Jump to content
Sign in to follow this  
წიწკვი რაინდი

როგორ მოვწყვიტოთ ბავშვი მონიტორს და როგორ შევაყვაროთ კითხვა

Recommended Posts

kid-reading-book-illustration_59edb7fdb6b85.jpg.b02d92797a6365bcd43945f21c4c8ca2.jpg

სასკოლო არდადეგები ის პერიოდია, როცა ბავშვებს უამრავი თავის გასამართლებელი მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ წიგნი არ წაიკითხონ: აქეთ აუზი, პიკნიკები, იქით ტელევიზორი, კომპიუტერი, აიპადი... ბოლოს და ბოლოს, არდადეგებია, რა მოხდა, თუ ცოტას წაიზარმაცებენ!

სწავლა იწყება და წიგნის წასაკითხად დროის გამონახვა კიდევ უფრო რთული ხდება. საშინაო დავალება ყოველდღიურადაა მოსამზადებელი, კიდევ ფეხბურთი, ფორტეპიანო, ჭადრაკი და ასე შემდეგ.

აბა, ასეთ გადატვირთულ რეჟიმში როგორ უნდა მოახერხოთ და ბავშვს წიგნის წაკითხვის სურვილი გაუღვიძოთ? ან როგორ უნდა გააცნობიერებინოთ, რომ წიგნის კითხვა საშინაო დავალებისგან და სასკოლო ტესტებისგან აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის? როგორ უნდა აქციოთ წიგნის კითხვა მისთვის სასიამოვნო პროცესად?

პასუხი მარტივია - იკითხეთ! წიგნის კითხვა თქვენი დღის განრიგის განუყოფელ ნაწილად, ყოველდღიური საუბრის თემად აქციეთ. შეეცადეთ მონიტორები წიგნის ფურცლებით ჩაანაცვლოთ.

გთავაზობთ ბიბლიოთეკარებისა და განათლების დარგის ექსპერტების რამდენიმე რჩევას:

