Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'ნაშრომი'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


ფორუმები

  • საერთო ფორუმი
    • ფლეიმი
    • ზოგადი საუბრები
    • ფორუმის შესახებ
  • თემატური განყოფილება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • ხელოვნება და კულტურა
    • მუსიკის მოყვარულთა კლუბი
    • განათლება და მეცნიერება
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ჯანმრთელობა და მედიცინა
    • სიყვარული და რომანტიკა
    • რელიგია და ფილოსოფია
    • ესთეტიკა და მოდა
    • ფსიქოლოგია
    • ონლაინ შოპინგი
    • სპორტი
    • ავტო-მოტო
    • ფლორა და ფაუნა
    • მოგზაურობა და ტურიზმი
    • მასმედია
    • კულინარია
    • სამხედრო საქმე
    • მშენებლობა და რემონტი
  • ტექნიკური განყოფილება
    • ვებგვერდები
    • ელექტრონული კომერცია
    • კომპიუტერული თამაშები
    • პროგრამები და პროგრამირება
    • კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
    • კომპიუტერები და ელექტრო ტექნიკა
    • სმარტფონები
    • კომუნიკაციები
    • ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა
  • ინტიმური საუბრები
    • ინტიმური საუბრები

ბლოგები

  • რაღაცნაირი ბლოგი
  • მა სტაილ

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


Found 1 result

  1. თუ თქვენ გაქვთ სადისერტაციო, საბაკალავრო, სამაგისტრო ნაშრომი დასაწერი ან უბრალოდ სამეცნიერო სტატიის დაწერა გსურთ, მაშინ დამეთანხმებით, რომ წერის პროცესში უამრავს სირთულეს ვაწყდებით. წერის პროცესი საკმაოდ შრომატევადია და ამ დროის განმავლობაში უამრავი პრობლემა იჩენს თავს - არადა ხარისხის მისაღებად აუცილებელია სამეცნიერო ნაშრომების წერა. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ 8 ონლაინ ინსტრუმენტს, რომელიც თქვენს სადიპლომო, სამეცნიერო თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ნაშრომს გახდის ბევრად უკეთესს, ვიდრე ის მათ გარეშე იქნებოდა. 1. Small SEO tools Plagiarism Checker ხშირად ძალიან გამოცდილ მეცნიერებსაც კი ექმნებათ პრობლემები პლაგიატთან დაკავშირებით, ამიტომ ისინი მუდმივად ცდილობენ თავიანთი ნაშრომი დაიცვან მსგავსი კრახისგან. გამოცდილი მეცნიერისთვის პლაგიატორობა შესაძლოა კარიერის ნგრევის ტოლფასიც აღმოჩნდეს. ამ მხრივ, სტუდენტები უკეთეს ვითარებაში არიან, რადგან ერთადერთი რაც ემუქრებათ, ნაშრომის ხელახლა შესრულებაა. მიუხედავად ამისა, მრავალთვიანი თუ კვირიანი შრომის შედეგის შემდეგ ნაშრომის დაბლოკვა და ახლის დაწერა, დამეთანხმებით სერიოზული დემოტივატორია ნებისმიერი ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ, ეს ონლაინ ინსტრუმენტი დაგეხმარებათ პლაგიატთან ბრძოლაში და თქვენს ნაშრომს საიმედოდ დაიცავს. 2. Citavi ნებისმიერ ნაშრომს რომ კარგი ორგანიზება სჭირდება, ეს ყველასთვის ნაცნობია. Citavi არის ონლაინ ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ნაშრომის სწორად დაგეგმვაში, გაფორმებაში და გამდიდრებაში. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ კონტენტის კარგ ანალიზს, ციტატების შენახვას, ზღვა ინფორმაციის მოპოვებას და ა.შ; 3. TermPaperEasy ეს არის ადამიანების გუნდი, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი სამუშაოს სრულყოფილად და პროფესიონალურად შესრულებაში. თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი დრო ნაშრომის დასაწერად, ან რაიმე სხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებთ მის დაწერას, TermPaperEasy-ის გუნდი დაგეხმარებათ სამუშაოს შესრულებაში. უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ გუნდს ჰყავს თითქმის ყველა მიმართულებაში პროფესიონალები დაქირავებულები, რომლებიც თქვენთან მუდმივი კომუნიკაციის პარალელურად ასრულებენ ნაშრომს. გარდა ამისა, ამ ადამიანებისგან შესაძლებელია მიიღოთ რჩევები, ინსტრუქტაჟი და თავად შეასრულოთ ნაშრომი. 4. Canva ნაშრომის მნიშვნელოვან ნაწილს ტექსტი წაროადგენს, მაგრამ ასოებით და ციფრებით გადატვირთულ ტექსტს ფოტოებით შელამაზება არ აწყენდა. მით უმეტეს, რომ ფოტოებით გაფორმება აკადემიურ ნაშრომში დაშვებულია და მეტიც, სასურველიც კი არის. ეს ინსტრუმენტი შემოგთავაზებთ უამრავ მომხიბვლელ შესაძლებლობას, რომ თქვენი ნაშრომი გახდეს უფრო მიმზიდველი და საინტერესო. 