Jump to content
Sign in to follow this  
Kitty

ზურაბ იარაჯული

Recommended Posts


დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის დაბადების დღეა.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, 22 წლის ზურაბ იარაჯულმა, 44 საბრძოლო გაფრენა განახორციელა და საკუთარი მოიერიშე სუ-25-ით არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. 1993 წლის 13 ივლისს სოფელი შრომა მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ქართული სოფელი რუსული სამხედრო შენაერთებისგან უმოწყალოდ იბომბებოდა. საჭირო იყო სწრაფი და ეფექტური ქმედება. ამ დღეს ზურამ ერთი გაფრენა წარმატებით განახორციელა. მისმა ზუსტმა ქმედებამ საქართველოში შემოჭრილ მტერს უკან დაახევინა. თუმცა, მალევე შემოდის ინფორმაცია, რომ საჭიროა კვლავ მოქმედება. ზურაბ იარაჯული კოპიტნარიდან შევსებული შეიარაღებით აფრინდა. ეს მისი ბოლო, 45-ე საბრძოლო მისია აღმოჩნდა.
ზურა იარაჯულის სუ-25 მოიერიშეს რუსი სამხედრობის მიერ გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს „იგლადან“ გაშვებული სითბური რაკეტა მოხვდა. ცეცხლმოკიდებულისუ-25-დან ზურა იარაჯული პარაშუტით გადმოხტა. ქარმა პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიღო. სამი დღის განმავლობაში კატაპულტირებულიპილოტი მტრის ზურგიდან ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდა. მოწინააღმდეგესაც შეუმჩნევია, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მასზე გამალებული ნადირობა დაიწყეს. 
მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გუმისთის ტყეში აფხაზ სეპარატისტებს და ჩეჩენ მებრძოლებს ზურა იარაჯული ალყაში მოუქცევიათ. ზურას დანებება შესთავაზეს. სავარაუდოდ, დატყვევებულ პილოტს ტყვეთა გაცვლის პროცესში გამოიყენებდნენ - ამას დაპირდნენ კიდეც. ზურამ ტყვეობაზე უარი თქვა. მეტიც, მან მტერს მედგარი წინააღმდეგბა გაუწია და ორი მოწინააღმდეგე მოკლა, ერთი მებრძოლი დაჭრა. ასე გმირულად დაიღუპა კაპიტანი იარაჯული.

რედაქტირებულია: Kitty მიერ
  • Like 2

Share this post


Link to post
Share on other sites
On 2018-3-12 at 4:37 PM, Kitty said:

ზურამ ტყვეობაზე უარი თქვა. მეტიც, მან მტერს მედგარი წინააღმდეგბა გაუწია და ორი მოწინააღმდეგე მოკლა, ერთი მებრძოლი დაჭრა. ასე გმირულად დაიღუპა კაპიტანი იარაჯული

ოოო აი ასეთების აღარ მჯერა ხოლმე, რა საჭიროა ამეების გამოგონება, ყველა გმირია ვინც იცავს ან ამ დროში ერთ აგურს მაინც დებს ქვეყნის განვითარებისთვის.  ქვეყანას.


მარტოხელა მილჰაუსი. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×