ჯაველინის სისტემა საქართველოს ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას უზრუნველყოფს.“- აღნიშნულია უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაში. უწყების ინფორმაციით აღნიშნული მიწოდება რეგიონში არსებულ საბაზო სამხედრო ბალანსის ცვლილებას არ გამოიწვევს. როგორც უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, შემოთავაზებული მიყიდვის განსახორციელებლად საჭიროა აშშ-დან ერთი და საქართველოდა ორი კონრაქტორის წარმოდგენა. სააგენტოს ცნობით , პოტენციურ რეალიზაციას კანონისმიერი დამტკიცება სჭირდება და გავრცელებული შეტყობინება არ ნიშნავს იმას რომ მიყიდვა უკვე გაფორმდა. უცხოური წყარო: http://www.dsca.mil/major-arms-sales/georgia-javelin-missiles-and-command-launch-units
  6. თუ გგონიათ, რომ მილიონის შეგროვება მხოლოდ საკუთარი საქმით, ანუ ბიზნესით არის შესაძლებელი, მინდა გაგაწბილოთ და თან გაგახაროთ, თქვენ ცდებით! განსხვავება მხოლოდ ვადებშია, მაგრამ მანამ, სანამ სკეპტიკურად შეხედავდეთ ამ “ვადებს”, მინდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ მკითხველების 90%-ს ერთიანად, არათუ მილიონი, არამედ 10000 ლარიც კი არ ექნება ნაღდი ფულით, თუ საბანკო ანგარიშზე მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში. თანამედროვე საბანკო სისტემა გვთავაზობს ისეთ ტიპის პროდუქტებს, როგორიც არის ვადიანი და დაგროვებითი ანაბრები. მართალია, მათი საპროცენტო სარგებელი აღფრთოვანებას არ იწვევს, თუმცა მათი გონივრული, კომბინაციით რამდენიმე წელიწადში, მილიონის დაგროვება სრულებით რეალურია. სანამ კონკრეტულად სქემის განხილვაზე გადავიდოდეთ, მინდა ერთ ძალიან სასარგებლო ჩვევაზე შევაჩერო თქვენი ყურადღება. ეს ჩვევა მდგომარეობს ჩვენი ყოველთვიური შემოსავლის 1/3-ის დაზოგვაში და სწორედ ამ თანხის მილიონად გადაქცევის სქემაზე ვისაუბრებთ შემდგომ. განვიხილოთ ხელფასების 300 – 3000 ლარიანი დიაპაზონი, რაც მიახლოებულია ჩვენი ქვეყნის დღევანდელ რეალობას. 1/3-ის დანაზოგის შესაბამისად გვექნება 100 – 1000 ლარიანი დიაპაზონი, რომელიც ყოველთვიურად შეგვიძლია შევიტანოთ ანაბარზე. მაგალითისთვის, ავიღოთ ამ მომენტში, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ბანკის მიერ შემოთავაზებული ვადიანი და დაგროვებითი ანაბრების საპროცენტო განაკვეთები: 10, 2% და 9.8% ლარში, შესაბამისად ვადიანი და დაგროვებითი ანაბრებისთვის. იდეა მდგომარეობს შემდეგში: ყოველთვიურ X თანხას 100 – 1000 ლარიანი დაიპაზონიდან ვდებთ დაგროვებით ანაბარზე 1-წლიანი ვადით. ერთი წლის თავზე, ამ დაგროვებით ანაბარზე დაგროვებულ თანხას დარიცხულ პროცენტთან ერთად ვდებთ 1-წლიანი ვადით უკვე ვადიან ანაბარზე და ამავდროულად ვხსნით ახალ 1-წლიან დაგროვებით ანაბარს და იმავე სქემით ვაგროვებთ თანხას, რათა ეს თანხა ერთი წლის თავზე დავუმატოთ ახალ 1-წლიან ვადიან ანაბარს. ასე და ამგვარად, ეს სქემა თქვენი სურვილისამებრ კონკრეტული ვადით მეორდება. შესაბამისად, თუ X თანხად ავიღებთ 100 ლარს, ანუ ყოველთვიურად დავზოგავთ 100 ლარს და მოვიქცევით ამ ზემოხსენებული სქემის მიხედვით 46 წლის თავზე ჩვენს მიერ დაგროვებული თანხა მილიონს გადასცდება, შესაბამისად, 300 ლარის შემთხვეაში – 35 წელში, 500-ის შემთხვაში – 30 წელში, ხოლო 1000-ის უკვე 23 წელში მილიონერი გავხდებით. მავანს, ეს ვადები, ხანგრძლივად და უაზროდ მოეჩვენება, მაგრამ მე ამ სტატიის პირველი აბზაცის ხელახლა გადაკითხვას შემოგთავაზებთ და აქვე დავსძენ, რომ არ არის აუცილებელი მაინცდამაინც მილიონამდე ახვიდეთ. თქვენი მიზანი, კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ბინის ან მანქანის ყიდვა იყოს და ზემო სქემა ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ.
