Jump to content
Sign in to follow this  
Kitty

მისია - ,,კასინი-ჰიუიგენსი''

Recommended Posts

28079908_2047363552148845_1765645869_o.thumb.jpg.0419a49046840ab2cf43d4a77eb3f902.jpg

                                                                                                                                           2017.09.18

                                                                                                                                              ,,კასინი’’

მისია ,,კასინი-ჰიუიგენსი’’ (ჰიუიგენსი წარმოადგენდა ტიტანზე დასაშვებ ზონდს, NASA-ESA-იტალია) შემდგომში ,,კასინი’’, გაიგზავნა NASA-ს, ESA-ს (European Space Agency) და ASI-ს (Italian Space Agency) თანამშრომლობით, რათა შეესწავლათ პლანეტა სატურნი და მისი სისტემა, ასევე მისი რგოლები და ბუნებრივი თანამგზავრები. კასინი წარმოადგენდა ფლაგმანური კლასის კოსმოსურ ხომალდს. იგი იყო მეოთხე კოსმოსური ზონდი, რომელიც ესტუმრა სატურნს და პირველი, რომელიც შევიდა მის ორბიტაზე. სახელი ეწოდა ჯოვანი კასინის და კრისტიან ჰიუიგენსის საპატივცემულოდ.

სტარტის დროს ,,კასინის’’ მასა იყო 5710 კილოგრამი - 336 კილოგრამიანი საკვლევი მოწყობილობებით, 320 კილოგრამიანი ,,ჰიუიგენსითა’’ და 3130 კილოგრამი საწვავის ჩათვლით. კასინის სიგრძე შეადგენდა 6,7 მეტრს, ხოლო სიგანე - 4 მეტრს. აპარატი აღჭურვილი იყო 2 ძირითადი ძრავით, რომელთაგან ერთის გათიშვის შემთხვევაში იმუშავებდა მეორე. ,,კასინის’’ ძირითადი კომპიუტერი იყო IBM-ის ფირმის.

მისიამ სტარტი აიღო 1997 წლის 15 ოქტომბერს. ,,კასინი’’ აქტიური იყო შემდგომი 20 წლის განმავლობაში. 2004 წლის 1-ელი ივნისიდან იგი იქცა სატურნის პირველ ხელოვნურ თანამგზავრად და 13 წელი გაატარა პლანეტის ორბიტაზე, ამ დროის განმავლობაში იგი შეისწავლიდა პლანეტას და მის სისტემას.

,,კასინიმ’’ თავისი მოგზაურობის დროს ორჯერ ჩაუფრინა ვენერას 1998-1999 წლებში, ამის შემდეგ, 1999 წლის აგვისტოში დედამიწასთან ახლოს გაიარა, 2000 წლის ზამთარში მიუახლოვდა იუპიტერს და მისი ფოტოები დედამიწაზე გადმოსცა.

სატურნზე ,,კასინის’’ თავდაპირველი მისია გათვლილი იყო 4 წლის ვადით, 2004 წლიდან 2008 წლამდე, შემდეგ კიდევ გაგრძელდა 2 წლის ვადით, 2010 წლამდე. აღნიშნულ 2 წლის პერიოდში განხორციელებულ მისიას ეწოდა Cassini Equinox Mission, თუმცა მისია ამით არ დასრულებულა და გაგრძელდა მეორედაც, მაგრამ იგი წარმოადგენდა საფინალო მისიას, აღნიშნულს მოიხსენებდნენ როგორც Cassini Solstice Mission, რომელიც კიდევ 7 წელს გაგრძელდა 2017 წლის 15 სექტემბრამდე, რადგან აპარატი ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

,,კასინი’’ 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა კოსმოსში და ამ ხნის მანძილზე მეცნიერებს მრავალი მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩენინა, მაგალითად, ენცელადიდან ამოტყორცნილი წყლის ჭავლები,  შემდგომი დაკვირვებების შედეგად გაირკვა, რომ ეს წყალი ზედაპირისქვეშ დამარხული ოკეანიდან ამოდიოდა. ვარაუდობენ რომ აღნიშნული ოკეანე შეიცავს მიკრობებისათვის საჭირო ქიმიური ენერგიის წყაროს. ასევე აღმოჩენილ იქნა ტიტანზე არსებული მეთანის ზღვები, წვიმები, ტბები და მდინარეები.

დამასრულებელი მისიისას კასინის ანტენა დედამიწისკენ იყო მომართული. მან ჩაიფრინა სატურნსა და მის რგოლებს შორის და გადაღებული ფოტოები, ასევე ქიმიური და სხვა ტიპის ინფორმაცია დედამიწაზე გამოაგზავნა. ხომალდმა სატურნსა და მის რგოლს შორის პირველად 2017 წლის 26 აპრილს ჩაიფრინა.

 2017 წლის 15 სექტემბერს კასინი, 20 წლიანი ერთგული მუშაობის შემდეგ, სატურნის ზედა ატმოსფეროში შევიდა და ყველას დაგვემშვიდობა.

 

cassini-huygens_large.jpg.9af576e7fa74d988741f860b474b5f69.jpg

ფოტო-კრედიტი: Artist's impression of the Cassini-Huygens probe (NASA)

კასინი-ჰიუიგენსი.

PIA06096.thumb.jpg.06c0d58a71163083c14aec90e3a24e37.jpg

ფოტო-კრედიტი: NASA/JPL/Space Science Institute

სატურნის რგოლები - ფოტო გადაღებულია ,,კასინის'' სატურნის ორბიტაზე წარმატებული შესვლის შემდეგ. ხედი გვიჩვენებს რგოლების ბნელ მხარეს.

რედაქტირებულია: Kitty მიერ

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×