Jump to content
Sign in to follow this  
პითონი

მართვის მოწმობა

Recommended Posts

 

 

2013 წლის ბოლოდან, მოსახლეობას საშუალება ექნება, მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბაროს. 
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე გამოცდას ჩააბარებს ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, მას უფლება ეძლევა მართოს მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბარებს, მოქალაქეს უფლება აქვს მართოს როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი.

მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებამდე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა).

 

საიტი :  https://www.sa.gov.ge

 

თეორიული გამოცდის სავარჯიშო საიტები:
http://teoria.on.ge

http://martva.myauto.ge

 

პრაქტიკული გამოცდის ვიდეო:

 

 


 

გამოცდაზე გასვლის წინაპირობები:
1. იღებთ ბანკის სალაროში ქვითარს სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის 16ლარიანი ქვითარია დანარჩენი 57
2. გადაგიღებენ სურათს , მოგაწერინებენ ხელს. (თუ სათვალეს ხმარობ აუცილებელია სათვალეში გადაიღო სურათი)
3. გამოგიძახებენ და გადიხარ გამოცდაზე. 

* თუ გაქვს რაიმე ფიზიკური ნაკლი/დაზიანება რაც გარეგანი შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევია პირდაპირ ითხოვენ ფსიხოს(ფორმა ასი). წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით. დაზიანება/ნაკლში იგულისხმება სმენის , მხედველობის ნაკლებობა და სხვა ფიზიკური დაზიანებები.
(ფსიხოს(ფორმა ასის) აღება შეგიძლიათ თქვენი უბნის პოლიკნილიკაში 20-30ლარი ჯდება ასევე თუ რაიმე მოხდა და არ წაიღეთ ფსიხო რუსთავში შეგიძლიათ დალტო ტესტში ჩაჭრის შემთხვევაში რუსთავშივე აიღოთ რო იკითხოთ ყველა მიგასწავლით)

იმ შემთხვევაში თუ ხართ სტუდენტი ID_პირადობის მოწმობაზე უნდა გეწეროთ რომ ხართ სტუდენტი იმ შემთხვევაში ვერ ისარგებლებთ ფასდაკლებით
თუ ხართ სკოლის მოსწავლე აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის მოწმობა, დაბადების მოწმობის დედანი და თან გყავდეთ წაყვანილი დედა ან მამა და რაც მთავარია თქვენივე სკოლაში (ან ავტოსკოლიდან) მოცემული საბუთი რომ წარმატებულად გაიარეთ თეორიული მასალა 

+ სტუდენტები/მოსწავლეები იხდით პირველ ჯერზე 17ლარს ხოლო ჩაჭრის შემთხვევაში სტუნდეტები იხდით 57 ლარს, მოსწავლეები კი 41 ლარს.

 

ზღვრული ასაკი საჯარიმო ქულები / სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და ქვეკატეგორიები / “A და A1” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

 

ზღვრული ასაკი:

1.“A” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 24 წლის ასაკიდან (21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება);
2.    “B” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 17 წლის ასაკიდან;
3.    “C” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან;
4.    “D” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 24 წლის ასაკიდან;
5.    “BE” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან;
6.    “CE” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან;
7.    “DE” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 24 წლის ასაკიდან;
8.    “T” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 17 წლის ასაკიდან;
9.    “S” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან;
10.    “ტრამვაი”-ს კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან;
11.    “A1” ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 17 წლის ასაკიდან;
12.    “B1” ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 16 წლის ასაკიდან;
13.    “C1” ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან;
14.    “D1” ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან;
15.    “C1E” ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან;
16.    “D1E” ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან

საჯარიმო ქულები:

 

გამოცდის დაწყებამდე მძღოლობის კანდიდატს ენიჭება 100 ქულა აქედან 39ი ქულა შეგიძლიათ მოიხმაროთ როგორც გინდათ 61ია გამსვლელი

