Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'ბანკები'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


ფორუმები

  • საერთო ფორუმი
    • ფლეიმი
    • ზოგადი საუბრები
    • ფორუმის შესახებ
  • თემატური განყოფილება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • ხელოვნება და კულტურა
    • მუსიკის მოყვარულთა კლუბი
    • განათლება და მეცნიერება
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ჯანმრთელობა და მედიცინა
    • სიყვარული და რომანტიკა
    • რელიგია და ფილოსოფია
    • ესთეტიკა და მოდა
    • ფსიქოლოგია
    • ონლაინ შოპინგი
    • სპორტი
    • ავტო-მოტო
    • ფლორა და ფაუნა
    • მოგზაურობა და ტურიზმი
    • მასმედია
    • კულინარია
    • სამხედრო საქმე
    • მშენებლობა და რემონტი
  • ტექნიკური განყოფილება
    • ვებგვერდები
    • ელექტრონული კომერცია
    • კომპიუტერული თამაშები
    • პროგრამები და პროგრამირება
    • კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
    • კომპიუტერები და ელექტრო ტექნიკა
    • სმარტფონები
    • კომუნიკაციები
    • ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა
  • ინტიმური საუბრები
    • ინტიმური საუბრები

ბლოგები

  • რაღაცნაირი ბლოგი
  • მა სტაილ

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


Found 1 result

  1. გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, გერმანიიდან დიდი ოდენობით კაპიტალი გაედინებოდა და ფულის დიდი ნაწილი მეზობელ შვეიცარიაში ილექებოდა. გერმანიის ხელისუფლება ცდილობდა ამ პროექტისთვის ხელის შეშლას, მაგრამ კანონდამრღვევებს რეგულაციები არ აშინებდათ. ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ რაიხსტაგმა მიიღო კანონი გერმანიის ეკონომიკის ღალატის შესახებ. ის ყველა გერმანელსა და გერმანიაში მცხოვრებ უცხოელს ავალდებულებდა უცხოეთის ბანკებში ფულადი ანგარიშების დეკლარირებასა და რეგისტრაციას. კანონის შეუსრულებლობა მკაცრად - პატიმრობით ისჯებოდა. რა თქმა უნდა, შვეიცარიელ ბანკირებს ეს ხელს არ აძლევდათ და 1934 წელს შვეიცარიაში მიიღეს კანონი საბანკო საიდუმლოების შესახებ - ბანკებს არ ჰქონდათ უფლება, მათი კლიენტების ვინაობა და შენატანის მოცულობა გაემხილათ. ბანკის თანამშრომლები ვალდებული იყვნენ, საიდუმლო კლიენტების შესახებ სამსახურიდან წასვლის შემდეგაც შეენახათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხე ემუქრებოდათ. ასე გაჩნდა პირველი ლეგალური მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იყო საგულდაგულოდ დაგემალა ფული, მისი წარმომავლობის მიუხედავად. იმავდროულად იქმნებოდა ამ ფულის სარფიანად განკარგვის მექანიზმიც - ცნობილი, როგორც "საგადასახადო სავანე". ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაბალი გადასახადებით იზიდავდა ქვეყანაში კაპიტალს, კვლავაც შვეიცარია იყო. 1930 წელს ბერმუდის კუნძულებზე მიიღეს კანონი უცხოური კომპანიების რეგისტრაციის გამარტივების შესახებ. 50-იანი წლების ბოლოს უკვე ოფშორის ცნება გაჩნდა, 60-იან წლებში კი მსოფლიოში ე.წ. ოფშორული იურისდიქციების მთელი ქსელი განვითარდა. ლუქსემბურგი, კაიმანის კუნძულები, სინგაპური, მენის კუნძული, კონფიდენციალურ საბანკო მომსახურებასთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებსაც სთავაზობდნენ. მოკლედ, გაჩნდა მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მარტივად გაძლევდა შესაძლებლობას, ოფშორულ ბანკებში დიდძალი ფული შეგენახა, მიუხედავად მისი წარმომავლობისა. აქვე ამ ფულით შეიძლებოდა კომპანიის ან კომპანიების დაფუძნება და მათი მეშვეობით უკვე "პატიოსნად" ბიზნესის კეთება ნებისმიერ ქვეყანაში. კანონდარღვევისა და მომხვეჭელობისკენ მიდრეკილ ადამიანებს ეს დიდ პერსპექტივებს უქადდა. ისტორია ცხადყოფს, რომ ასეთი სქემით ძირითადად ბიუჯეტიპარია ხელისუფალნი მოქმედებდნენ. ხაზინის-მჭამელთა სამოთხე დიქტატორი, ოდიოზური ფიგურა ჟოზეფ-დეზირე მობუტუ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებაში 1965 წელს მოვიდა და ქვეყანა უნიტარულ სახელმწიფოდ აქცია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის და მისი გარემოცვა ძალიან სწრაფად მდიდრდებოდა. მობუტუ ყოველწლიურად იტაცებდა ქვეყნის ცენტრალური ბანკიდან $50-$70 მილიონს