Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'საქართველო'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


ფორუმები

  • საერთო ფორუმი
    • ფლეიმი
    • ზოგადი საუბრები
    • ფორუმის შესახებ
  • თემატური განყოფილება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • ხელოვნება და კულტურა
    • მუსიკის მოყვარულთა კლუბი
    • განათლება და მეცნიერება
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ჯანმრთელობა და მედიცინა
    • სიყვარული და რომანტიკა
    • რელიგია და ფილოსოფია
    • ესთეტიკა და მოდა
    • ფსიქოლოგია
    • ონლაინ შოპინგი
    • სპორტი
    • ავტო-მოტო
    • ფლორა და ფაუნა
    • მოგზაურობა და ტურიზმი
    • მასმედია
    • კულინარია
    • სამხედრო საქმე
    • მშენებლობა და რემონტი
  • ტექნიკური განყოფილება
    • ვებგვერდები
    • ელექტრონული კომერცია
    • კომპიუტერული თამაშები
    • პროგრამები და პროგრამირება
    • კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
    • კომპიუტერები და ელექტრო ტექნიკა
    • სმარტფონები
    • კომუნიკაციები
    • ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა
  • ინტიმური საუბრები
    • ინტიმური საუბრები

ბლოგები

  • რაღაცნაირი ბლოგი
  • მა სტაილ

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


Found 12 results

  1. ნაზუქებს მიირთმევენ ბიჭები ესეც გორისკენ სტალინის ბიუსტით კაპოტზე
  2. გეგმა სამაჩაბლოს, იგივე სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ: საქართველოს რუსეთთან აქვს ძირითადად 4 დამაკავშირებელი გზა, რუსებს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთში როკის გვირაბით შემოჰყავთ სამხედრო ტექნიკა და მეომრები,მაგრამ თუ ამ გეგმის განხორციელება გვსურს, მაშინ ყველა დამაკავშირებელი გზის აღმოფხვრაა საჭირო. ერთი არის ზემო ლარსთან არსებული გზა, რომელიც გვაკავშირებს ვლადიკავკაზთან, ეს გზა საქართველოს ტერიტორიაზე არის მოქცეული ორ დიდ მთას შორის, თუ ქართველების მიერ მოხდება ამ ტერიტორიის წარმატებული დანაღმვა, აფეთქების შედეგად რუსეთს საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი სახმელეთო გზა მოესპობა, რის შედეგადაც იგი ვეღარ მოახერხებს ზემო ლარსის გავლით საქართველოში ტექნიკისა და მეომრების შემოყვანას ოსეთზე თავდასხმის შემთხვევაში, მეორე გზა არის თვითონ ოსეთში, როკის გვირაბი რითაც რუსეთი პირდაპირ ოსეთს უკავშირდება, აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს მაინც შესაძლებელია საზღვრის ისე გადალახვა რომ რუსებმა ვერ შეგამჩნიონ, ასეთის განხორციელება შეიძლება ოსეთშიც, უფრო უმეტესად მთიანი რაიონებიდან, მოქალაქის ფორმაში გადაცმული პირი/პირები შევლენ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, ჯარისკაცები რომლებსაც შეეძლებათ როკის გვირაბის დანაღმვა, აღჭურვილი იქნებიან მაყუჩიანი ფისტოლეტით რომლის დამალვაც ადვილია და საფრთხის შემთხევაში მოწინააღმდეგეს ჩუმად მოიგერიებენ და გადამალავენ, ასევე ექნებათ ჩანთა, სადაც ექნებათ ასაფეთქებელი საშუალება, შესაძლებელია ასევე მოქალაქის ფორმის მაგივრად შენიღბული სნაიპერის, იგივე