პრაქტიკულ გამოცდაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაბარებისას, მძღოლობის კანდიდატს ეკისრება საჯარიმო ქულა შემდეგი წესის მიხედვით:
5 საჯარიმო ქულა, ყოველ ჯერზე, თითოეული დარღვევისათვის, თუ დაირღვა:
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - „რვიანი“: 
ა) საგამოცდო ელემენტის დაწყებიდან მის დასრულებამდე ავტომობილმა არ უნდა შეწყვიტოს (გაჩერდეს) დასახული მიმართულებით მოძრაობა;
ბ) მძღოლობის კანდიდატს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე შეკრული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ღვედი;
10 საჯარიმო ქულა, ყოველ ჯერზე, თითოეული დარღვევისათვის, თუ დაირღვა:
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - პარალელური პარკირება:
ა) საგამოცდო ელემენტის შესრულების დაწყებისას, უკუსვლით მოძრავმა ავტომობილმა არ უნდა გადაკვეთოს შემოსაზღვრული უბნის გარეთ წინ და მარჯვნივ არსებული მონიშვნები;
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - ზიგზაგი:
ა) საგამოცდო ელემენტის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ უნდა შეწყდეს (გაჩერდეს) დასახული მიმართულებით ავტომობილის მოძრაობა;
ბ) საგამოცდო ელემენტის შესრულებისას აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - „ბოქსი ავტომობილის უკუსვლით დაყენება“ (უკუსვლით პარკირება): 
ა) უკუსვლით გადაცემის სიჩქარეში გადართვის შემდგომ, მანევრის დაწყებამდე ან მანევრის შესრულებისას, ავტომობილი არ უნდა დაგორდეს დასახული მიმართულების საპირისპიროდ 30-სმ-ზე მეტ მანძილზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“):
ა) საგამოცდო ელემენტის დაწყებისას, „სდექ“ ხაზიდან დაძვრისას, ავტომობილი არ უნდა დაგორდეს უკან 20 სმ-ზე მეტ მანძილზე;
და გამოცდის მსვლელობისას, მძღოლობის კანდიდატს არ უნდა დაუგორდეს ავტომობილი;
15 საჯარიმო ქულა, ყოველ ჯერზე, თითოეული დარღვევისათვის, თუ დაირღვა:
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - „პარალელური პარკირება“: 
ა) შემოსაზღვრულ უბანში შესვლისას, პარკირებისას, აგრეთვე შემოსაზღვრული უბნიდან გამოსვლისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ისე, რომ არ გადაკვეთოს ან/და არ შეეჯახოს შემოსაზღვრული უბნის მონიშვნებს; 
ბ) შემოსაზღვრულ უბანში პარკირების დასრულების შემდგომ მის გამოსვლამდე სავალდებულოა ავტომობილის ხელის მუხრუჭის გამოყენება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - „ზიგზაგი“:
ა) საგამოცდო ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს შუაში არსებული პირველი მონიშვნის (სადგარის) მარცხენა მხრიდან შემოვლით;
ბ) საგამოცდო ელემენტის შესრულებისას ავტომობილმა უნდა იმოძრაოს ზიგზაგურად, შუაში არსებულ მონიშვნებს (სადგრებს) შორის;
გ) „ზიგზაგში“ მოძრაობა უნდა განხორციელდეს ელემენტის საზღვრების (მონიშვნების) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - „შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი“ („მოძრაობის მიმართულების შეცვლა“):
ა) ელემენტის შესრულება უნდა დაიწყოს შემოსაზღვრული უბნის წინა მარჯვენა მხრიდან;
ბ) ელემენტის შესრულებისას, დადგენილი ტრაექტორიის შესაბამისად, წინ მიმართულებით მოძრაობა უნდა განხორციელდეს სიჩქარის გადაცემათა ერთჯერადი გადართვით; 
გ) ელემენტის შესრულებისას, დადგენილი ტრაექტორიის შესაბამისად, უკან მიმართულებით მოძრაობა უნდა განხორციელდეს სიჩქარის გადაცემათა ერთჯერადი გადართვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - „ბოქსი ავტომობილის უკუსვლით დაყენება“ (უკუსვლით პარკირება):
ა) შემოსაზღვრულ უბანში (ბოქსში) ავტომობილის უკუსვლით შესვლა უნდა განხორციელდეს უკუსვლით გადაცემის ერთჯერადი ჩართვით;
ბ) შემოსაზღვრულ უბანში (ბოქსში) გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მთლიანად მოექცეს შემოსაზღვრული უბნის (ბოქსის) შიდა არეალში. ავტომობილის შემოსაზღვრულ უბანიდან (ბოქსიდან) გამოსვლა უნდა განახორციელდეს მხოლოდ ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების შემდგომ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - „რვიანი“:
ა) „რვიანში“ მოძრაობა უნდა დაიწყოს შემოსაზღვრული უბნის მარჯვენა მხრიდან;
ბ)„რვიანში“ მოძრაობა უნდა დასრულდეს შემოსაზღვრული უბნის საწყისი მხარის პარალელური მარცხენა მხრიდან, შემოსაზღვრული უბნიდან ავტომობილის სრულად გამოსვლით;
გ) საგამოცდო ელემენტი უნდა შესრულდეს შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე;
დ) საგამოცდო ელმენტის შესრულებისას აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა;
ამასთან, მძღოლობის კანდიდატს გამოცდის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ უნდა გამოერთოს ავტომობილის ძრავი;
ავტომობილმა არ უნდა იმოძრაოს აწეული ხელის მუხრუჭით;
გამოცდის მსვლელობისას ელემენტების პარალელური პარკირებისა და აღმართზე მოძრაობის გარდა, არ უნდა იქნეს გამოყენებული ხელის მუხრუჭი;
20 საჯარიმო ქულა, ყოველ ჯერზე, თითოეული დარღვევისათვის, თუ დაირღვა:
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - პარალელური პარკირება:
ა)„პარალელური პარკირების“ უბანში გაჩერების შემდეგ ავტომობილი ისე უნდა იდგეს, რომ მისი გარეგანი კონტურები მთლიანად მოექცეს შემოსაზღვრული უბნის შიდა არეალში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - „შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი“ („მოძრაობის მიმართულების შეცვლა“): 
ა)ელემენტი უნდა შესრულდეს შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - „ბოქსი ავტომობილის უკუსვლით დაყენება“ (უკუსვლით პარკირება): 
ა) შემოსაზღვრულ უბანში (ბოქსში) უკუსვლით შესვლა უნდა განხორციელდეს გვერდით და უკანა მხარეს არსებული საზღვრების (მონიშვნების) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე;
ბ) შემოსაზღვრული უბნიდან (ბოქსიდან) გამოსვლა უნდა განხორციელდეს გვერდითი და უკანა მხარეს არსებული საზღვრების (მონიშვნების) ფარგლების გადაკვეთის ან/და მათთან შეჯახების გარეშე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“):
ა)საგამოცდო ელემენტის დასაწყებად, ავტომობილი უნდა გაჩერდეს აღმართზე „სდექ“ ხაზთან (მაგრამ არანაკლებ ხაზამდე ერთი მეტრისა);
ამასთან, საგამოცდო მოედანზე შუქნიშნის არსებობის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი უნდა დაემორჩილოს მის მოთხოვნებს;
დადგენილ საჯარიმო ქულასთან ერთად დამატებით 15 საჯარიმო ქულა, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის გაჩერებას თან ახლავს ძრავის გათიშვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - ზიგზაგი და რვიანი: საგამოცდო ელემენტის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ უნდა შეწყდეს (გაჩერდეს) დასახული მიმართულებით ავტომობილის მოძრაობა

სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და ქვეკატეგორიები:

1. სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: 
 ა) „A“ − მოტოციკლი; 
 ბ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს; 
 გ) „C“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; 
 დ) „D“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, აგრეთვე „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; 
 ე) „BE“ − „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს; 
 ვ) „CE“ − „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს; 
 ზ) „DE“ − „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს; 
 თ) „T“ – სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან; 
 ი) „S“ − საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან; 
 კ) ტრამვაი. 
 2. „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: :
ა) „A1“ − მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი); 
 ბ) „B1“ − მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი; 
 გ) „C1“ − ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; 
დ) „D1“ − მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; 
 ე) „C1E“ – „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს; 
 ვ) „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს. 

 

“A და A1” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება:

 

 „A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:
ა) პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები I კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ “A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე;
ბ) „B“ ან „ტრამვაის“ კატეგორიის ან/და “A1” ან „B1“, ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ “A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე.
2. „A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს: 
ა) 21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 
ბ) 24 წლიდან, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება.
3. „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება

1. „A1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:
ა) პირი მოიპოვებს – მართვის უფლების მისაღები I კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ “A1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე;
ბ) „B“, „BE“ ან „ტრამვაის“ კატეგორიის ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს – მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ “A1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე.
2. “A1” ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს 17 წლიდან.

 

რედაქტირებულია: პითონი მიერ
  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

A  კატეგორიის  აღება  მინდა   სად  ასწავლიან მოტოს   ისან-სამგორი -ს ტერიტორიაზე

Share this post


Link to post
Share on other sites
59 minutes ago, Daft Punk said:

A  კატეგორიის  აღება  მინდა   სად  ასწავლიან მოტოს   ისან-სამგორი -ს ტერიტორიაზე

ბრადცი, კვადროციკლი ბ1 კატეგორიაა?