და ოფშორებში გადაჰქონდა. ბიუჯეტის ფული რომ არ იკმარა, მობუტუმ ქვეყანაში კერძო სექტორის გაკონტროლება დაიწყო და ყველაზე მომგებიანი ბიზნესების მეოთხედს დაეპატრონა. მისი ფული ლიხტენშტაინის, ლუქსემბურგის, შვეიცარიისა და ავსტრიის ბანკებში ილექებოდა. საბოლოოდ დიქტატორი ქვეყნიდან კი გაიქცა, მაგრამ ოფშორებში $5 მილიარდი მაინც დააგროვა, რაც მის მიერ გაღატაკებული ქვეყნის შიდა ვალს უდრიდა. ფილიპინების პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 1965-1986 წლებში მართავდა, უმდიდრესი ადამიანი გახდა. ფერდინანდ მარკოსი და მისი გარემოცვა ქვეყნის ყველაზე მომგებიან წარმოებებს აკონტროლებდნენ. ცხადია, ოფშორები ამჯერადაც დიდ როლს ასრულებდა. ოფშორში რეგისტრირებული ცრუმაგიერი კომპანიებით, პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ ფილიპინების ყველაზე მომგებიანი სექტორები იგდეს ხელთ. შემდეგ კი, როგორც ხშირად ხდება, გაღატაკებული ქვეყანა მასობრივმა არეულობებმა მოიცვა, მარკოსი ქვეყნიდან გაიქცა, მაგრამ წლების განმავლობაში გაზიდულ ფულს ვერ მიაგნეს. ნაწილი კი იპოვეს შვეიცარიის ბანკებში, მაგრამ იქ წლების განმავლობაში უარს ამბობდნენ მარკოსის ანგარიშების გასაჯაროებაზე. ცრუმაგიერი კომპანიებით მარკოსს ფული გაჰქონდა ოფშორებში, მათ შორის კუკის კუნძულზე, პანამასა და ლიხტენშტაინში, სხვადასხვა შეფასებით. $3-დან $15 მილიარდამდე. ფილიპინებზე დიდხანს ცდილობდნენ მარკოსის მოპარული ფულის დაბრუნებას. ხანგრძლივი დავის შემდეგ დადასტურდა, რომ $356 მილიონი შვეიცარიის ბანკებში ნამდვილად ფილიპინების ყოფილ პრეზიდენტს ეკუთვნოდა და ეს ფული ფილიპინების ნაციონალურ ბანკს გადაეცა. ეს ოფშორის საბანკო საიდუმლოს დარღვევის მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო, მაგრამ ფულის დიდი ნაწილი დღემდე არ არის ნაპოვნი და თანაც, შვეიცარიასთან სასამართლო დავებზე ფილიპინებმა იმაზე მეტი დახარჯა, რისი დაბრუნებაც შეძლო. ინდონეზიელ დიქტატორ სუჰარტოს მოპარული მილიარდების ძებნა კი დღემდე უშედეგოდ გრძელდება. ცნობილია, რომ მან ქვეყნის მმართველობისას ხაზინიდან, დაახლოებით, $35 მილიარდი მიითვისა და მის დიდ ნაწილს ავსტრიის ბანკებში ინახავდა. თუმცა კლეპტოკრატია მხოლოდ ე.წ. მესამე ქვეყნების პრობლემა როდია. 2008 წელს, აშშ-ის ხელისუფლება იმ ამერიკული კომპანიებით დაინტერესდა, რომლებმაც სარეგისტრაციო ბაზად კაიმანის კუნძულები აირჩიეს. გამოძიების შედეგად, ამერიკელმა სამართალდამცავებმა ჯორჯტაუნში მიაგნეს "სახლს მოჩვენებებით", სადაც 18 857 ცრუმაგიერი კომპანია იყო რეგისტრირებული... თხა "ვიყიდე", თხა "გავყიდე" ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან ოფშორებში ფულის გადინება და პირიქით, იქიდან კაპიტალის შემოდინება, ძირითადად, 2004 წლიდან შეინიშნება. კაპიტალის გასვლაც და შემოსვლაც ხშირად ხდებოდა კვიპროსში. მაგალითად, ყველაზე დიდი მოცულობით, თითქმის $150 მილიონი, კვიპროსიდან საქართველოში 2007 წელს შემოვიდა. ინვესტორთა სიაში შვეიცარიაცაა, თუმცა შედარებით მცირე ფულადი ტრანზაქციებით. შარშან III კვარტალში კი, რომელიც საეჭვოდ ემთხვევა საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოდან შვეიცარიაში $3 მილიონი გავიდა. კიდევ ერთ ოფშორულ ზონაში, ლიხტენშტაინში საქართველოდან 2011 წელს, დაახლოებით, $9 მილიონი გავიდა და 2012-ში მხოლოდ $1 მილიონი შემოვიდა. 2006 წლიდან ინვესტორთა სიაში ჩნდება სენტკიტს-ნევისი, მაგრამ მცირე ფულადი ტრანზაქციებით, ხოლო 2011 წლიდან კი ამ ოფშორში ფულის ინტენსიური გადინება შეინიშნება. საქართველოდან კაპიტალის გადინება შეინიშნება პანამაშიც. მაგალითად, 2008 წელს პანამაში საქართველოდან $2 მილიონ დოლარზე მეტი გავიდა, 2010-ში - $5 მილიონზე მეტი, 2011-ში, დაახლოებით, $6 მილიონი. ინვესტორთა ნუსხაში გვხვდება მარშალისა და კაიმანის კუნძულებიც, სადაც 2008 წელს, დაახლოებით, $7 მილიონი გავიდა. შარშან საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით კაპიტალი, თითქმის $39 მილიონი ჩეხეთში გავიდა, სადაც ასევე ძალიან მარტივად, სულ რაღაც 1800 ევროდ, შესაძლებელია ოფშორში კომპანიის რეგისტრაცია და ისიც აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩეხეთში საქართველოდან ამ მოცულობის კაპიტალის გასვლა არ აღრიცხულა. წყარო: www.bpn.ge
×