ცოცხალი მინდვრის ფორმის გამოყენება, მოხდება როკის გვირაბის დანაღმვა, რის შედეგადაც რუსეთს მოესპობა მეორე სახმელეთო და უმთავრესი გზა საქართველოში შემოსაღწევი, მესამე გზა არის აფხაზეთის მეშვეობით, საჭირო იქნება აფხაზეთის საზღვრის დიდი ძალებით წინასწარ მოწინააღმდეგის გაგების გარეშე გამაგრება და ნებისმიერი თავდასხმის აღმოფხვრა, მეოთხე გზა კი არის შავი ზღვის მეშვეობით, ამის აღმოფხვრა შეიძლება ამერიკასთან და ევროპასთან დაკავშირებით და მათი ფლოტის შემოყვანით შავ ზღვაში, საზღვრის გამაგრების მიზნით, შესაძლებელია ასევე თავდასხმა განხორციელდეს სომხეთიდან, რადგან რუსების მონები არიან, მაინც მნიშვნელოვანი არის გავამაგროთ სომხეთის საზღვარი მაგრამ არც თუ ისე მცირე რაზმებით, თუ დიდი თავდასხმა მოხდა სომხეთის მხრიდან ამას აზერბაიჯანი გამოიყენებს და სომხეთს დაესხმება თავს, რადგან ყარაბახი დაიბრუნოს, როგორც ვიცით აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, ამიტომაც აზერბაიჯანი არც დაუშვებს რომ თავისი საზღვრებიდან რუსები მოხვდნენ საქართველოში, ასევე შეიძლება მცირე რაზმებით რუსებმა გადაწყვიტონ კავკასიონის გადმოლახვა ფეხით, მაგალითად მამისონის უღელტეხილით, ეს რთულია მაგრამ მაინც სახარბიელო იქნება 100 კაცით ამ ადგილის გამაგრება. 1) როკის გვირაბის ჩუმი დანაღმვა, 2)ზემო ლარსთან არსებული გზის დანაღმვა, 3)ამერიკის(ნატოსა) და ევროკავშირის ფლოტების შავ ზღვაში შემოყვანა,4) აფხაზეთის საზღვრის ჩუმი გამაგრება, 5)სომხეთის საზღვრის ჩუმი გამაგრება, 6) როკის გვირაბისა და ზემო ლარსის გზის აფეთქება,7) თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე დიდი ძალებით,8) რუსებს დარჩენიათ საქართველოში მხოლოდ დესანტი ჩამოსხან და თვითმფრინავებით შემოგვიტიონ, რადგან სხვა დახმარებას სამხრეთ ოსეთში არსებულ ჯარს ვერ გაუწევენ,9) ოსეთის აღება და დიდი ძალებით გამაგრება,10) ზოგი რაზმის აფხაზეთთან გადასხმა და მოვლენებზე დაკვირვება.
  3. ვასილ მჟავანაძის პერიოდში საქართველოში და თბილისში აშენებული ობიექტების არასრული სია: ✓თბილისის მეტროპოლიტენი ✓ენგურჰესი ✓ხრამჰესი ✓თბილისის სპორტის სასახლე ✓თბილისის ივ. ჯავახიშვლის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი ✓ვარაზის ხევი ✓ვაკე-საბურთალოს გზა ✓ჭავჭავაძის პროსპექტის საბოლოო სახე ✓მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ✓მშრალი ხიდის სრული რეკონსტრუქცია ✓ჭადრაკის სასახლე ✓დღეს თბილისში არსებული ხიდების 70% მჟავანაძის დროს აშენდა ✓კუს ტბის კომპლექსი ✓ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის სრული რეკონსტრუქცია (80 000-სიან სტადიონად აქცია) ✓თბილისის ტელევიზია ✓თბილისის ანძა ✓თითქმის მთლიანი საბურთალოს რაოინი ✓ქართლის დედა ✓თბილისის ზღვის კომპლექსი ✓პირველი ქართველი მეფის ძეგლი (ვახტანგ გორგასლის) სწორედ მჟავანაძის დროს დაიდგა უდიდესი რისკის ხარჯზე ✓ და უამრავი სხვა შენობა/ობიექტი ამ ადამიანის სახელობის ქუჩაც კი არ არის თბილისში, მაშინ როცა ლეხ კაჩინსკის და ჯორჯ ბუშის ქუჩებიც კი არის. ან რეიგანს რა ლოგიკით უდგას ძეგლი თბილისში?! როცა მჟავანაძის პატარა ბიუსტიც კი არაა. ძალიან დიდი სირცხვილია!