და რითი განსხვავდება ბ და ბ1 კატეგორია, ანუ თეორიის გამოცდაში არის განსხვავება რამე?

Share this post


Link to post
Share on other sites
8 minutes ago, Katutu said:

ბრადცი, კვადროციკლი ბ1 კატეგორიაა?

და რითი განსხვავდება ბ და ბ1 კატეგორია, ანუ თეორიის გამოცდაში არის განსხვავება რამე?

თეორიას ერთს აბარებ , +-200 საკითხია , დიდი არაფერი
ნუ ჩემ დროს მასე იყო :nudie:

Share this post


Link to post
Share on other sites
2 hours ago, Katutu said:

ბრადცი, კვადროციკლი ბ1 კატეგორიაა?

და რითი განსხვავდება ბ და ბ1 კატეგორია, ანუ თეორიის გამოცდაში არის განსხვავება რამე?

ბ კატეგორიის ბილეთებში ურევია ბ1-ის საკითხებიც და მგონი ერთია 

Share this post


Link to post
Share on other sites
24 წუთის წინ, Tzeentch said:

https://goo.gl/ZMNryr
ფორუმ.ჯვი-ზე გადავაწყდი ამას საკაიფო კურსია აქედან ვსწავლობ თეორიას. 

თან რა სიმბოლურია - google drive :D

  • Haha 2

Share this post


Link to post
Share on other sites

@iForum არსებული ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება შემოდგომიდან დაიწყება.

აუფ, დაწყებული იქნება უკვე :( 

Share this post


Link to post
Share on other sites

@Katutu არა არ დაწყებულა :D:D არ ინერვიულო, პრაქტიკა ქალაქში თუ მოვასწარით პოსლე ნოვავა გოდაო და თუარა 2018 წლის გაზაფხული ზაფხულიდანო :)  ახლა გავდივარ კეც და არაფერია შეცვლილი, უპრავოდ  ვეღარ ვმოძრაობ ძაან აჩერებენ მოტოზეც და მანქანაზე :/

 

რომელს იღებ ?  B-B1 კატეგორიას ?

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

@ALF ჯერ არაფერს არ ვიღებ კაცო და იმის მანდრაჟები მაქ მოვასწრო იქამდე აღება სანამ მაგას დააწესებენ:დ

ბ1 მინდა ისე:up:

 

Share this post


Link to post
Share on other sites

@Katutu B კატეგორია აიღე, და ავტომატურად მოიცავს ეგ ბ1-ს, და 2ვე გექნება, ზუსტად არ ვიცი მარა ცალკე ბ1 ბარდება თუ არა ეგ საეჭვოა :დ კვადროსგვის გინდა თუ მცირე ტრაკტორისთვის თუ საიდუმლო არაა ?:jump: 

Share this post


Link to post
Share on other sites

@ALF მაგას ვფიქრობ მეც, ბარემ ბ ავიღო. ცალკე ბარდება ბ1 როგორც ვიცი, კვადროსთვის მინდა მარა ტრაქტორისტად თუ გავიჩითე არც მაგაზე მაქ პრობლემა:bis:

Share this post


Link to post
Share on other sites

 @Katutu აიღე ბ პირდაპირ 2მაგ მოგებაში დარჩები !  გყაავს კვადრო ?  მაგრად მევასება ყველანაირი ტრანსპორტი , ხელის "ტაჩკა"-დან დაწყებული  უზარმაზარი ვნედაროჟნიკებით დამთავრებული,  მოტოები ბურანები სკუტერები მარა აი კვადრო რაღაც ვერ რა :( მგონი ჩემშია პრობლემა :(

@Tzeentch  ვაკეში პიქსელის შენობაში 2 სართულზე არის  კურსები "გოუ" მართლა ტვინში ჩაგიდებს თეორიასაც და 5 პრაკტიკაში ჩაგაბარებინეს ( ეგ შედის ფასში ) და 85 გელა ღირს :დ 

 

პროსტა თავი ვერ მოვაბი გასვლას თორე დავ3ხეტები უპრავოდ :დ  მარა ბოლო დროს მოტოზეც დაიწყეს გაჩერება და მანქანაზე აღარაფერა ვამბობ :(

  • Like 1
  • Thanks 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×