Jump to content

Rambutan

Members
  • კონტენტის რაოდენობა:

    141
  • რეგისტრაციის დრო:

  • ბოლოს შემოვიდა:

  • მოგებული დღეები:

    2

რეპუტაციის ქულა:

78 Excellent

About Rambutan

  • Rank
    9_9

Recent Profile Visitors

The recent visitors block is disabled and is not being shown to other users.

  1. ეხლა მივაქციე ყურადღება, რომ საფერფლე არასოდეს არ გამომიყენებია ცუდი ჯანმრთელობის გამო დავანებე, მაგრამ როცა ვეწეოდი, მხოლოდ გარეთ, ჰაერზე. აქვე ბარებ ჩემს სიგარეტობიოგრაფიას დავწერ: 1997-ში დავიწყე და 2003-ში დავანებე. აჩემება ვიცოდი. თუ ვეწეოდი ერთ კონკრეტულს, შემდეგ სხვას ავიჩემბდი: კენტით დავიწყე, შემდეგ მენთოლიან ქუულს ვეწეოდი, მაგრამ გავიგე მენთოლიანი სიგარეტი გულს ურტყავს სერიოზულადო და ვაისროიზე გადავედი, მერე ცოტახნით ისევ კენტს დავუბრუნდი, ოღონდ რბილპაჩკიან გრძელ კენტს. მერე რბილპაჩკიანი რედ ენდ ვაითი, მერე ამერიკან დრიმი. სიგარეტის კრიზისი რო იყო (თუ გახსოვთ), ჩემს გარშემო მარტო ერთი რაღაც შოკოლადის არომატიანი სიგარეტი იყიდებოდა, სახელი არ მახსოვს, ყავისფერ-ოქროსფერი კოლოფი იყო. მერე რუსულ პრიმას ვეწეოდი (ახალი გამოსული თუ ახალი შემოსული იყო). ბოლოს ისევ ვაისროის ვეწეოდი. უფილტროებს არ ვეწეოდი. და საერთოდ რაში მაქვს გადაყრილი აუარება ფული! პ.ს. იმედია თავშესაქცევი ბიოგრაფია იყო. ნამდვილი თავგადასავალი პირდაპირ...
  2. იმედია ვინმეს მოგეწონებათ ამ ბოლო დროს Surströmming Challenge -ეს მივეძალე. მაგარი ხოხმაა, ვისაც გულისრევაზე გეცინებათ ცნობისთვის, სურსტრომინგი არის შვედური დელიკატესი. თევზის კონსერვია. უცნაურად მზადდება. დაწურული ყურძენი რომ დადუღდება, მაგის მზგავსად კეთდება. ოღონდ, ყურძნის მაგივრად უმი თევზია მთავარი გმირი. შედეგად წვენი, რომელშიც დევს, იმდენად ყარს, რომ ბევრ ადამიანში ღებინების რეფლექსს ააქტიურებს. როგორც ამბობენ, დაახლობით, მკვდარი თევზის, ლაყე კვერცხის, და სიმლაშის სუნის კომბინაციას ჰგავს. ამ დელიკატესს მოხმარების თავისი წესი აქვს, რომელსაც იუთუბერები არ იცავენ და უბრალოდ გაძლებაზე არიან, რაც ჩემთვის კარგია, რადგან ასე სასაცილოა. სწორი მოხმარება კი ასე ხდება: კონსერვს ხსნი ეზოში (და რა ოთახში), წყლით სავსე ქვაბში ან ცელოფნის პარკში, რადგან კონსერვი გაზებითაა გაბერილი და მყრალ სითხეს გაასხავს გაჩვრეტისას. შემდეგ, წვენს გადაღვრი, თევს გაავლებ გამდინარე წყალში, მოაცლი შიგნეულობას და კანს, დაიტოვებ ფილეს. შავ პურზე დადებ მოხარშული კარტოფილის ნაჭერს, ზევიდან დაადებ თევზის ნაჭერს, შემეგ კი - დაჭრილ ხახვს. მერე ჩაკბიჩავ და შესანსლავ ახლა კი ვიდეო! კეივორდი: Surströmming Challenge იმედია ისიამოვნეთ
  3. საწოლის აწყობისას მიღებული საწარმოო ტრამვები არ ეყო ეტყობა და ახლა კარადის აწყობას შეუდგა
  4. "მძიმე საწოლი დამეცა ორივე ფეხის ორივე დიდ თითზე"
  5. მალათაშორის ხრტილებს ენძრევა მაგ დროს. მხატვრული ტანვარჯიშელები 30-ს ძემოთ ასაკში უკვე ინვალიდები და ნახევრად ინვალიდები არიან ხოლმე.
  6. არღარა მცალია, რამეთუ საქმენი ურიცხონი მიხმობენ! იმ ფორუმზეც აღარ გავჩითულვარ საუკუნეა და... ვატყობ, ბოდვის განყებში დროის კარგვის ასაკიდან/მდგომარეობიდან გამოვედი/გამოვდივარ. ვიზრდები ხალხოო, ვიზრდები! © კოჟრი
  7. ძველი ანეგდოტი გამახსენდა მაღაზიაში: - გამარჯობა, ოთხი სკლეროზი მომეცით თუ შეიძლება - უკაცრავად, რა ბრაძანეთ? - უი, ეკლერი მაქვს თავში...
  8. კატუტუ შედის სახაშეში და მარტორქის ხაში მინდაო. მარტო რქის რათა შვილო, ფეხებიც რო იყოსო? - მიუგეს. აი ასეთი მრავალგანზომილებიანი და სიღრმისეულია. ყველას კი არ ესმის მისი. ზოგჯერ თავისი თავისაც არ ესმის ისეთი ღრმაა.
  9. წაკითხვამდევე, მუცელი ხელით დაიჭით, თორე მერე ვერ მოასწრებთ კატუტუ შედის სახინკლეში და 99 გირვანქა ხინკალი მინდაო. და დახლიდარი დაიბნაა. 99 ხინკალად დაიბნა და გაიფანტა.
  10. @Katutu სინამდვილეში არ ვკამათობ. თავიდან, უბრალოდ ვერთობოდი. ახლა კი, უკვე, რაღაც სიბრალულს იწვევს. ცოტაც და ცრემლი მომადგება
  11. მე ხუთ წლამდე მუნჯი ვიყავი, სანამ უმარილო ლობიო არ დამიდგეს და მარილი სადაა-თქო ვიკითხე. ანეგდოტი როა კახელ ბავშვზე, ეგ გადამხდა ფაქტიურად...
  12. ცოტაოდენ თავი შევიქციე მისით, დავინახე რა, რომ ლოღიკის ღვთაებამ მასზე დაისვენა...
  13. ეგ PSP-ს ჰგავს ჟღერადობით. აფთიაქი როა...
×