  • წაიკითხეთ თავად: აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის დაჯექით წიგნის წასაკითხად ბავშვებს შორის, არეულობასა და გარშემო მიმოფანტულ სათამაშოებში?! ბავშვები საოცრად ცნობისმოყვარენი არიან და თუ სწორად შეურჩევთ ლიტერატურას კითხვა ძალიან დააინტერესებთ, - ამბობს ერიკა კრისტაკისი, ბავშვების განათლების სპეციალისტი - უფროსები ვალდებულნი არიან, სკოლაშიც და სახლშიც ისეთი გარემო შექმნან, რომელიც ბავშვს წიგნის საკითხავად განაწყობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად უნდა იკითხონ და კიდევ, უნდა დაივიწყონ კომპიუტერი! აბა, დაფიქრდით, რატომ უნდა მოუნდეს ბავშვს წიგნის წაკითხვა, როცა მუდამ მონიტორზე თვალმიშტერებულ მშობელს ხედავს? თუ ბავშვი ხედავს, რომ თქვენ კითხულობთ და ამით სიამოვნებას იღებთ, დიდი ვარაუდით თვითონაც მკითხველად ჩამოყალიბდება. თანაც წიგნის კითხვა არც თქვენ გაწყენთ!
  • წაიკითხეთ ხმამაღლა: ბავშვისთვის წიგნის ხმამაღლა წაკითხვა მოზრდილ ასაკშიც არაა ზედმეტი - ამბობს ჯონ შუმახერი, სასკოლო ბიბლიოთეკების ელჩი. როდესაც შვილებს ხმამაღლა უკითხავთ, არა მარტო მის განვითარებას და განათლებას უწყობთ ხელს, არამედ ახლო კონტაქტსაც ამყარებთ მათთან და ართობთ კიდეც. გარდა ამისა, ერთგვარ „რეკლამას “ უწევთ საკუთარი სიამოვნებისთვის წიგნის კითხვას - ამბობს ჯეიმს ტრელიზი, განათლების ექსპერტი. ტრელიზი, რომელიც თავის შვილებს მეცხრე კლასამდე უკითხავდა წიგნებს, ამტკიცებს, რომ წაკითხულის მოსმენა საგრძნობლად ამდიდრებს ბავშვის ლექსიკურ მარაგს: როცა ესა თუ ის სიტყვა არასდროს მოგისმენიათ, მას არასდროს წარმოთქვამთ და არც არასდროს დაწერთ.
  • სისტემატიურად ესტუმრეთ წიგნის მაღაზიებს მაღაზიის თაროებს თუ გულდასმით დაათვალიერებთ, უამრავ საოცარ წიგნს აღმოაჩენთ (თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ბავშვის მიერ შერჩეული წიგნი მისი ასაკისთვის შესაფერისია, გაიარეთ კონსულტაცია მაღაზიის თანამშრომლებთან).
  • მიეცით ბავშვს საშუალება, დამოუკიდებლად შეარჩიოს წიგნები: კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც თავად ირჩევენ საკითხავს, უფრო მეტს კითხულობენ, - ამბობს კარენ მაკფერსონი - ტაკომა პარკის მერილენდის ბიბლიოთეკის ბავშვებისა და მოზარდების სერვისების კოორდინატორი. ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კვლევის თანახმად, ბავშვების დაახლოებით 80%-მა თქვა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ის წიგნი მოეწონათ, რომელიც თავად შეარჩიეს.
  • წაახალისეთ ბავშვი, რათა წიგნის მეორედ წაკითხვის სურვილი გაუჩნდეს: ნორჩ მკითხველებს არ უნდა ვაიძულოთ, მუდამ რაღაც ახალი იკითხონ, - ამბობს კრისტაკისი, - ერთ-ერთმა საუკეთესო მკითხველმა, რომელსაც ახლოს ვიცნობ, მთელი ბავშვობა „პატარა სახლის“ წიგნების სერიის კითხვაში გაატარა. ამთავრებდა და ისევ თავიდან იწყებდა. ალბათ ეს ციკლი 10-15 ჯერ მაინც გაიარა. ხანმოკლე შესვენებების დროს კი ჰარი პოტერის წიგნებს კითხულობდა.
  • მიეცით ბავშვს საშუალება, მისი ასაკისთვის შესაფერისი საკითხავი შეარჩიოს, ნუ დააძალებთ რთული ნაწარმოების წაკითხვას მხოლოდ იმიტომ, რომ ამით შემდგომ თქვენ იტრაბახოთ. ხშირად უფროსები ცდილობენ, ბავშვებს რთული ტექტის წაკითხვა აიძულონ. ამგვარი მეთოდი გაუმართლებელია, რადგან ბავშვმა წაკითხულიდან მხოლოდ ხუთი პროცენტიც რომ ვერ გაიგოს, ამან შესაძლოა ძალიან დააბნიოს და კითხვის სურვილიც კი დააკარგვინოს, - ამბობს კრისტაკისი, - მშობლებმა ბავშვს ისეთი წიგნი უნდა შეარჩევინოს, რომელიც მისი ასაკისთვის შესაფერისი და საკითხავად კომფორტული იქნება. წიგნმა ბავშვი არ უნდა დაძაბოს და გააღიზიანოს.
  • წიგნი მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა არ არის. სამზარეულოს რეცეპტების წიგნიც წიგნია, - ამბობს მაკფერსონი, - ასევე, კომიქსები და ისეთი მხიარული წიგნები, როგორებიცაა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი, თუნდაც რიპლის „გინდ დაიჯერეთ, გინდ არა... ჟურნალის, ალმანახის, ენციკლოპედიისა და ლექსიკონის წაკითხვითაც შეიძლება შეაბიჯო წიგნების სამყაროში.
  • იკითხეთ და მიირთვით მოაწყვეთ საგანგებო საუზმე, სადილი ან ვახშამი, როცა ოჯახის ყველა წევრს ექნება უფლება, ჭამის დროს წიგნი იკითხოს, - გვთავაზობს მაკფერსონი, - შეიძლება წიგნთან ერთად სადილობამ წყნარად ჩაიაროს, ან, პირიქით, ხმაურიანი გარჩევის თანხლებით - ორივე შემთხვევაში კითხვა განსაკუთრებულ მოვლენა იქნება.
  • ჩამოაყალიბეთ წიგნის კლუბი სამეზობლოში სულაც არაა აუცილებელი ყოველთვის განმარტოებულად იკითხოთ. მშვენიერი იდეაა მკითხველთა კლუბის შექმნა, ამგვარად კითხვა გასართობ ღონისძიებად იქცევა, თანაც ბავშვისთვის ცნობილი გახდება, რას კითხულობენ მისი თანატოლები.

როცა ბავშვი მეუბნება, კითხვა არ მიყვარსო, ვპასუხობ, რომ აუცილებლად ვიპოვი მის შესაფერ წიგნს - წიგნს, რომელიც მას მკითხველად აქცევს. - ამბობს დებორა ტეილორი, ენოქ პრატის ბიბლიოთეკის სკოლის სერვისების კოორდინატორი.

გახსოვდეთ, ბავშვს უნდა მისცეთ არჩევანის საშუალება - მან თავად უნდა იპოვოს ის წიგნი, რომელიც მკითხველად აქცევს.

 

წყარო: on.ge


კი არ შეგიყვარდა, ასოციაციური, სიმბოლური, გამოცდილებისა და მიმდინარე მდგომარეობის კომპლექსური დამოკიდებულება გაგიჩნდა. © Estrella

Share this post


Link to post
Share on other sites

ინტერესი უნდა გაუჩინო. ინტრიგა ბლა ბლა ბლა. პირველ რიგში კიდევ უნდა ხედავდეს რომ შენ კითხულობ.


ადინოკი მილჰაუსი. 

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩვენ როგორ დავუბრუნდეთ ძველ ჩვევას და სოციალურ ქსელებში ძრომიალის ნაცვლად ძირითადად წიგნის კითხვაზე როგორ გადავიდეთ, იმის ტუტორიალიც დადეთ.

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×