Jump to content
Sign in to follow this  
springtaimas alteri

კატუტუს პოეზია

Recommended Posts

Spoiler

აქ მხოლოდ კატუტუს ლექსთა მოყვარულები ვპოსტავთ

შენ ხარ ოცნება
შავი ხვრელიდან ამოსული ხარ აფროდიტე
შენს ფეხებთან ვიშლები ატმოსფეროს ტალღებში
შენი სახეა რომ ანათებს მზეზე კაშკაშად
ვშიშობ რომ დამწვავ მაგ ალებით, ახლოს რომ მოვიდე
ფიქრად დამასკდი როგორც ცუნამი იაპონიას
შენი სილამაზის მორევში ვიძირები, ვკვდები მგონია
მომაპყარი შენი თვალები, გთხოვ მხოლოდ ამას
თმები მიგიგავს თეთრ მტრედის ბუმბულს, ასე ლამაზად
ქარი რომ აბნევს და კისერზე მელამუნება
კოჭებში გატყობ არ ხარ მორცხვი, მხოლოდ ბუნება
თუ შეგედრება, ისიც ანაზდად.

:love:

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

სექტემბრის ღამეს ნაძვის ტოტები
კვლავ ირხევიან ქარში ანაზდად
ფანჯრიდან ისმის მდარე ნოტები
ზაფხულს რომ ჟღერდა ასე ლამაზად

ჯერ კიდევ ილტვის მიწისკენ მთვარე
ჯერ კიდევ აფრთხობს ქუჩას სიმშვიდე
და მერამდენედ გზამ მე დამღალა
რომ ვერ მაჩვენა საით მივიდე

სახის ნაკვთებით დაობებული 
შევნატრი მზეს და თან ვემალები
დროით გადათლილ ხელისგულებზე
მიზის სითბო და მადევს ვალები

გავრბივარ, მომდევს უკან წარსული
ვჩერდები, აწმყო ლოდად მაწვება
წინ ვიხედები, რომ დაკარგული
ისევ ვიხილო ცრემლი ღაწვებზე

:confetti:

  • Love 1
  • Like 1
  • WoW 1

Share this post


Link to post
Share on other sites

@Katutu  ეგეც შენია ? :) 

Spoiler

ღრუბლებში კვნესის დემონის ქნარი,
და ფიქრებს ფანტავს ფერადი ქარი.
ლამაზ სიზმრებად იქცევა ღამე,
კვლავაც წავიდეთ, წავიდეთ სადმე!

იქ უკვდავება ჩვენთვის ვიპოვოთ,
ჩვენივე თავი ჩვენვე ვიგლოვოთ.
წავიდეთ სადაც აისი ბრწყინავს,
ხოლო დაისი სიცოცხლეს ყინავს.

ეს უკვდავება ასე ნანატრი,
რომელსაც ყველა მუდამ შეჰნატრის
არაფერია ტკივილის მეტი
დღეს მისმა ფლობამ დაგვასხა რეტი.

ეს ერთად ყოფნა ბედმა ინება
ჩვენი ერთობა მუდამ იქნება.
შენი წასვლით და ჩემი გაქრობით
დაიკარგება ჩვენი წალკოტი.

ერთად მივდივართ ეკლიან გზებზე
არავინ ფიქრობს შენზე ან ჩემზე.
გრძელი წარსული ნისლში ეხვევა
ჩვენი ოცნება ერთურთს ემთხვევა.

ჩვენ უკვდავებამ დაგვტოვა ყრმებად
მარად ნორჩებად და არა ბრმებად,
მაინც დაგვტოვეს, ბავშვები უღვთოდ
ფრენა ისწავლეთ! - ხელი გვკრეს უფრთოდ.

ვეღარ გაუძლო მისმა გონებამ
წინ ჩაიქროლა მთელმა ცხოვრებამ.
მან უკვდავება წამში უარყო
და შეუერთდა ჰადესს უნაკლო.

და დღეის იქით ვერავის ვიტან
გულით ვატარებ სისხლისფერ ტიტას,
გვერდით ვიყენებ შენს ლამაზ აჩრდილს
და ყვავილს გაწვდი ჯიბეში გაჩრილს.

 

მე. 2013წელი :D

 

  • WoW 1

Share this post


Link to post
Share on other sites
1 საათის წინ, ALF said:

@Katutu  ეგეც შენია ? :) 

  სპოილერის დამალვა

ღრუბლებში კვნესის დემონის ქნარი,
და ფიქრებს ფანტავს ფერადი ქარი.
ლამაზ სიზმრებად იქცევა ღამე,
კვლავაც წავიდეთ, წავიდეთ სადმე!