  4. ე.წ. „პერესტროიკის" დროს თბილისიდან მოსკოვში უნიკალური საიდუმლო არქივი გადაიტანეს, რომელიც კომუნისტური ისტორიის მრავალ იდუმალ ეპიზოდს ჰფენდა ნათელს. მათ შორის იყო ეგრეთ წოდებული „კომისრის ჩანაწერები", სადაც ლავრენტი ბერიაზეა საუბარი. ისტორიკოსი ივანე მარინოვი წერს: „განმარტებისთვის უნდა ვთქვა, რომ „კომისრის ჩანაწერები" უშიშროების პირველი რანგის კომისარს, მიხაკო პაპაშვილს ეკუთვნის. პაპაშვილი ბერიას ერთ-ერთი რეფერენტი გახლდათ და მასთან ჯერ კიდევ 1926 წლიდან მუშაობდა. ბოლოს კი მოსკოვშიც ეახლა თავის შეფს და მარშალ ბერიას ვერაგული მკვლელობის შემდეგ, რეპრესიებში მოჰყვა. შვიდი წელი ციხეში გაატარა, საქართველოში დაბრუნდა და 1963 წელს გარდაიცვალა. მისი ჩანაწერები, ანუ დღიურები კი სუკ-ში („კაგებე") წაიღეს და საიდუმლო არქივში მოათავსეს. 1989 წლის დეკემბერში კი, სხვა საიდუმლო მასალებთან ერთად, მოსკოვში გადაიტანეს. 2014 წელს, რუსეთის მთავრობამ საიდუმლო დოკუმენტები რომ გაასაიდუმლოვა, მათ შორის იყო პაპაშვილის დღიურებიც. მათში ბერიაზე მრავალი, მანამდე ჩემთვის უცნობი ფაქტი ამოვიკითხე. ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 1933 წელს საქართველოს ცეკას პირველ მდივანს ლავრენტი ბერიას არაქართველებისთვის ქართულ გვარზე გადასვლა აუკრძალავს. ეს იყო სიტყვიერი განკარგულება, რადგან კანონი ასეთ რამეს არ კრძალავდა. ბერიას სიტყვას კი უკვე იმ წლებში, საქართველოში კანონის ძალა ჰქონდა და მას ვერავინ გადავიდოდა. ვინც ამას გაბედავდა, აუცილებლად თავს წააგებდა. მიხაკო პაპაშვილი წერს: „სიმკაცრისა და შეუვალობის მიუხედავად, ლავრენტი ბერია საკმაოდ მიმნდობიც იყო. უფრო სწორად კი, მისი უახლოესი გარემოცვიდან ყველას ენდობოდა, რადგან ადამიანების ამოცნობის უნიკალური უნარი ჰქონდა. მეც მის უახლოეს გარემოცვაში ვიყავი. მეც მენდობოდა და ხშირად ჩემი თანდასწრებით იძლეოდა საიდუმლო განკარგულებებსაც კი... თებერვლის მესამე დეკადა იყო. 25 თებერვალი ახლოვდებოდა, რომელიც ბერიას მაინცდამაინც არ უყვარდა, რადგან ეს დღე უსიამოვნო მოგონებებს იწვევდა მასში. მან გამომიცხადა: - მიხაკო, საქართველოს გასაბჭოების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე რომ სიტყვა უნდა წარმოვთქვა, შენ დამიწერე. ისე განსაზღვრე, რომ მაქსიმუმ, ათი წუთი გამომივიდეს. ქება-დიდებით ნუ გადატვირთავ და აქცენტი გააკეთე ჩვენი რიგითი თანამშრომლების წარმატებებზე ამ საბჭოური თერთმეტწლეულის განმავლობაშიო... „ქება-დიდებით ნუ გადატვირთავთ-ში" ბერია გულისხმობდა წითელი არმიის „გმირულ შემოსვლას" თბილისში, ანუ ამ მომენტზე ბევრს ნუ ილაპარაკებო..." საგულისხმო ფაქტია და ეს პაპაშვილის ნაწერებიდანაც ჩანს, რომ ლავრენტი ბერიას არ უყვარდა თებერვლის სისხლისღვრის საზეიმოდ აღნიშვნა და მიაჩნდა, რომ ვინც წითელ არმიას იარაღით დაუხვდა, ყველა ქართველი პატრიოტი და გმირი იყო. სხვათა შორის, ერთ ასეთ შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი, რომელზეც სერგო ორჯონიკიძის ცოლი, ზინაიდა ორჯონიკიძე წერდა თავის დღიურებში. როგორც ცნობილია, ორჯონიკიძეებს შავი ჭირივით სძულდათ ბერია და მომენტს არ უშვებდნენ ხელიდან მის მიწასთან გასასწორებლად. ზინაიდა ორჯონიკიძე, რომელიც 1960 წელს, ბერიას ვერაგული მკვლელობიდან შვიდი წლის მერე, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, წერდა: „ბერია რომ ნაძირალა ანტისაბჭოელი იყო, მე და სერგომ ჯერ კიდევ 1933 წელს გავიგეთ. 