Jump to content
sphere-ge

ბიტკოინის ქლაუდ მაინინგი - ქართული კომპანია

Recommended Posts

ვიყავი ქვემოთ, ბმულში მითითებული კომპანიის ოფისში. დავიწყოთ იქიდან, რომ კომპანია ზოგადად არც აპირებდა საქართველოზე "მუშაობას", უფრო უცხოეთზე იყო ორიენტირებული, თუმცა მაინცგადაწყვიტეს, რომ რახან ფერმები საქართველოშია, აქაც დაეშვათ ქლაუდ მაინინგი. აღნიშნული კომპანია არ არის ისეთი "უსაზღვრო" რესურსების, უფროსწორედ მუდმივი კონტრაქტების მქონე როგორც სხვაცნობილი უცხოური კომპანიები. თავიანთ ფერმას, რომელიც ქუთაისში აქვთ, თავისუფალ სავაჭრო ზონაში, აძლიერებენ, უკვე შეიტანეს ახალი მაინერები და დამონტაჟების პროცესი მიმდინარეობს. მთლიანობაში თავიანტი ფერმის სიმძლავრიდან გამომდინარე იქნება კონტრაქტების რაოდენობაც, რომელიც როგორც აქამდე, გაიყიდა და დაიხურა, ასევე ეხლაც მასე იქნება, მაქსიმუმ 1 თვეში დაიდებაახალი კონტრაქტები, რომლებიც შეზღუდული რაოდენობის იქნება, ანუ გაყიდვისთანავე შეწყდება (შემდგომ გაძლიერებამდე), მინიმალური კონტრაქტები იქნება 100GH/s-ზე (ფასი დამოკიდებული იქნებაბიტკოინის ფასზე). ერთი სიტყვით კონტრაქტები შეზღუდული რაოდენობის იქნება და ვინც მოასწრებს ყიდვას მოასწრებს ! ახალი კონტრაქტების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციისასმითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა წერილი მოხვდეს .. SPAM FOLDER-ში და ამიტომ შეამოწმეთ ხოლმე აღნიშნული ფოლდერი. ასევე უკვე აქვთმობილური ტელეფონის აპლიკაციის ბეტა ვერსია (google play-ზე შეგიძლიათ ნახოთ, თუმცა სრულად მალე ჩაეშვება და გვერდზე თავად დადებენ) ამ ერთი თვის განმავლობაში მოხდება გვერდის განახლება, კერძოდ: ინტერფეისი, საფულე (მათ შორის გადაცვლის ფუნქცია და სხვადასხვა კრიპტოვალუტის მხარდაჭერა, ყიდვა-გაყიდვა), ქართული ენა, კომპანიის თანამშრომლების წარდგენა, დამატებითი ფოტო დავიდეო მასალის განთავსება, ასევე კომპანია აპირებს ჩაუშვას ICO (მიმდინარეობს white paper-ზე მუშაობა და მოკლედ გავიგებთ მალე). არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ რაც კი შენიშვნა, თუნდაც რეფერალურსისტემაზე მიმიცია, გამოასწორეს, ანუ შენიშვნებისა და იდეებისთვის ღია არიან და არგუმენტირებულ შენიშვნასა თუ იდეას ღებულობენ ! ძირითადი აქცენტი აქვთ ბიტკოინის მაინინგზე, თუმცა შესაძლოადაამატონ სხვა კრიპტოვალუტაც, მოხდება ასევე ოფისის ცვლილება (მისამართიდან დაწყებული და ..), დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს ქუთაისში, თავიანთ ფერმაში შეტანილი ახალი მაინერებისმონტაჟი (აღნიშნულის ფოტო და ვიდეო მასალას დადებენ). ერთი სიტყვით პირველ ეტაპზე იმედგაცრუებული არ ვარ, თუმცა თავისთავად ველოდები ყოველივეს რაც ჩამოვთვალე, ფაქტია, რომმიმდინარეობს გვერდის განახლებები სხვადასხვა ფუნქციებით (უკვე დაამატეს Cold Wallet-, შემნახველი ანგარიშის იდენტური სერვისი, დახვეწეს რეფერალური სისტემის სორტირების ფუნქცია, ასევედამატებით მივეცი სხვადასხვა იდეა თუ შენიშვნა კიდევ უფრო მეტად დახვეწის კუთხით და ..).

7_ba.jpg

მინდა ხასგაზმით ავღნიშნო, რომ მე არ ვარ ამ კომპანიის არც თანამშრომელი, არც წარმომადგენელი, ამიტომ დამატებითი ინფორმაციის მიღებას გირჩევთ თავად კომპანიისგან ! ასევე იმედია ითვალისწინებთრისკებს (თუნდაც ელემენტარული იმას, რომ კრიპტოვალუტები შეიძლება გაუფასურდეს - რისიც არ მჯერა :D ). გისურვებთ ყველას წარმატებებს ! 

