Jump to content

Recommended Posts

ამ თემის გახსნა დიდი ხანია მინდოდა და უბრალოდ ველოდებოდი იმ მომენტს რომ ჩემი წვერი გამხდარიყო იმ ზომის რომ ჩემ თავზე მესაუბრა როგორც წვერის მატარებელ ადამიანზე.

ჩემი წვერის ზომა თითქმის ასეთია

70f98c9ece29f0f0bceeb839dcdd3f08.thumb.jpg.0d276af06cca318b5917a3da391814ec.jpg

 

 

წვერის ტარება არის როგორც სტილი და კომფორტი , ასევე დისკომფორტი და უამრავი პრობლემა.

ჩემი პირადი გამოცდილებით, შევეცდები გარკვეული რჩევები, პრობლემის მოგვარების გზები და სხვადასხვა თემები მიმოვიხილო. ასევე მეგობრებო გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება :)

წვერის და ულვაშის ტარებისას აუცილებლად დაივიწყეთ საჯარო კვების დაწესებულებებში წვნიანის ჭამა :D უბრალოდ ულამაზოა :) ასევე მოგიწევთ დაივიწყოთ ჩამოსასხმელი ნაყინი, უბრალოდ მენდეთ რომ იმდენად მოუხერხებელი და არაჰიგიენურია რომ არ ღირს :D

ასევე სავალდებულია იხმაროთ წვერის მოვლის "კიტი" , ნაკრები რომელიც წვერის მოვლას გაგიადვილებთ !

წვერი სანამ პატარაა (1-3სმ) კარგია იხმაროთ ტახის ბეწვის სპეციალური ჯაგრისი, რომელიც მარტივად მოგაშორებთ მკვდარ ღერებს, გაუკეთებს თმის ძირებს მასაჯს და გააჯანსაღებს და ასევე ადვილად მიაჩვევთ და მისცემთ სასურველ ფორმას.

ასევე იქონიეთ პატარა მაგრამ ძალიან მჭრელი მაკრატელი ულვაშებისთვის , ტუჩის მიმდებარე ღერების გასასწორებლად , რადგანაც ძალიან შეგეშლებათ ხელი ჭამაში :)

რაც შეეხება ზეთებსა და ბალზამებს . რამდენადაც კარგია ზეთი და ბალზამი, იმდენად მოქმედებს სხვადასხვა თმის სტრუქტურაზე, პირადად ჩემზე ზეთი იწყებს თმის დახვევას (ისედაც მიდრეკილია და ხელს უწყობს ) მაგრამ კვირაში 1-2ჯერ ზეთის ხმარება სავალდებულოა, რათა თავიდან აიცილოთ წვერის გამოშრობა, მტვრევადობა და ყველაზე დიდი პრობლემა ბოლოჭამიები, რაც აზიანებს წვერს და არ აძლევს საშუალებას გაიზარდოს სიგრძეში.

ბალზამი არბილებს და აძლევს წვერს კარგ სურნელებას, ჩათვალეთ ეს არის გრძელვადიანი სუნამოს მსგავსი რამ , რაც წვერს არბილებს და კვებავს (რეკომენდაციას გავუწევ და არანაირად რეკლამას !!! ბეარდ.ჯი-ს ტყის წიწვების არომატიან ბალზამს).

რაც შეეხება წვერის დაბანას :

1) არასდროს დაიბანოთ წვერი უბრალო საპნით !!! გახდება ძალიან მტვრევადი, მშრალი უხეში და გამოიწვევს ცვენას :(

2) გამოიყენეთ ბუნებრივი, ბალახებზე დამზადებული ან თუ ფულის ეჯკონომიის ვარიანტია მაშინ 72% (უსუნო) სარეცხი საპონი , უსუნო ხაზგასმით იმიტომ რომ ამ საპონს აქვს საზიზღარი სუნი და წვერი ძალიან ამრტივად იკრავს სუნებს და ეს თქვენვე შეგაწუხებთ :)

3) აუცილებლად გადადეთ თანხა (გირჩევთ გამოწეროთ რადგანაც რა ფასსაც მისცემთ საქართველოში, იმ ფასად 2-3 მმაგი ოდენობის მოგივათ უცხოურ საიტებზე) წვერის შამპუნისთვის ნეიტრალური სუნით .

დაიბანეთ წვერი დილას ადრე სახლიდან გასვლამდე და კარგად გააშრეთ ფენით, და ფენი არ უნდა უბერავდეს ძალიან ცხელ ჰაერს, სასურველია თუ გაქვთ ჰაერის ტემპერატურის რეგულირებადიფენი (თბილი ცივი ცხელი ჰაერით) და თბილი ნაკადით და სავარცხლის აქტიური დახმარებით მიეცით ფორმა და დაალაგეთ წვერი სასურველი მიმართულებით.