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა და მას მე და სერგოც დავესწარით. სპეციალურად მოსკოვიდან ჩამოვედით. სერგოს საქართველოს გასაბჭოებაში დიდი წვლილი მიუძღოდა და „თბილისის აღებისთვის" - ერთადერთი ორდენის მფლობელიც იყო, რითაც ის ძალიან ამაყობდა. სწორედ ეს ორდენი ეკეთა ჩემს ქმარს მკერდზე 1933 წლის 25 თებერვლის საზეიმო საღამოზე. ძალიან უღიმღამო, არასაზეიმო კონცერტის მერე, პატარა სუფრა გაიშალა თეატრის სასადილოში. ბერიამ, რომელიც ამ სუფრას მხოლოდ ოცი წუთით დაესწრო, წითელი არმიის სადღეგრძელო არ დალია. უფრო სწორად, თავისებურად დალია და თქვა - 25 თებერვალს, ყველა თავდადებულ გმირს გაუმარჯოსო... სიტყვით მას ვერ შეედავებოდი. მოგვიანებით კი, როცა მე და სერგო სახლში დავბრუნდით, ჩემმა ქმარმა მითხრა: „ზინაიდა, მე მომეჩვენა, რომ ბერიამ წითელი არმიის სადღეგრძელოს მაგივრად, ქართველი იუნკერებისა და მათი თანამებრძოლების, ანუ ჩვენი მტრების სადღეგრძელო დალიაო"... სერგომ სტალინსაც კი უთხრა მოსკოვში დაბრუნების მერე, - ბერიას სახით უბეში გველი გიზისო, მაგრამ სტალინმა მას ყური არ ათხოვა..." პარადოქსულია, ხომ? რომ 1933 წელს, ბერია ქართველი იუნკერების სადღეგრძელოს სვამდა მათი გმირულად დაღუპვის დღეს. მაგრამ, ყველა ირიბი სამხილი ამ ფაქტზე მიუთითებს და მიხაკო პაპაშვილი არაერთხელ აღნიშნავს თავის ჩანაწერებში - 25 თებერვალს ბერია ყოველთვის უგუნებოდ იყოო. ხრუშჩოვისა და მისი ბანდის მსგავსად, ბერიას ანტისაბჭოელობას ნამდვილად ვერ დავწამებთ, რადგან ყველა მისი ქმედება საბჭოთა კავშირის გაძლიერებისკენ იყო მიმართული. თუმცა, ბერია თავისი სამშობლოს, ერის პატრიოტი გახლდათ და ესეც აშკარაა. იგივე მიხაკო პაპაშვილი წერს: „1933 წლის მარტის დასაწყისში, ლავრენტი ბერიამ მმაჩის (დაბადებისა და ქორწინების რეგისტრაციის სამსახური) უფროსი პავლე გედევანიშვილი თავის კაბინეტში დაიბარა და ჩემი თანდასწრებით ასეთი რამ უთხრა: - პავლე ივანოვიჩ, რასაც ახლა დაგავალებ, ჩვენს შორის საიდუმლოდ უნდა დარჩეს და ამ კედლებს არ გასცდეს. თანაც, ყველაფერი ზუსტად და პირნათლად უნდა შეასრულო. - გისმენთ, ლავრენტი პავლოვიჩ, ბრძანეთ, - მიუგო ახოვანმა გედევანიშვილმა, რომელსაც გრძელი, აპრეხილი ულვაშები ჰქონდა და ძალიანაც უხდებოდა. - ხვალიდან არაქართველების გაქართველების პროცესი მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, თორემ კატასტროფული მდგომარეობაა ამ მხრივ, მე ზუსტი ინფორმაცია მაქვს ამაზე, - უთხრა ბერიამ გედევანიშვილს, რომელმაც თავი დაუქნია და მიუგო: - დიახ. მასეა. ბოლო ერთ თვეში ექვსი ათასი განცხადებაა შემოსული და თავის რიგს ელოდებიან. ყველას ქართველობა უნდა. სინამდვილეში კი, ასეთ ხალხს ქართველობა იმისთვის უნდა, რომ კარიერა გაიკეთოს. - ვიცი და ყველა ეროვნებაშეცვლილი ადამიანი პოტენციური მოღალატე, შემოპარული სუბიექტია და მათ სასტიკი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ. საბოლოოდ, ბერიამ და გედევანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ მმაჩის ბიუროში გვარის გამოცვლის პროცესს ფორმიანი ჩეკისტი დაესწრებოდა, რომელიც გვარის გამოცვლის მსურველს სხვადასხვა კითხვას დაუსვამდა და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენდა. ასეთმა მეთოდმა გაჭრა და 1933-1938 წლებში საქართველოში ეროვნების შეცვლის მსურველთა რიცხვი თითქმის ნულს გაუტოლდა..." საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ 1933 წლის მიწურულს, ლავრენტი ბერიამ საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩაატარა - 5,220 მილიონიან ქვეყანაში მხოლოდ 3 მილიონი ქართველი ცხოვრობდა. ამის მერე, ბერიამ სხვა ერების (გარდა რუსებისა) ფარული შეზღუდვა დაიწყო. სამაგიეროდ, ქართველებს ეძლეოდათ პრივილეგიები (ასევე ფარულად). ამის შედეგად 1938 წლისთვის საქართველოში ქართველთა რიცხვმა 3 მილიონიდან 4 მილიონ 200 ათასამდე მოიმატა და მრავალი დაუსახლებელი ტერიტორიაც აითვისეს. ყველაფერი ეს ფარულად, ბერიას სიტყვითა და ოფიციალური კანონის გვერდის ავლით ხორციელდებოდა და რაც მთავარია, პირდაპირი, სისხლისმღვრელი რეპრესიების გარეშე." წყარო: qartuliazri.ge