ესეც სარეგისტრაციო ბმული: რეგისტრაცია

მათი ე.წ. ფერმის ვიდეო: ვიდეო 

 

23800223_1994879007437745_5709416987198311170_o.jpg

ასევე გთავაზობთ კომპანიის წარმომადგენლის ინტერვიუს, რომელიც მან მისცა ინტერნეტ გამოცემა "მარკეტერს" (აღნიშნული ინტერვიუ შეგიძლიათ მოიძიოთ "მარკეტერის" გვერდზეც)

ქართული კომპანია კრიპტოვალუტაზე, რისკებსა და სამუშაო მექანიზმზე!
კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ფულით დაინტერესებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე. თემის აქტუალობამ კრიპტოექსპერტებისა და კონსულტანტების აუცილებლობა განაპირობა, ხოლო მაინინგი აქტიურად მოექცა საზოგადოების ინტერესის არეალში. ამ ყველაფრის პარალელურად, კრიპტოვალუტის გარშემო არის უამრავი კითხვა, რომელთაგან ხშირად დასმულ კითხვებს Bitforx-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ნიკა ცოტნიაშვილი პასუხობს.

M: რა მექანიზმით იქმნება კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტა უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ციფრული აქტივების ერთიანობა, რომელიც გარიგების ერთგვარი საშუალებაა. კრიპტოვალუტის ემისია და აღრიცხვა ემყარება კრიპტოგრაფიულ მეთოდებს, ციფრული ვალუტა არაა დაკავშირებული არც მწარმოებლურ ეკონომიკასთან, არც საბანკო კაპიტალთან. კრიპტოვალუტის შექმნა მარტივად რომ ვთქვათ ნებისმიერ პროგრამისტს შეუძლია, მისი შექმნა სირთულეს არ წარმოადგენს. სირთულე ვალუტის უკან არსებულ იდეაზეა დამოკიდებული, რაც სტიმულს აძლევს ხალხს ეს ვალუტა შეიძინონ, ინვესტიცია ჩადონ ან გამოიყენონ.

M: კრიპტოვალუტით დაინტერესებს ყოველდღიურად იზრდება, რა განაპირობებს ამას?

როგორც აღვნიშნე, უზარმაზარი შემოსავალი. მარტივად რომ ვთქვათ, ბიტკოინი რომ 2010 წელს 10$-ად გეყიდათ, დღეს 15 000$ გექნებოდათ, ამის უახლოესი მაგალითია Cardano. თუ კარდანოს 3 თვის წინ შეიძენდით 100$-ად დღეს 5000$ გექნებოდათ. მსგავსი მაგალითი უამრავია, ძირითადი ინტერესი სწორედ ამ სასწაულებრივ გზით გამდიდრების სურვილიდან მოდის.. მაგრამ არის მეორე კატეგორია, რომელსაც მიჩნია რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია ანუ ნებისმიერი სისტემის დეცენტრალიზებული მართვა, ჩვენი მომავალია.

M: ბევრში ციფრული ფული ეჭვს აღძრავს, ავხსნათ, რეალურად რას ეყრდნობა კრიპტოვალუტა და რა აძლევს მას “სიმყარეს”?

ეჭვები ყოველთვის იყო და არის. ხალხი კომპიუტერს, შემდეგ ინტერნეტს აკრიტიკებდა. თუ გადავხედავთ კრიპტოვალუტის მოწინააღმდეგეებს, ყველა 50 წელს გადაცილებული “ძველი ეკონომიკის სკოლის” ცენტრალიზებული მმართველობის მომხრეები არიან, ხალხი, ვინც ბანკის უკან დგას ვისაც არ აწყობს ამ მიმართულების ოდნავ მაინც განვითარება, ვინც მომავალს აფერხებს საკუთარი პირადი ინტერესების და შემოსავლების გამო. რაც შეეხება რისკებს, ყოველთვის არსებობს ლარის 10 დოლარამდე გაუფასურების საფრთხე, მას სიძლიერეს აძლევს ქართველი ხალხი, ვინც ლარს იყენებს, ზუსტად იგივე მიწოდება მოხოვნაზე დამოკიდებული პირდაპირპროპორციული პრინციპია კრიპტოვალუტების შემთხვევაში, მაგრამ აქ რამდენიმე ცვლილებაა, თუ მე მინდა ფული ჩემს რომელიმე ნათესავს გავუგზავნო ამერიკაში, უნდა მივიდე ბანკში, გადავიხადო პროცენტი და ველოდო რამდენიმე დღე, ბიტკოინის გადარიცხვის დროს კი მხოლოდ 15 წუთია საჭირო (შესაძლებელია დარიცხვისას 10$-ით მეტიც დაერიცხოს, თუ ფასის ცვლილება მოხდა ამ დროს).

M: საქართველოში პროცენტულად, ყველაზე მეტი ადამიანია დაინტერესებული სხვადასხვა ციფრული ვალუტით, ბევრმა ინვესტიციაც განახორციელა, რა განაპირობებს ამას?