  7. თბილისში H&M-ის მაღაზია გაიხსნა. მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, დღეს ყველა სტუმარს შეეძლება, რომ სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს. ისინი კი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, შესაბამისად, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ. ამასთან, მომდევნო 1 000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.შვედური ბრენდის H&M-ის ვებგვერდზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო და პროდუქციის ფასები ჯერ კიდევ წინა თვეში დაემატა. მაღაზიაში სხვადასხვა პროდუქციაზე ფასები 12 ლარიდან 400 ლარამდე იქნება.კერძოდ, როგორც ბრენდის ვებგვერდზეა მითითებული ზაფხულის მაისურებზე ფასები 12 ლარიდან იწყება და 89 ლარის ფარგლებში იქნება. ზამთრის სვიტერების ფასი 20 ლარიდან 180 ლარამდე იქნება; შარვლების ღირებულება 20 ლარიდან 129 ლარამდე მერყეობს; ჯინსის ფასი 29-დან 149 ლარამდე იქნება; ქურთუკები 89 ლარიდან 400 ლარამდე ეღირება; ფეხსაცმელების ფასი დაახლოებით 35-149 ლარის ფარგლებში იქნება; ხოლო ჩანთები 39 ლარიდან 99-მდე ეღირება. მამაკაცის სექციაში ფასები დაახლოებით 29 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს; ხოლო ბავშვის ტანსაცმელი 20-129 ლარის ფარგლებში ეღირება.H&M-ის მაღაზია „გალერია თბილისში“ სამ სართულსა და 3 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. H&M-ის გარდა, სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება: Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით; Roman; Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders. „გალერია თბილისში“ საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზიაც გაიხსნება. ვიდეო: www.palitravideo.ge
  8. ბოლო წვეთია, მორჩა!

    @GRU ნავთს უცებ ჩააქრობენ ძმა მე ბენზინს გირჩევ
  9. @Katutu @GRU ბოდიში, სრულად არ ყოფილა ვიდეო და ახლა შევასწორე. უყურეთ პირველი ნაწილი გამომრჩენია...მანდაა რაცაა
  10. @GRU H&M მაღაზიის გახსნაზე იყო ბარიკადებით შემოსაზღვრული თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორია თავის გაჩერებიანა და არ ატარებდნენ ხალხს. ფეხით მოსიარულეები იძულებულები გახდნენ სამანქანო გზით გასულიყვნენ და საფრთხე ექმნებოდათ რათქმაუნდა. ხოდა ეს ბიჭი მივიდა და მოთხოვა პასუხი. მოაყვანინა შვედი ორგანიზატორი დაცვას, მოაყვანინა ქართველი რომ ეთარგმნა ოღონდ არა იმიტომ რომ არ იცოდა ინგლისურად ლაპარაკი, არამედ იმიტომ რომ საქართველოა ოფიციალური განმარტება უნდა ყოფილიყო. კითხა შვედეთში ასე მოიქცეოდითო? და ამ ბიჭის დაჟინებული ლაპარაკის შემდეგ ინებეს და გაუკეთეს გზა. მართალია ისევ სამანქანო გზაზე გაატარეს დერეფანი მაგრამ მთავარი ის არის რომ მიაწვა და გაიტანა ერთმა კაცმა. ეს არის ჩვეულებრივი სამოქალაქო თვითშეგნება
  11. https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2125011314179575&id=100000121814118 https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2125293704151336&id=100000121814118
  12. @GRU დისკის დაფორმატება ცადე ბრაწ?
