Jump to content
Sign in to follow this  
springtaimas alteri

კატუტუს პოეზია

Recommended Posts

11 საათის ago, Ghost said:

@Katutu გეხუმრე ჩემზე უბედური ვერ იქნები აჯაჯაჯაჯა

ხო, ალბათ;)


ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites

ხვალ იქნება ამჟავებული სახეები

დილის საათებში თვალებით-საცეცებით მზეს რომ ეძებენ

სითბოს ეძებენ რომ მიეკრონ

და უშედეგოდ

ხვალ იქნება წარმტაცი დელირიუმი და ფეხაცდენა

ხვალ დამესიზმრება რეალური არსებობა

და დადგება მუნჯი მეფის სამეფოში ისევ დუმილი

მაგრამ მხოლოდ მისი

სხვანი კი მიზერული დიალოგებით დაკმაყოფილდებიან

რა ამაოა მათი სიცოცხლე

და გავცვლი მათში, ათას კაცში, ჩემს ნაწრთობ სულს

და ისევ დავრჩები სულცარიელი

სულ ცარიელი

გატეხილი ძველი ქვევრივით

გამოუსადეგარი

და მხოლოდ ისტორიას რომ შემორჩა


ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites

 

არ ხართ ღირსნი

 

რედაქტირებულია: Katutu მიერ

ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites

სემირამიდას ბაღებში შეტოპებულები მის ბნელ კუთხეებში ფსამენ

და მთვარე ისევ ისე ცივად ანათებს სველ გუბეებს

მე ვეუბნებოდი იყვნენ მართალნი და მათ გაცვალეს ბედნიერი ყოფა ტყუილში

ზღვა რომ ღელავს თევზები ნაპირს ეხეთქებიან

ზედა სართულებიდან გადმოტყორცნილი მზის სხივები ისევ მხვდება და მათ ვუღიმი

თუმც არასოდეს მყვარებია სურათის გადაღება

და დავდექი კამერის მიღმა

ცხოვრების გაღმა ნაპირზე ვზივარ ცივ სილაში ისევ და ვუყურებ მხიარული ბავშვების ჟრიამულს

და უფროსების სმა-ჭამად ქცეულ ბედნიერებას

დამხრჩვალ მოტივტივე გვამებს ჩემსკენ მოცურავეთ, რომ ვერ აიტანეს მხრებზე აღმართული ჩემი ტალღების ტვირთი

ისინი დადიან

ისინი ლაპარაკობენ

ისინი ხელებს იშვერენ

ისინი სვამენ

ისინი ჟიმაობენ

ისინი ცეკვავენ

მე ვიცი ის რაც მათ არ იციან

რაც არასოდეს იცოდნენ და ვერასოდეს გაიგებენ

ვერ ვეგუები იმ აზრს რომ ვერ ამოვთხრი მათ თვალებს რომ დავანახო როგორია ჩემი სამყარო

ვერ გავუპობ თავს რომ ვიგემო მათი ტვინი რომ გავხდეთ ერთნი მარადიულად

ვერ ამოვაძვრენ კანიდან რომ იგრძნონ როგორია ზიზღის შეხება

ვერ ჩავსახლდები მათი სულის ფითქინა კუთხეებში და ვერ დავაწერ მათ კედლებზე ჩემს შავ-ბნელ ლექსებს

 

 

 

რედაქტირებულია: Katutu მიერ

ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites

ყოფილ მეგობარს

ყელში გამეჩხირა შენი სინატიფე
სიზიფე შემარქვი, შენი ცოდვა დამაქვს
როგორ არ შემფერის გინება, წაგბილწე
როგორ არ მიხდება ეს გოდება, დამას
დამასწარი სიტყვა, დაგასწარი სიტყვა
ვიცი როგორ გინდა ყოველ ღამეს მსხვერპლი
ვიცი როგორ დადის ავტობუსი დღისით
ვიცი როგორ გიყვარს ტროტუარი სველი
გველის წიწილები შენს თვალებში ზიან
პირიდან აღმოგხდის არაქნების გროვა
არადა იცოდი რომ აყენებ ზიანს
არადა იცოდი ნაკბენს რომ მიტოვებ
ამ ქალაქის მოდელს, უტოპიად ქცეულს
ყოველთვის ვეტრფოდით, ჩვენ ორივე, თითქმის
როდესაც გარშემო ადამიანებზე
ფიტულებზე მეტი არაფერი ითქმის
როდესაც ქუჩებში გვხევდნენ ცალი თვალით 
როდესაც მეორით განგვსჯიდნენ პირღიად
მაშინაც ვეტრფოდით ამ აზრების ავლით
ჩვენ ვეტრფოდით ქალაქს, ქცეულს უტოპიად
ყელში გამეჩხირა სინატიფე შენი
სიზიფე შეგარქვი, დაგაქვს ჩემი ცოდვა
სიცილი ტირიფებს როგორც არ შეშვენის
ისე არ გიხდება ტყუილების ბოდვა

  • WoW 1

ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites
On 2018-12-1 at 1:54 AM, Katutu said:

მე ვეუბნებოდი იყვნენ მართალნი და მათ გაცვალეს ბედნიერი ყოფა ტყუილში

:up:


ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites
On 2018-9-22 at 1:24 AM, Katutu said:

და გავცვლი მათში, ათას კაცში, ჩემს ნაწრთობ სულს

და ისევ დავრჩები სულცარიელი

სულ ცარიელი

გატეხილი ძველი ქვევრივით

გამოუსადეგარი

და მხოლოდ ისტორიას რომ შემორჩა

same old story :up:


ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites

მესამედ ვნახე ცხოვრებაში ცისკრის ვარსკვლავი.