  5. ძალიან მაგარი ქვეყანა ვართ ძალიან: გამოიხედავ ჩინური მასაჟია, გაიხედავ და იმის ადგილას ნოტარიუსი გაიხსნა; გამოიხედავ ნოტარიუსია და იმის ადგილას ლომბარდია; გაიხედავ ლომბარდია და იმის ადგილას ბუტიკი ლე ჟუჟუა; გაიხედავ ბუტიკი ლე ჟუჟუა და იმის ადგილას ტაილანდური მასაჟია; გაიხედავ ტაილანდური მასაჟია და გაიხედავ კერძო საბავშვო ბაღია; გამოიხედავ კერძო საბავშვო ბაღია, გაიხედავ საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალია; ორი დღის წინ კაფე რო მეგულებოდა მივედი და საკენცელარიო მაღაზია დამხვდა; სამი დღის წინ სადაც საჩუქრებს ვაფუთვინებდი, დღეს სარიტუალო მომსახურებაა. გამოიხედავ კაცი განათლების მინისტრია, გაიხედავ და სასწავლებლად მიდის. გამოიხედავ ბაღის გამგეა, გაიხედავ და ერთ-ერთი ქალაქის მერის მოადგილეა. გამოიხედავ ღლეა, გაიხედავ და დეპუტატია. გამოიხედავ დეპუტატია, გაიხედავ და მოგზაურია. გამოიხედავ მსახიობია, გაიხედავ და ჯვრით დარბის ხელში. გამოიხედავ გაუნათლებელი, ბნელი ხეპრეა, გაიხედავ და უფლებათადამცველია. გამოიხედავ ძველი ბიჭია, გაიხედავ მღვდელია. გამოიხედავ მწერალია, გაიხედავ ნათელმხილველია. გამოიხედავ წმინდა გიორგის სახელობის კარატისტია, გაიხედავ და საკრებულოში ზის. გაიხედავ ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრია, გამოიხედავ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. გაიხედავ მთხლეა, გამოიხედავ პრეზიდენტია. მარტო სამშობლოია ჩემი უძრავად - გამოიხედავ საგიჟეთია, გაიხედავ ისევ საგიჟეთია.
  6. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის შესაძლო მიწოდების მოთხოვნასთან დაკავშირებით. რომლის ღირებულებაც 75 მილიონი დოლარია. უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა რომელიც კონგრესს ამ შესაძლო გაყიდვის შესახებ აცნობებს. უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს მთავრობამ შეერთებულ შტატებს 410 რაკეტისა და 72 გამშვები ბლოკის, ასევე სასწავლო მოდელების შეძენის მოთხოვნით მიმართა. „აღნიშნული პროცესი საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება, რომელიც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გამყარებას შეუწყობს ხელს. ჯაველინის სისტემა საქართველოს ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას უზრუნველყოფს.“- აღნიშნულია უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაში. უწყების ინფორმაციით აღნიშნული მიწოდება რეგიონში არსებულ საბაზო სამხედრო ბალანსის ცვლილებას არ გამოიწვევს. როგორც უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, შემოთავაზებული მიყიდვის განსახორციელებლად საჭიროა აშშ-დან ერთი და საქართველოდა ორი კონრაქტორის წარმოდგენა. სააგენტოს ცნობით , პოტენციურ რეალიზაციას კანონისმიერი დამტკიცება სჭირდება და გავრცელებული შეტყობინება არ ნიშნავს იმას რომ მიყიდვა უკვე გაფორმდა. უცხოური წყარო: http://www.dsca.mil/major-arms-sales/georgia-javelin-missiles-and-command-launch-units
  7. ელექტრო ავტობუსების წარმოებისთვის თბილისის მიმდებარედ 4 ლოკაციაა შერჩეული. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა. „ქარხნის ასაშენებლად 4 ლოკაციაა შერჩეული, აქედან ორი თბილისის, ორი კი რუსთავის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ამ კვლევების შედეგების შედეგად შეირჩევა საწარმოსთვის ოთხიდან ერთი ლოკაცია. დაახლოებით წელიწად ნახევარში კი პირველი სამრეწველო პროდუქცია გვექნება,“-აცხადებს პატარაია. მისივე თქმით, საქართველოში წარმოებული ელექტრო ავტობუსები ევროკავშირში გავა, რასაც გერმანული კომპანია EURABUS-ი უზრუნველყოფს. ამასთან, პატარაიას ცნობით, საწარმოში, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება, თვეში 200-300 ავტობუსის წარმოება იქნება შესაძლებელი. კომპანია „ფრეგობასმა“ უმსხვილეს ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად კონსორციუმი შექმნა და 23 ნოემბერს მემორანდუმსაც მოაწერა ხელი.
