Jump to content
Sign in to follow this  
წიწკვი რაინდი

თუკი მაღაზიაში რაიმე გაგიტყდათ არც კი იფიქროთ რომ მისი საფასური გადაიხადოთ!

Recommended Posts

იღბლიანი ყოფილხართ, თუ კი არასოდეს არ გაგტეხვიათ ესა თუ ის "საქონელი" სუპერმარკეტში, რადგან მომხმარებლები ძალიან ხშირად ხვდებიან უხერხულ სიტუციაში იქ გატეხილი პროდუქციის გამო, რის შედეგადაც მისი ღირებულების გადახდა უწევთ. მსგავსი უხერხულობის მიზეზები შეიძლება ხალხის ნაკადი, იატაკის არასწორი ზედაპირი, თქვენი დაუდევრობა და სხვა ფაქტორები გახდეს. არავინ ვართ დაზღვეული, ამიტომ თუ შემთხვევით მსგავს სიტუაიციაში აღმოჩნდებით, ნუ წამოეგებით ანკესზე და ნუ გადაიხდით გატეხილი საქონლის საფასურს იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ არ გაგიტეხავთ, რადგან სამოქალაქო კოდექსში გარკვევით წერია: " პირი, რომელმაც გამოიწვია ზარალი, თავისუფლდება ზიანის ანაზღაურებისგან იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ზარალის გამომწვევი სხვა მიზეზები არსებობს".

e97f4c637280.jpg.824401cd2ec60a3e00695519cec3fd85.jpg

გაგიკვირდებათ და ის ფაქტიც ვერ აიძულებს ადმინისტრაციას გადაგვახდევინოს ზარალის საფასური, თუ იდაყვით, მხრით და ა.შ შევეხეთ ძვირადღირებულ სასმელს, რის შემდეგაც ის თაროდან გადმოვარდა და გატყდა, რადგან ამაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ადმინისტრაცია. მათ უნდა ჰქონდეთ შექმნილი საქონლისთვის უსაფრთხოების ზომები. როდესაც საქონელი დაცულია შესაბამისი თაროებით, მისი გადმოვარდნა მარტივი მიზეზებით ვერ მოხდება. ამიტომ, სრული უფლება გაქვთ თქვენს მიერ გატეხილი ნივთის მიზეზში დაადანაშაულოთ მაღაზია (სუპერმარკეტი და ა.შ), თუ:

● იატაკზე აგისრიალდათ ფეხი, რის გამოც დაეჯახეთ (პირობითად) ძვირადღირებულ ღვინოს და გაგიტყდათ.

● სუპერმარკეტის (მაღაზია და ა.შ) მთელი გასასვლელების ირგვლივ ყუთები და კოლოფები აწყვია, რაც გადაადგილებას აფერხებს.

● საქონელი არასტაბილურ და დაუცველ თაროზეა მოთავსებული.

● მაღაზიის ფართობი 100კვ.მ -ია და სტელაჟები განლაგებულია არანაკლდებ 1, 4 მეტრის დაშორებით. ასევე თუ მაღაზიის ფართობი 400კვ.მ-ია და სტელაჟები განთავსებულია არანაკლებ 2, 5 მეტრის დაშორებით.

30981b22a235.jpg.221d6c4078511f3611440643a35f459c.jpg

მაშასადამე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ანაზღაურებთ ზარალს, თუ თქვენი ბრალეულობა დამტკიცდა სასამართლოში. მანამდე კი იღებთ საჩივრების წიგნაკს და დეტალურად წერთ შიგნით მომხდარზე დროის ფიქსირებით. არ აქვს ადმინისტრაციას ამ დროს თქვენი დაკავების უფლება, პირიქით, სრული უფლება გაქვთ სამართალდამცავები გამოიძახოთ.

გახსოვდეთ, რომ საჭიროა იცოდეთ კანონები და კოდექსები, რათა ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დაიცვათ საკუთარი უფლებები.

 

 

  • Like 2

კი არ შეგიყვარდა, ასოციაციური, სიმბოლური, გამოცდილებისა და მიმდინარე მდგომარეობის კომპლექსური დამოკიდებულება გაგიჩნდა. © Estrella

Share this post


Link to post
Share on other sites

მე გამიტყდა 5 ცალი ნუტელა ჯიშმოტყნულ თაროზე იდო ერთი ავიღე და 5 გადმოყვა რა ჩემი ბრალი იყო ? გადავიხადე მარა რატო ?! :999:

Share this post


Link to post
Share on other sites
6 საათის ago, AVN said:

მე გამიტყდა 5 ცალი ნუტელა ჯიშმოტყნულ თაროზე იდო ერთი ავიღე და 5 გადმოყვა რა ჩემი ბრალი იყო ? გადავიხადე მარა რატო ?! :999:

არ უნდა გადაგეხადა სმარტ :drug:

Share this post


Link to post
Share on other sites

საინტერესოა საინტერესოა, მაგრამ მაგდენ ჩალიჩს თუ დრო არ გაქვს მიუგდე საფასური და წამოდი

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×