5. Dragon Naturally Speaking სანამ ამ ინსტრუმენტის დახასიათებას დავიწყებდეთ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მის სარგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი თუ ლიცენზიას იყიდით. ამ ინსტრუმენტს აქვს უნიკალური ფუნქცია - მას შეუძლია თქვენი მოსმენა და შემდეგ ამ ყველაფრის ტექსტად გარდაქმნა. თქვენ კარნახობთ, ის წერს. დაახლოებით ისე ხდება, როგორც მესამე-მეოთხე კლასში, ქართულის მასწავლებელი რომ ტექსტებს გკარნახობდათ და თქვენ იწერდით. ამ ინსტრუმენტის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ მეილები, დაწეროთ ესეები და ა.შ, ისე რომ ტექსტი არ აკრიფოთ. ამ ინსტრუმენტს შვიდ ენაზე შეუძლია თქვენი მოსმენა, მათ შორის: ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად, ესპანურად, ჰოლანდიურად და იაპონურად. 6. Mendeley ნაშრომის წერა ისედაც სტრესული საქმეა, მაგრამ გაცილებით უარესი და მძიმე ხდება, როცა ჩვენი მასალები გაფანტულია და მათი მოძიება მუდმივად უამრავ დროს გვართმევს. ამ პრობლემის გადაჭრა ამ ინსტრუმენტით თავისუფლად შეიძლება. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ Mendeley არის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა, რომელიც ნაშრომის წერის დროს შეიძლება გამოიყენოთ. მისი მომსახურებით სარგებლობს 30 000-ზე მეტი სტუდენტი, მეცნიერი, ლექტორი და სხვა აკადემიური თანამდებობების პირები. მისი საშუალებით, თქვენ შეძლებთ დოკუმენტების თემატურად დალაგებას, ისარგებლებთ ბიბლიოთეკით, შექმნით სოციალურ კავშირებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან თუ ლექტორებთან, გაცვლით ერთმანეთში ინფორმაციას და დოკუმენტებს. ერთი სიტყვით, აუცილებლად გამოსაყენებელი ინსტურმენტია. 7. Evernote ნაშრომის წერას დიდი დრო მიაქვს, ამიტომ შეუძლებელია ყოველთვის თქვენ კომპიუტერთან იყოთ მიბმული. ხშირად, თქვენ შეიძლება იდეა ავტობუსში მგზავრობის დროს, ან თუნდაც, აუდიტორიაში ყოფნის დროს დაგებადოთ. იდეები მოდიან და მიდიან, თქვენი მოვალეობა კი მათი დამახსოვრებაა. სწორედ ამიტომ, გირჩევთ Evernote-ის გამოყენებას, რომელიც საშუალებას გაძლევთ ონლაინ ბაზაში შეინახოთ ხმოვანი ჩანაწერები, ტექსტური ჩანაწერები და ა.შ, რომლის რედაქტირებასაც შეძლებთ ნებისმიერი მოწყობილობით - იქნება ეს ტაბლეტი, სმარტფონი თუ კომპიუტერი. 8. Dictionary.com აკადემიური ნაშრომის შესრულებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ლექსიკონს, რომელსაც წერის დროს იყენებთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გრამატიკულად რამდენად გამართულია თქვენი ნაშრომი, რომელმაც რაღაც აკადემიური ხარისხი უნდა მოგანიჭოთ. ხშირად ხდება, რომ თქვენი შემფასებლები ნაშრომებს იწუნებენ, იმის გამო, რომ სტუდენტი არ არის ბოლომდე გარკვეული იმ ტერმინებში, რომელსაც იყენებს. ასეთი რამ დაუშვებელია - თქვენ ბოლომდე უნდა იცოდეთ იმ ტერმინების მნიშვნელობა, რომელსაც აკადემიურ ნაშრომში იყენებთ. სწორედ ამიტომ, Dictionary.comგთავაზობთ შესაძლებლობას, თავი დაიზღვიოთ მსგავსი შეცდომებისგან. ამ საიტის ბაზაში არის ასობით ათასი სიტყვა, თავისი განმარტებებით და კონტექსტუალური მაგალითებით. + 1 რჩევა თუკი ზემოთ ჩამოთვლილ რვავე ინსტრუმენტს დანიშნულებისამებრ გამოიყენებთ და თავადაც იშრომებთ, თქვენი აკადემიური ნაშრომი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა მხოლოდ ონლაინ ინსტრუმენტებით ნაშრომზე თავის გართმევა გაგიჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გირჩევთ შეიძინოთ უმბერტო ეკოს წიგნი სახელწოდებით „როგორ დავწეროთ საკვალიფიკაციო ნაშრომი“, სადაც დეტალურად არის განხილული, თუ როგორ უნდა შექმნათ ისეთი ნაშრომი, რომელიც დიდ მოწონებას დაიმსახურებს. ამ წიგნში განხილულია ცუდი და კარგი საკვალიფიკაციო ნაშრომების მაგალითები. უმბერტო ეკო არამარტო კარგი მწერალი, არამედ წარმატებული მეცნიერიც არის, ამიტომ მისი რჩევები ნამდვილად გასათვალისწინებელია. აღნიშნული წიგნი ქართულ ენაზეც არის ნათაგრმნი და ის გამომცემლობა არეტემ გამოუშვა. წიგნის ფასი 15 ლარია. თქვენ უკვე გაქვთ ინსტრუმენტების მთელი ჯაჭვი, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებული ნაშრომის შექმნაში. წარმატებებს გისურვებთ !
×