  8. სოციალური ქსელის მომხმარებელი თიკო პაპუაშვილი, ისრაელის საზღვარზე არსებულ არაადამიანურ სიტუაციაზე და საკუთარ გამოცდილებაზე წერს. პაპუაშვილი მოუწოდებს ქართველებს ისრაელში გამგზავრებაზე საერთოდ უარი თქვან, რადგან ეს ყველასთვის საშიშია. როგორც ის წერს, 13 კაციანი ჯგუფი თბილისიდან ისრაელისკენ 8 იანვარს გაემგზავრნენ, მოსალოცად. ახალგაზრდა აღნიშნავს, რომ ამ მოგზაურობისთვის ყველა დოკუმენტი მოწვევიდან დაწყებული სასტუმროს ჯავშნით, მოწესრიგებული ჰქონდათ. ამის მიუხედავად, ქართველების ჯგუფი საზღვარზე არ გაუშვეს. თიკო პაპუაშვილის თქმით, მათ ძალიან ცუდად ექცეოდნენ და 12 საათის განმავლობაში სრულიად არაადამიანურ პირობებში ჰყავდათ. ის მიმართავს საქართველოს მთავრობას, პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს, რომ ისრაელის საზღვარზე საკუთარი მოქალაქეები სახელმწიფო დონეზე უნდა დაიცვან. “ფორტუნა” თიკო პაპუაშვილის პოსტს სრულად გთავაზობთ: “2018 წლის 08 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გავემგზავრეთ 13 კაციანი მომლოცველთა ჯგუფი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით ისრაელის მიმართულებით. თავიდანვე ავღნიშნავ, რომ ყველა დოკუმენტი, მოწვევიდან დაწყებული, სასტუმროს ჯავშნით და გაწერილი დღიური გეგმით დასრულებული წესრიგში გვქონდა! ჩასვლისთანავე პასპორტ კონტროლის გავლისას ჩამოგვართვეს პასპორტები და გასაუბრების ოთახებისკენ გვიხმეს. მაშინ ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდით რა გველოდა წინ. მოკლედ დაიწყო გასაუბრება, რომელიც ექვს საათს გაგრძელდა, თითოეულ ჩვენგანს გასაუბრებისას კონკრეტული პიროვნება სახელად კონსტანტინე, გვართმევდა პირად მობილურ ტელეფონებს და შედიოდა ჩვენს პირად სივრცეში, კერძოდ ნახულობდა ბოლო 2 დღის განმავლობაში ვის ქონდა დარეკილი ან ვისთან იყო სმს გაგზავნილი და სვავდა კონკრეტულ პირებზე კითხვებს, შემდეგ შედიოდა თავის პროგრამაში და ამოწმებდა ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას კონკრეტულ პირებზე. ასე დეტალურად ვწერ იმ მიზეზით, რომ დაინახოთ როგორ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და საერთოდ არც ვიცი, რამდენად ქონდათ უფლება ჩვენი მობილური ტელეფონების ჩხრეკის და პირადი ინფორმაციების კითხვის?! ასევე მინდა ავღნიშნო, რომ გასაუბრებისას ცდილობდა ჩვენთვის მოეწოდებინა ნეგატიური ინფორმაცია ჩვენივე ჯგუფის წევრებზე, რაზეც ბუნებრივია არ წამოვეგეთ. მოკლედ 6 საათიანი უფრო დაკითხვის, ვიდრე გასაუბრების შემდეგ, ჯგუფის 7 წევრს გვითხრეს უარი ქვეყანაში შესვლაზე , აქვე ავღნიშნავ რომ უარი ეთქვა პიროვნებას, რომელსაც აქვს აშშ 10 წლიანი ვიზა და ნახევარი მსოფლიო მოვლილი, ასევე მეც, არასოდეს მქონია პრობლემა არც ერთი ქვეყნის საზღვარზე და ბავშვობიდან ვმოგზაურობ უპრობლემოდ! შემდეგ ეს 7 ადამიანი გადაგვიყვანეს იმავე სართულზე მოსაცდელ ოთახში. ამ დროს მამაოს ეუბნებიან რომ მისი ჯგუფის წევრებს აქვთ პრობლემები და მხოლოდ 6 შეუშვებენ ქვეყანაში, რის შემდეგაც მან მოსთხოვა არგუმენტირებული მიზეზები, თუ რის გამო გვეთქვა ჩვენ უარი, რაზეც იყო ცილისწამება და არაადეკვატური პასუხები, მოკლედ აშკარა გახდა, რომ თვითონ ტყუოდნენ და ეს დადგმული სპექტაკლი ჭირდებოდათ დროის გასაყვანად, რადგან შეესრულებინათ საკუთარი გეგმა. მამაომ და ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა განაცხადეს უარი ქვეყანაში შესვლაზე და შემოგვიერთდნენ მოსაცდელ ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულით გვინდოდა მივეახლებოდით იმ სიწმინდეებს რაც არის ისრაელში და პირველ რიგში უფლის საფლავს, რომელიც ჩემთვის და ჯგუფის ყველა წევრისთვის იყო საოცნებო ადგილი, მაინც თითქოს შევეგუეთ, რომ არ შეგვიშვეს და მიუხედავად უსამართლობის განცდისა, მაინც ვისხედით მშვიდად და ველოდებოდით განაჩენს, თუ როდის გამოგვიშვებდნენ უკან. თურმე ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო და მთელი კოშარი წინ გველოდა! აღსანიშნავია ის, რომ ე.