იქ უკვდავება ჩვენთვის ვიპოვოთ,
ჩვენივე თავი ჩვენვე ვიგლოვოთ.
წავიდეთ სადაც აისი ბრწყინავს,
ხოლო დაისი სიცოცხლეს ყინავს.

ეს უკვდავება ასე ნანატრი,
რომელსაც ყველა მუდამ შეჰნატრის
არაფერია ტკივილის მეტი
დღეს მისმა ფლობამ დაგვასხა რეტი.

ეს ერთად ყოფნა ბედმა ინება
ჩვენი ერთობა მუდამ იქნება.
შენი წასვლით და ჩემი გაქრობით
დაიკარგება ჩვენი წალკოტი.

ერთად მივდივართ ეკლიან გზებზე
არავინ ფიქრობს შენზე ან ჩემზე.
გრძელი წარსული ნისლში ეხვევა
ჩვენი ოცნება ერთურთს ემთხვევა.

ჩვენ უკვდავებამ დაგვტოვა ყრმებად
მარად ნორჩებად და არა ბრმებად,
მაინც დაგვტოვეს, ბავშვები უღვთოდ
ფრენა ისწავლეთ! - ხელი გვკრეს უფრთოდ.

ვეღარ გაუძლო მისმა გონებამ
წინ ჩაიქროლა მთელმა ცხოვრებამ.
მან უკვდავება წამში უარყო
და შეუერთდა ჰადესს უნაკლო.

და დღეის იქით ვერავის ვიტან
გულით ვატარებ სისხლისფერ ტიტას,
გვერდით ვიყენებ შენს ლამაზ აჩრდილს
და ყვავილს გაწვდი ჯიბეში გაჩრილს.

 

მე. 2013წელი :D

 

არის რაღაც გალაქტიონისებური

:boli:

Share this post


Link to post
Share on other sites
2 საათის ago, Katutu said:

სექტემბრის ღამეს ნაძვის ტოტები
კვლავ ირხევიან ქარში ანაზდად
ფანჯრიდან ისმის მდარე ნოტები
ზაფხულს რომ ჟღერდა ასე ლამაზად

ჯერ კიდევ ილტვის მიწისკენ მთვარე
ჯერ კიდევ აფრთხობს ქუჩას სიმშვიდე
და მერამდენედ გზამ მე დამღალა
რომ ვერ მაჩვენა საით მივიდე

სახის ნაკვთებით დაობებული 
შევნატრი მზეს და თან ვემალები
დროით გადათლილ ხელისგულებზე
მიზის სითბო და მადევს ვალები

გავრბივარ, მომდევს უკან წარსული
ვჩერდები, აწმყო ლოდად მაწვება
წინ ვიხედები, რომ დაკარგული
ისევ ვიხილო ცრემლი ღაწვებზე

:confetti:

:up:

  • Love 1

Share this post


Link to post
Share on other sites

წინააღმდეგი თუ არ იქნებით პირად პოეზია-დღიურად გამოვიყენებ ამ თებას :)

 

ЗАПИХНУ ТЕБЯ В ЛЕГКИЕ, ПОКА ДЫМ НЕ ЗАКОНЧИТСЯ
ЧЕРЕЗ ЛЕВОЕ В ПРАВУЮ, ЧРЕЗ МОЕ ОДИНОЧЕСТВО
ОПОЗДАВШИМ АВТОБУСОМ, И МЕТРО ЗАКРЫВАЕТСЯ
ПОКА ЧАЙ НЕ ОСТЫНЕТ, ТЫ В ГРЕХАХ МНЕ ПОКАЕШЬСЯ
ЗА МАЯКАМИ ПОГАСШИМИ ЗАКРУЖИТ СТАЯ ЧАЯК И
ДОБРЫХ СУТОК ПОЖЕЛАЮТ МНЕ, ОТЧАЯВШЕЙ
ЛЕВШИ И ПРАВШИ БУДУТ БРОДИТЬ ПОПЕРЕК БЕРЕГА
А ВСЕ НОРМАЛЬНЫЕ УЖЕ НА ДНЕ МОРЯ ПОКОЯТСЯ
ЗАНОВО БЕЛЫХ РАКУШЕК НЕ СБЕРЕГУ
К УХУ НЕ ПРИЛОЖУ, НЕ СМОГУ УСПОКОИТСЯ
СОЛНЦЕ В ЗЕНИТЕ, ВО МНЕ ЗЕНИТ, У МЕНЯ ЗЕНИТ
В ГОРОДЕ ШУМ, ВО МНЕ СЛОВА, У МЕНЯ ТИШИНА
НА СТЕНЕ ПОРТРЕТ, ВО МНЕ АНФАС, У МЕНЯ ПРОФИЛЬ
НА ПОЛУ КОВЕР, ВО МНЕ ВЕТЕР, У МЕНЯ СИЛА
В УГЛУ ОСТРО, ВО МНЕ ГЛАДКО, У МЕНЯ ГРУБО
НА ПОТОЛКЕ МЫСЛИ, ВО МНЕ ЗАВИСЛИ, У МЕНЯ КИСЛО
НА СТОЛЕ КОФЕ, ВО МНЕ ОКНО, У МЕНЯ СИГАРЕТЫ
НА КРОВАТИ ПЛЕД, ВО МНЕ СЛЕД, У МЕНЯ ТЕПЛО
НА ЖИЗНИ ПЯТНО, ВО МНЕ ГОВНО, НО У МЕНЯ ЕСТЬ ЕРШИК И ОТБЕЛИВАТЕЛЬ.