ქართველებს ალაბათ ყველაზე მეტად გვაქვს სურვილი სწრაფი გამდიდრების, ერთ-რთი მთავარი პირობა სწორედ ესაა. საბედნიეროდ, ქართველებმა მალე დაინახეს პოტენციალი კრიპტოვალუტაში, ამასთან საქართველოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ყველაზე კარგი პირობებია. ამას დავუმატოთ არსებულ კანონთა თანხვედრა კრიპტოპოლიტიკის და მაინინგის მიმართულებით. რატომაც არა? ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა ასე ადრე რომ ჩავერთეთ.

M: რა წვლილი შეაქვს 4XCORP-ს ამ სფეროში?

4XCORP-მა საკმაოდ დიდი როლი იტვირთა, საქართველოს ბაზრის და საერთაშორისო ბაზრის სრულიად ახალი და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით. ძირითადად, ამ სფეროში არსებული კომპანიები საკუთარ მოგებაზე არიან ორიენტირებული, ამის საპირისპიროს ცდილობს კომპანია 4XCORP. მაინინგი Bitforx-ის საშუალებით ნებისმიერი მოქალაქისთვის შესაძლებელია, ინვესტიცია 20$-დან იწყება და ფაქტობრივად, უკვე ინდუსტრიის ნაწილი ხარ და საკუთარი ბიტკოინი დღიურად გერიცხება. გაქვს საკუთარი ონლაინ საფულე, სადაც დაცულად ინახავ საკუთარ კრიპტოვალუტას, ამას გარდა, რამდენიმე დიდ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც წელს დასრულდება.

M: რა რისკები არსებობს მაინინგის სფეროში?

კრიპტოსავალუტო დეცენტრალიზებულ ქსელში დარეგისტრირებისას, საკუთარი მძლავრი კომპიუტერით მონაწილეობ ვირტუალური ვალუტის მოპოვებაში (მაინინგში), მაინინგს საკმაოდ დიდი კომპიუტერული სიმძლავრე, რესურსები, ელექტროენერგია და ბევრი პრობლემა აქვს, ამიტომ საკუთარი მაინინგის აპარატურის შექმნა საკამოდ რთული საქმეა, რასაც ძირფესვიანი ცოდნა უნდა, რა თქმა უნდა, ყველას ეს შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ ამის საკუთესო გზა არის ქლაუდ მაინინგი, როდესაც რომელიმე კომპანიის კუთვნილ კომპიუტერის ძალას hashpower-ს ყიდულობ და იმის პროპორციულ შემოსავალს იღებ. სფეროში რამდენიმე დიდი მოთამაშე და ბევრი პატარა კომპანია ჩანს, მაგრამ პრობლემა დიდია, ამ კომპანიებზე ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება. არ აზიარებენ საკუთარი გუნდის სურათებს, ამ კომპიუტერების ე.წ “ფერმის” სურათებს, ვიდეოებს და ეს კომპანია, სადაც ინვესტიცია ჩადე, ხვალ რომ გაქრეს ვერაფერს ვერ იზამ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, ამ სფეროში არ არსებობს გარანტიები. ასევე შანსია იმ კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად შეიცვალოს.

M: რას საქმიანობს bitforx? როგორ დაუსაბუთებთ მკითხველს, რომ კომპანია სანდოა?

bitforx არის საკუთესო ადგილი საკუთარი ფინანსების შენახვისთვის ე.წ. ონლაინ საფულე, სადაც უსაფრთხოდ იქმნება საკუთარი კრიპტოვალუტა, საიდანაც ნებისმიერ დროს შეგეძლება გადარიცხვის განხორციელება სწრაფად და დაბალი ტარიფებით. bitforx ამასთან არის cloud mining კომპანია, სადაც შეგიძლია ინვესტიცია განათავსო და 1 წლის ვადით 250%-მდე მოგება ნახო. ეს მოგება, რა თქმა უნდა, გაიზრდება, თუ ბიტკოინის ფასიც გაიზრდება. ოფისი თბილისში გვაქვს მისამართზე, 12 Archil Kereselidze. სადაც ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და კონსულტაცია გაიაროს. კომპანია ყოველდღიურად აქვეყნებს ინფორმაციას ამ სფეროში არსებულ სიახლეებზე ფერმა გაქვს ქუთაისში.

M: როგორც ვიცით, ახალ აპლიკაციას ამზადებთ. რა იქნება პროგრამის ფუნქცია, ვის და როგორ შეუძლია მისი გამოყენება?

აპლიკაცია მზადაა უკვე და დაანონსებას ველოდებით. აპლიკაციას აქვს Wallet-ის ფუნქცია საკუთარი ბიტკოინის შენახვისა და სწრაფი გადარიცხვისთვის, ასევე bitforx-ის ანალოგია მაინინგზე არსებული სტატისტიკა და ინფორმაცია შეიძლება მოიპოვოთ, ყოველდღიურად მიიღოთ ინფორმაცია ფასის ცვლილებისა და საკუთარი დანარიცხების შესახებ, შეტყობინებების სახით. საკამოდ მოსახერხებელი და დახვეწილი აპლიკაციაა.

1_ba.jpg

რედაქტირებულია: sphere-ge მიერ

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×