წ “სამრთალდამცავები” ძალიან ცუდად, ცინიზმით, უხეშად, დაცინვით და უსამართლოდ გვექცეონენ! განცდა გვქონდა ისეთი, თითქოს საშიში დამნაშავეები ვიყავით. რაღაც პერიოდის შემდეგ მოგვაკითხეს, სამი მამაკაცი და ხუთი ქალბატონი წაიყვანეს, დამტოვეს მე და ოთხი ქალბატონი. რა თქმა უნდა არ გვითხრეს სად წაიყვანეს ჩვენი მეგობრები, უბრალოდ იმის გამო, რომ ინტერნეტით ვეღარ ვუკავშირდებოდით მათ, მივხვდი რომ აეროპორტის შენობიდან გაიყვანეს. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც კი ინგლისურად დავუწყე საუბარი და ჩემი უფლებები ვახსენე, მაშინვე გამცეს პასუხი და მითხრეს, რომ ისინი გადაიყვანეს საემიგრაციო ცენტრში და მალე ჩვენც იქ გადაგვიყანდნენ. სწორედ აქ დაიწყო კოშმარი, ჩაგვსვეს გისოსებიან მანქანაში, ტუსაღები რომ გადაყავთ ისეთში, მიგვიყვანეს რაღაც შენობაში, რომელსაც ეწერა საემიგრაციო სამსახური. მოსაყოლად მარტივია, მაგრამ განცდა იმისა, რომ უცხო ქვეყანაში ზიხარ გისოსებიან მანქანაში, არ გაქვს პასპორტი, არ გესაუბრებიან,არ გყავს პატრონი და გაქვს უსუსურობის განცდა,ძალიან რთული გადასატანია!აგვიყვანეს ოთახში სადაც დაგვატოვებინეს ხელბარგი და ჩამოგვართვეს ტელეფონები, გვექცეოდნენ როგორც დამნაშავეებს, არადა ბრალიც კი არ გქონდა წაყენებული! ჩვენ დავრეკეთ აეროპორტიდან საქართველოს საკოსულოში, იმის გამო, რომ დილის 5 საათი იყო ბუნებრივია არ გვიპასუხეს, მაგრამ დავტოვეთ შეტყობინება და ვითხოვეთ დახმარება, მაგრამ არავინ შეგვხმიანებია! მოკლედ შეგვიყვანეს ჩვეულებრივ საკანში, სადაც იყვნენ სხვებიც. ძალიან რთულია იმის გადმოცემა რაც იქ ხდებოდა, საშინელი სიბინძურე, სუნი და ცინიზმი მათი მხრიდან. ფანჯრის გაღებიდან დაწყებული, ექიმით დამთავრებული, ყველაფრისთვის მიწევდა ბრძოლა! მოქონდათ წყალი და საჭმელი, მაგრამ ისეთ პირობებში, რომ გული არ მიგივიდოდა არაფერზე! მადლობა ღმერთს, რომ გაგვიმართლა და ამ კოშმარში მხოლდ 12 საათი ვიყავით, ჩემთან ერთად იყვნენ ესტონელი, რუსი და უკრაინელი გოგონები, რომლებიც 3 დან 5 დღემდე იყვნენ იქ და ელოდებოდნენ საკუთარ რეისებს. ჩემი ამ პოსტის მიზანი არის ერთი, რომ ქართველებმა გაიგონ და იყვნენ მზად რა ელოდებათ ისრაელში ჩასვლისთანავე! კიდევ მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდეტს, პრემიერ მინიტრს და მთავრობას კითხვით, რატომ ვართ ასეთი დაუცველები ჩვენ იმ ქვეყანაში, რომელთა მოქალაქეებს თავს ვევლებით ჩვენს ქვეყანაში, ისინი კი, ასე სასტიკად გვექცევიან?!რატომ ვერ იცავს საქართველოს წარმომადგენლობა საკუთარ მოქალაქეებს ისრაელში?! თუ ასეთი რთული მდგომარეობაა იქ, რატომ არ მუშაობს 24 საათიანი სატელეფონო მოსახურება და რას აკეთებს საკონსულო იქ, თუ ვერ ეხმარება და არც კი ინტერესდება საკუთარი მოქალაქეების ბედით?!რატომ არ შეიძლება დავიცვათ სახელწიფოს დონეზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და თუ ვერ ვიცავთ, მაშინ ის მაინც ვუთხრათ მათ, რა ელოდებათ იმ შემთხვევაში, თუ მაინც გადაწყვეტენ იქ ჩასვლას!ერთია, რომ არ გიშვებენ ქვეყანაში და მეორე, რომ ციხეში გსვავენ სრულიად უდანაშაულოს!!! ჩვენ არაფერი დაგვიშავებია გარდა იმისა, რომ მთელი გულით გვინდოდა მივეახლებოდით უფლის საფლავს და იქ არსებულ მრავალ სიწმინდეს! მადლობა უფალს ყველაფრისთვის! ეს იყო რთული გზა, რომელიც ჩვენი ჯგუფის ყველა წევრმა, მამა კონსტანტინეს ხელმძღვანელობით ღირსეულად გავიარეთ და მშვიდობით დავბრუნდით სამშობლოში!”,– წერს ის. წყარო: fortuna.ge
  9. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს, რომ პარტია “Рух нових сил”-ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. “დააკავეს მიხეილი! იგი მიჰყავთ უკრაინის უშიშროების საბჭოში ასკოლდოვის ქუჩაზე”,- წერს საყვარელიძე. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამართალდამცავები კარვების ქალაქს უტევენ.