მოლურჯო ცაზე თეთრ სხივად მოხვდა თვალს,

მოკაშკაშე.

მთელმა ცხოვრებამ წინ გამიელვა და სათვალავი

რომ ამერია,

მერამდენედ 

თურმე ვყოფილვარ მე მოთამაშე.

ნიღბების ცვლაში გადაღლილმა,

ბოლოს რომ იყო,

ჩემს გაშიშვლებულ სულიერებას

აქციეს გვერდი.

ბოლოს რომ იყო,

მაშინ ცის ნაცვლად მე საწოლიდან

ბოლოს რომ იყო,

მე ცის ნაცვლად კედელს შევცქერდი.


ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites
Spoiler

თითქმის 7 წელი გავიდა ამ ფოტოდან..

მიხარია რომ შემომრჩა სამახსოვროდ..

აქ პირველად ვიცეკვე.... რომელიღაც ყლე ელექტრომუსიკის კონცერტზე ღია ცის ქვეშ

პირველად მოვწიე პარაოზიკში....

პირველად ვიგრძენი თავი ბედნიერად...

აქ ჯერ კიდევ 19-ის ვარ

მას შემდეგ, ალბათ ქვეცნობიერად, ისევ 19-ის მგონია თავი...

ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი ჩემი უბადრუკი ცხოვრების...

მაინც არაფერს ვნანობ

Spoiler

 

 

 

რედაქტირებულია: Katutu მიერ

ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites

2015

Just for the night, from friday thirteen. I'll be the one who passes through. Through curves of the salvation. Through all the pain i've ever seen. Just for the saturn day the next, i'll be the one who's searching for the nest. And all the rest who lies along the way, will be disappeared till dawn, while birds start flying, then start to crawl. Birds in the sky, ravens in my skin, worms in my mind, phoenix deep within.

-------------------

Scratching hands filled with disappointments. Getting tired of hanging on a tree of emotional vacuum. Trying to catch self-destruction but never long enough to reach.

____________

As the day comes to an end, you'll be the one who attends my loneliest thoughts. And as the night passes, i'll be the one who stays with my deepest words never to be said. That rainy days, they will never wash away the dirt from our souls.

____________

Worn out souls, traveling from the old roads to outer space. With worn out thoughts, flying through a piece of
mind. Introducing themselves from the very special angle. Forgetting about some simple things making them float over the ashes of a bunch of the dead tree branches. They can smile with pleasure and weep with roar simultaneously, because they know what's the value of life itself. And if they had eyes, they would shut them tightly to not to see all the grayness, swallowing surroundings. And if they had bodies, they would probably dance flamenco, dance of a distant passion and doubt. And if they had mouths, they would speak, loud and clear, telling lies like even they could believe every single false word they said.


ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites

რაც არ უნდა მოხდეს

არ უნდა დავემსგავსო მათ

თორემ ჩემი თავი შემზიზღდება

არ უნდა დავემსგავსო ადამიანებს

თორემ არსებობის სურვილი ჩამიკვდება

არსებობის სურვილი და ნათელი მომავლის იმედი

რა ამაზრზენია ადამიანთა მოდგმა საკუთარი სისუსტეებით

წარსულში ჩადენილ შეცდომებს მხოლოდ სუსტები ნანობენ

მე კი მივიღებ ამას როგორც კიდევ ერთ სასტიკ გაკვეთილს

ცხოვრება ის მასწავლებელია, რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი სკოლაში

გმირებზე და ბოროტმოქმედებზე ისტორიები ყოველთვის სისხლით იწერება

გლეხკაცის ცხოვრება ვის რაში აინტერესებს, ვინ უმღერებს დითირამბებს

ვინ იქნება მისი მემატიანე

არავინ

მსოფლიოს არ სჭირდება გაკვეთილები ერთი ჩვეულებრივი გლეხკაცისგან

არავის გარდა მისი შთამომავლობისა


ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites
On 2019-1-20 at 1:21 PM, Katutu said:

რაც არ უნდა მოხდეს

არ უნდა დავემსგავსო მათ

თორემ ჩემი თავი შემზიზღდება

არ უნდა დავემსგავსო ადამიანებს

თორემ არსებობის სურვილი ჩამიკვდება

არსებობის სურვილი და ნათელი მომავლის იმედი

რა ამაზრზენია ადამიანთა მოდგმა საკუთარი სისუსტეებით

წარსულში ჩადენილ შეცდომებს მხოლოდ სუსტები ნანობენ

მე კი მივიღებ ამას როგორც კიდევ ერთ სასტიკ გაკვეთილს

ცხოვრება ის მასწავლებელია, რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი სკოლაში

გმირებზე და ბოროტმოქმედებზე ისტორიები ყოველთვის სისხლით იწერება

გლეხკაცის ცხოვრება ვის რაში აინტერესებს, ვინ უმღერებს დითირამბებს

ვინ იქნება მისი მემატიანე

არავინ

მსოფლიოს არ სჭირდება გაკვეთილები ერთი ჩვეულებრივი გლეხკაცისგან

არავის გარდა მისი შთამომავლობისა

არ ვიცი კარგია თუ ცუდი

რომ ჩემ პროზა-პოეზიაში ჩადებული აზრი და არსი

მხოლოდ მე ვიცი 

რედაქტირებულია: Katutu მიერ

ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites
Guest
This topic is now closed to further replies.
Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×