  13. მსუბუქი ავტომობილების მფლობელები 2019 წლამდე სავალდებულო ინსპექტირებისგან თავისუფალი არიან. პირველ ეტაპზე ტექნიკურ დათვალიერებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის მანქანები გაივლიან. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ასეთი ქვეყნის მასშტაბით 187 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. მეორე ეტაპი დაეთმობა სახელმწიფო უწყებებზე, სსიპ-ებზე ან აიპ-ებზე რეგისტრირებულ მანქანებს, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 120 000-ია. ყველა დანარჩენს მესამე ეტაპზე შეამოწმებენ. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 2019 წლიდან დაიწყება.ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ქეთევან სალუქვაძის ინფორმაციით, გაიწერება მეთოდოლოგია, თუ ვის როდის მოუწევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა. უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი მასის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება."სწორედ ეს სატრანსპორტო საშუალებები ყველაზე მეტად აბინძურებენ ჰაერს. ისინი ინსპექტირებას ისედაც ექვემდებარებიან, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა გარკვეული ტიპის ხარვეზები აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, გაიზარდა სტანდარტი და ხდება ევრორეგულაციებთან დაახლოება. ახალი წლიდან მოხდება ტექნიკური ინსპექტირების განსხვავებული მეთოდით განხორციელება. მთლიანად ავტოპარკი ეტაპობრივად 2 წლის განმავლობაში შემოწმდება", - განაცხადა ქეთევან სალუქვაძემ.უფრო ვრცლად აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან რეფორმა იწყება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება."დღეს არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც ტექნიკური ინსპექტირების გავლა წელიწადში ორჯერ უწევთ, რაც მისი მახასიათებლებიდან მომდინარეობს. აღნიშნული მუხლის კანონიდან ამოღება გამოწვეულია იმით, რომ მთავრობამ უნდა განიხილოს ტექნიკური რეგლამენტი როგორც ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისა და იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე თვითონ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. აღნიშნული ჩანაწერის კანონში დატოვება გამოიწვევდა იმას, რომ მეორე დღესვე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნებოდა დაჯარიმებული. გამოდის, რომ 1 200 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება 1-ლი იანვრისათვის შესამოწმებლად უნდა მიიყვანონ. ეს შეუძლებელია, ამიტომ კეთდება გრაფიკი, რომლის მიხედვით 2 წლის განმავლობაში ყველას მოუწევს ტექნიკური ინსპექტირების გავლა", - განმარტა ჩერქეზიშვილმა.საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მთავრობას წარედგინება ტექნიკური რეგლამენტი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისგან მათ შენობებსა და პერსონალთან დაკავშირებით. ასევე მთავრობა დაადგენს სტანდარტებს, რომლებსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს.არასამთავრობო სექტორში ადასტურებენ, რომ ხელისუფლებამ მათი რეკომენდაციები მაქსიმალურად გაითვალისწინა, განსაკუთრებით - გრაფიკთან დაკავშირებით. "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს ექნებათ გონივრული ვადა, რათა ეტაპობრივად და საფუძვლიანად მოამზადონ მანქანები ტექდათვალიერებისათვის."ყველა ავტომობილი ერთად ტექდათვალიერებას ფიზიკურად ვერ გაივლის, ასეთი რამ წარმოუდგენელია. 1,2 მილიონამდე რეგისტრირებული ავტომობილია ქვეყანაში და ინსპექტირების პროცესისთვის განსაკუთრებული სამზადისი სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად დაიყოს ავტომობილების ვიზიტები პერიოდული ტექნიკური რეინსპექტირების ცენტრებში.