  10. 12 თვე 80 ლარი უნდა იხადო ბიჭო ამ ტელეფონში და ტვინი წაიღეს Black Fridayს დაეშურეთ, დრო იხელთეთო. მართლა 0%-იაო თან
  11. PNAS -მა, აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალმა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული სამეცნიერო გამოცემაა, 13 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus“ („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“). კვლევის ავტორები ქართველებთან ერთად აშშ-ს, საფრანგეთის, იტალიის, კანადის, დანიისა და ისრაელის მეცნიერები არიან. სტატია მოგვითხრობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ. ამ ისტორიულ ფაქტს მიეძღვნა დღევანდელი პრეზენტაცია, რომელიც "ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი"-ს ფარგლებში თბილისში, "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. პრეზენტაციას უძღვებოდნენ: სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და "ასოციაცია ქართული ღვინო"-ს ხელმძღვანელი თინა კეზელი. შეხვედრა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის "საქართველო-ღვინის სამშობლო"-ს ჩვენებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან, „ასოციაცია ქართული ღვინო“-ს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“-ს ხელმძღვანელობს. მასში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები მონაწილეობენ. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე, ხოლო კოორდინატორი − ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერი, დოქ. დავით მაღრაძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ. წ. აღ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა დროს მას ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე ჯავახიშვილი, ოთარ ჯაფარიძე და თამაზ კიღურაძე. ამჟამად გათხრებს ხელმძღვანელობს არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე. პროექტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით ჩატარებული ბიომოლეკულარული კვლევების შედეგად მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითის პერიოდის „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლზე უკანასკნელი პერიოდის გათხრების დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების (ღვინის მჟავა, ვაშლმჟავა, ქარვამჟავა და ლიმონმჟავა) არსებობა დადასტურდა, რაც Vitis vinifera-ს ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინის მარკერია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების ელისო ყვავაძისა და ნანა რუსიშვილის მიერ მუზეუმში ჩატარებულმა პალეობოტანიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში ვაზის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. მილანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოსვალდო ფაილას ხელმძღვანელობით აღადგინეს ძვ. წ. აღ. VI ათასწლეულის კლიმატი და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართლში 8000 წლის წინ ვაზის კულტივირებისთვის შესაბამისი პირობები იყო. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი განისაზღვრა ძვ. წ. აღ. 6000-5800 წლებით, რაც 600 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ზაგროსის მთიანეთიდან (ირანი). მსოფლიოს წამყვანმა სამეცნიერო წრეებმა აღიარეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. საქართველოს მეღვინეობის 8000 წლოვანი უწყვეტი ტრადიცია აქვს. © საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი © https://www.npr.org/sections/thesalt/2017/11/13/563281665/georgian-jars-hold-8-000-year-old-winemaking-clues
×