  • Love 1
  • WoW 1

Share this post


Link to post
Share on other sites

გუშინდელი ექსპრომწი

 

თვალებში ჩაბეჭდილი, ათასგზის ჩაგრული სულის ბოდვებად

მოსთქვამს გადარგული, მოკლული ფესვები, აღმაფრენამდე

მე არ მიმიღია ჩემი ბედისწერა, არ გადამიშლია კედლების ფენები

რომ არ დამენახა სისხლის ჩანჩქერებად მჩქეფარე გრძნობების ყალბი ელფერები

 ***

წამები წუთებად, წუთები მირიადებად, ოცნებადაკარგული მე ვიბადები

ვფეთქავ არითმიით, მითებად, წვალებად გადაშლილ ცხოვრების საზღვარს ვეახლები

ალმაზად მბზინავი უფსკრულის ბოლოში, უსასრულო ვარდნით ვიფრქვევი ალებად

მოგონილ წვალების ოთახში ჩაკეტილ, თავჩარგული ბავშვის ცოდვებს ვემალები

თვალები დავხუჭე, ხელები შევკარი, ფეხები დავტოვე ზურგსუკან ჭაობში

მეორმოცე ცდაზე ხელებზე მემთხვია, პატიებას მთხოვდა ასე რომ დავობლდი

მას არ გავეკარე, ცოდვებით გათხვრილი ბავშვიც გაეცალა ჩემგან, დავიღალე

მოგონილ წვალების ოთახში ჩამკეტა, ცოდვები გადმომცა, ყელზე თოკგამობმულს

მუხლებში ჩამარტყა, უფსკრულს გადავხედე, ზურგში ხელწაკრული, ვარდნისას ავმაღლდი

მაღლიდან დამხედა, მომღიმარი სახით ხელი დამიქნია შორიდან, ამდენად

სევდიანი სახე არ მენახა მანამ, სანამ თვითონ გავხდი ბავშვი, მერამდენედ.

 

 

 

  • Like 1
  • WoW 1

Share this post


Link to post
Share on other sites

იაპონური სცადე. -_- რაც დრო გადის უფრო და უფრო მომწონს იაპონური პოეზია.

 

Share this post


Link to post
Share on other sites
გამოქვეყნდა (რედაქტირებული)
31 წუთის წინ, dapa said:

იაპონური სცადე

ჰაიკუებს ვწერდი ადრე

უბრალოდ არ შემინახავს და არ შემომრჩა:up:

მაგასაც ხასიათი უნდა ერთგვარი

"ქუჩაში მარტოსულად მივაბიჯებთ

მე და ჩემი 18 წელი"

რაღაც მსგავსებს ვბოდავდი:facepalm:

რედაქტირებულია: Katutu მიერ

Share this post


Link to post
Share on other sites
2 წუთის წინ, Katutu said:

ჰაიკუებს ვწერდი ადრე

უბრალოდ არ შემინახავს და არ შემომრჩა:up:

მაგასაც ხასიათი უნდა ერთგვარი

"ქუჩაში მარტოსულად მივაბიჯებთ

მე და ჩემი 18 წელი"

რაღაც მსგავსებს ვბოდავდი:facepalm:

უფრო მაგარია ეგეთები. პატარებია და რო დავუკვირდი რამხელა ისტორიებს ყვება ეგეთი ლექსები. <3

  • Love 1

Share this post


Link to post
Share on other sites

@dapa რაფაზე მზეა

გრძელი სხივი ხელს ათბობს

ჩაიდანი ადუღდა.

 

მგონი დავიცავი ჰაიკუს კანონიკა:facepalm:

კი, ამით მომწონდა მეც, სამი სტროფია სულ და რამხელა აზრის ჩატევა შეიძლება:up:

  • Love 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ფარდას გადასწევს ლაჟვარდი
მზე გამოჩნდება ვერაგი
ვერას დააკლებს ქართველებს
ნაუთოვები პერანგი

:up:

  • Haha 2

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×