პირველი ეტაპი შეეხება იმ მანქანებს, რომლებზეც კანონი ამ ეტაპზეც მოქმედებს, ანუ 3,5 ტონაზე მეტი მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს. მათთან ერთად გაივლიან ტექდათვალიერებას ის სატრანსპორტო საშუალებები (მიკროავტობუსები და ავტობუსები), რომლებსაც გადაჰყავთ 8 ან მეტი მგზავრი. ასეთი 187 000 მანქანაა რეგისტრირებული. გეგმაშია, რომ 2 წლის განმავლობაში მთლიანად შემოწმდეს ყველა სატრანსპორტო საშუალება.საგულისხმოა, რომ აღნიშნული კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ტექდათვალიერება ისედაც ევალება. მათთვის 2004 წელს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ შეცვლილა, მაგრამ ტექნიკურ ცენტრებში მათი მხრიდან ოფიციალური მიმართვიანობა 14%-ს არ აღემატება. პირველი ეტაპის გავლას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება.მეორე ეტაპი შეიძლება შეეხოს იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც სახელმწიფო უწყებებზე, სსიპ-ებზე ან აიპ-ებზე არიან რეგისტრირებული. ასეთი დაახლოებით 120 000 ავტომობილია. შესაძლოა, წლის მეორე ნახევარში მათი ინსპექტირება დაიწყოს, ხოლო კერძო ავტომობილებისთვის ეს დრო მოგვიანებით, სავარაუდოდ, 2019 წლის დასაწყისისთვის დადგება. სამაგიეროდ, გვექნება საშუალება, რომ ჩვენი სატრანსპორტო საშუალებები პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის მოვაწესრიგოთ", - განუცხადა "რეზონანსს" მესხიშვილმა.რაც შეეხება მოთხოვნებს, დავით მესხიშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დაბალი სტანდარტი დაწესდება და ავტომობილებს მოუწევთ იმ პირობების დაკმაყოფიულება, რომლებიც მათ მწარმოებლებმა თავის დროზე დაუდგინეს. აქედან გამომდინარე, ტექდათვალიერების პროცესს ძველი, მათ შორის საბჭოთა დროინდელი მანქანებიც შეუფერხებლად გაივლიან, თუკი ტექნიკურად გამართული იქნებიან."დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მოთხოვნები იქნება მანქანებისთვის დაწესებული. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს გერმანული სტანდარტი, რადგან ფიზიკურად ვერ შევძლებთ ამ ვალდებულებებისთვის თავის გართმევას. პირველ ეტაპზე, უნდა იყოს მინიმალური დონე და შემდეგ თანდათან გაამკაცრონ. ჩვენთვის მთავარია, ამ ქვეყანაში ჰაერის სუნთქვა შეიძლებოდეს, რაც დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია.ყველა ავტომობილს მოეთხოვება იმ სტანდარტის დაკმაყოფილება, რაც მწარმოებელმა კონკრეტულ მანქანას დაუწესა. ამდენად, არასწორია შეფასება, რომ ძველი მანქანები გაჩერდება, საქმე ასე არ არის. მძღოლებს უნდა ჰქონდეთ ვადა, რომ მოახერხონ ავტომობილების წესრიგში მოყვანა.პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს უნდა შეიქმნას ელექტრონული ბაზები, სადაც აღირიცხება ის ავტომობილები, რომლებმაც შემოწმება გაიარეს. ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ამ ბაზაში იქნება თავმოყრილი, რითაც ფირნიშების ხანა საბოლოოდ დასრულდება (გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ფირნიშებს უკვე თვითნებურად ბეჭდავენ). ეს არის ერთ-ერთი პირობა, რომ კანონი არ დარჩეს ფურცელზე.ამასთან, მთავარი გამოწვევაა ტექნიკური ცენტრების მოწყობილობა, აღჭურვილობის გამართულობა, პერსონალის მომზადება, რომ სამუშაო პროცესს თანამედროვე სტანდარტით მიუდგნენ და მძღოლებს უხარვეზოდ მოემსახურონ", - აღნიშნა მესხიშვილმა. წყარო: bpn.ge
  14. ბიბლუსში

    მაგარი ღადაობაა ქალი იყო ხო თან მაგრად გაუტყდა ალბათ რო არ ჩააფარე
×