Jump to content
Sign in to follow this  
წიწკვი რაინდი

“კრედიტორები ვალის ამოღებას კანონდარღვევით ცდილობენ” – ის, რაც თქვენს უფლებებზე უნდა იცოდეთ

Recommended Posts

201703181942521942421735.jpg.626d261a5ad7ee917f8dbfd0bd9e6b0b.jpg

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სხვა ორგანიზაციების მხრიდან მოქალაქეების უფლებების დარღვევა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც საკრედიტო ორგანიზაციებიდან სესხებს იღებენ, ხშირად ყოველდღიური შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლნი ხდებიან. საუბარია ე.წ. ამომღებ კომპანიებზე, რომლებიც სხვადასხვა ხერხით პრობლემური სესხის დაბრუნებას ცდილობენ. თუმცა მეთოდები, რომლებსაც ისინი მიმართავენ, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ კანონს სცდება.

გარდა იმისა, რომ კონტროლს მიღმა მოქმედი კომპანიები მოქალაქეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, ზოგჯერ მსესხებლებს სასამართლოს გაყალბებულ გადაწყვეტილებებსაც კი უგზავნიან და მეტიც, ხშირად ისინი მოვალის ფინანსური დავალიანების არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ ინფორმაციას მოვალის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებსა და მასთან ერთად მცხოვრებ პირებს აწვდიან; კერძოდ, გაფრთხილების წერილები კრედიტორის მხრიდან ეგზავნება მოვალეს, რომელიც ამ უკანასკნელის თანხმობის მიუხედავად მესამე პირებს ბარდება.

როგორ უნდა დაიცვას ასეთ დროს საკუთარი უფლებები მოქალაქემ და ვინ უნდა დაარეგულიროს პრობლემური სესხების ამომღები კომპანიების საქმიანობა?

„როდესაც კრედიტორი ტელეფონის მეშვეობით ახორციელებს ზარს, მოვალის ვალდებულების არსებობის შესახებ გაფრთხილების მიზნით, ინფორმაციის მიმღებ პირს მიეწოდება სრული ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ხდება მოვალის ნებართვის გარეშე, რაც უდავოდ არღვევს მის უფლებებს; ანუ, გამოდის, რომ კრედიტორები ვალის ამოღებას კანონდარღვევით ცდილობენ“- განაცხადა OK&CG-ის ადვოკატმა ანა გორდეზიანმა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფინანსური დავალიანებისა და მისი მოცულობის შესახებ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას განეკუთვნება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრაქტიკაში განსაკუთრებით ხშირია ამ მონაცემთა გასაჯაროება მოქალაქის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის გარეშე.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, მაგალითად, არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით, მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, კანონის დასაცავად მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა და ა.შ.

მონაცემთა უკანონოდ დამუშავების შემთხვევაში პირს შეიძლება მიადგეს როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანი, რადგან უარი უთხრან მომსახურების გაწევაზე.

 

ადვოკატ ანა გორდეზიანის განცხადებით, ასეთ დროს მოქალაქეებმა საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ გზებს უნდა მიმართონ:

„ასეთ დროს პირს უფლება აქვს, მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც განიხილავს განცხადებას და სამართალდამრღვევს გაფრთხილების ან ჯარიმის სახით პასუხისმგებლობას დააკისრებს. ჯარიმის ოდენობა დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით 100 ლარიდან 10 000 ლარამდე მერყეობს. ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში კანონის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ფინანსური სანქციის ოდენობა 2-ჯერ ან 3-ჯერ იზრდება“, -აღნიშნა გორდეზიანმა.

fuli_majoritari.jpg.926d8aac4fddb892d6e1b1aa15cf18cb.jpg

წყარო: cyc.ge


კი არ შეგიყვარდა, ასოციაციური, სიმბოლური, გამოცდილებისა და მიმდინარე მდგომარეობის კომპლექსური დამოკიდებულება გაგიჩნდა. © Estrella

Share this post


Link to post
Share on other sites

ამ თემაზე fulex.ge ს სტატიაში წავიკითხე და გარდა მაგეებისა პროცენტებიც იკლებს გონი და გართულდა სესხების აღება და...

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×