ასევე დღის განმავლობაში თან ატარეთ ჯიბით პატარა სავარცხელი (სასურველია ხის ან არამაგნიტირებადი პლასტიკის) რადგანაც უბრალოდ საავრცხლები იმუხტება და არ მოგცემთ საშუალებას წვერი დაივარცხნოთ ნორმალურად. სავარცხლის ტარება იმიტომაა სავალდებულო რომ რაც უფრო ხშირად დაივარცხნით უფრო კარგ მასაჟს გაუკეთებთ თქვენი სახის კანს და წვერიც უფრო ხშირი და ჯანსაღI გახდება :)

ასევე ეწვიეთ თვეში ერთხელ მაინც სილამაზის სალონს სადაც იციან წვერის გაკრეჭვა და ფორმის მიცემა, იმ შემთხვევაშიც კი თუ წვერს იზრდით (გინდათ ატაროთ დიდი წვერი ) სიარული მაინც სავალდებულოა რათა გაგისწორონ ყელის და ლოყების მიმდებარე ტერიტორია, წვერი ლოყებზე ძალიან გამონაკლის შემთხვევაში იზრდება ერთ სიმაღლეზე და საჭიროა ამის დაცვა რომ ესთეტიურად ლამაზი შესახედი იყოს და უბრალოდ ბანჯგვლიან არსებას არ დაემსგავსოთ.

წვერის უპირატესობა არის ის რომ რეალურად ძალიან ცვლის ვიზუალს, პატარა ასაკის "ყმაწვილ" ბიჭებს აძლევს საშუალებას რომ მოიმატონ რამდენიმე წელი და ასევე სტილი. წვერით მამაკაცი უფრო სოლიდურად გამოიყურება (არა უბრალოდ მოზრდილით, მოვლა დიდ ასპექტს თამაშობს)

მინუსად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის რომ კვება ხდება რეალური პრობლემა, მოგიწევტ დაივიწყოთ წვნიანების გარეთ (რესტოანი, კაფე) ჭამა, ასევე ნაყინი (ეს ჩემი დიდი ტკივილია) და ვისაც გიყვართ შაურმა , რადგანაც თქვენი წვერი და სახე გახდება კეტჩუპისა და მაიონეზით მოსვრილი პალიტრა და ამის მოწმენდა და სუნის მოშორება დაბანის გარეშე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს :D

Man-Bun-with-Thick-Beard.jpg.17119d25437e16d6d8a8ab94f4849b77.jpgჩემი საბოლოო სიგრძე დაახლოებით ამ სტილის და ფორმის იქნება ^_^ და თმის ფორმა მისაღებია და ვაპირებ ვატარო ე.წ. mens bun ოღონდ ყოველგვარი გვერდებზე აპარსვების გარეშე , ნახევარი საქართველო როგორც დადის

 

 

  • Love 1
  • Like 2

Метафизическая тоска ....

i am 90% crap....

Share this post


Link to post
Share on other sites

@ALF კარგი თემაა :up:

ერთი კითხვა მაქვს ხვად:

როგორ უნდა დავირბილოთ 1-3 სანტიმეტრის მქონე წვერი? მოგეხსენება მოკლე წვერი ძალიან იჩხვლიტება :drug:

 


“ჩინეთში ადამიანს თავი გადაუნერგეს და ამ გამოქლიავებულებმა თმა ვერ გადამინერგეს” – ნიკა ქავთარაძე

Share this post


Link to post
Share on other sites

@რტახუნქ  1სმ მაინც იჩხვლიტება მარა შედარებით დაგირბილებს  ბალზამი :up:

ანუ სურათს აგიტვირთავ და მასეთი იყიდე და ხელზე შეიზილე ცოტა და მერე წვერზე შეიზილე და სავარცხლით დაიმასაჟე :D

ზეთი არ გინდა, ძაან მოკლე გაქვს და კანზეც შეგეზილება და აპრიალებული გექნება და მოგთხრის ნერვებზე :/ ნუ მე ტვინი მებდღვნებოდა და არ მსიამოვნებოდა მოკლე წვერზე ზეთი :D ცხიმიანი კანივით გაქვს რა, ანუ დაუბანელივით და ცოტა ბალზამი შეიზილო და დაირბილო ჯობია :) 

და + ბალზამიანი შამპუნი იყიდე კაი ხარისხის და მაგით დაიბანე და ეგეც დაგირბილებს 

 

received_2352226058128233.jpeg

  • Thanks 1

Метафизическая тоска ....

i am 90% crap....

Share this post


Link to post
Share on other sites

@რტახუნქ  და ასეთი ჯაგრისი სავარცხელი დაითრიე და იმით ივარცხნე თუ იზრდი 

received_2352247181459454.jpeg

რედაქტირებულია: ALF მიერ
  • Like 1

Метафизическая тоска ....

i am 90% crap....

Share this post


Link to post
Share on other sites
On 2018-4-4 at 8:40 PM, ALF said:

@რტახუნქ  და ასეთი ჯაგრისი სავარცხელი დაითრიე და იმით ივარცხნე თუ იზრდი 

received_2352247181459454.jpeg

სად იყიდე და რა ფასად?


სიგნაჩა არის ქვემოთ

 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

2 თვე ვიზარდე ჩემი მაქსიმუმი ეგაა , მაგ დროს უკვე იმხელაა წვერი ან უნდა შეეგუო წვეროსნობას ან გაიპარსო
ვიზუალური ესთეტიკის გარდა სხვა დანიშნულება არ აქვს უბრალოდ წვერს
ძალიან ბევრ დისკომფორტს გიქმნის დიდი წვერი ტემპერატურა,ჰიგიენა,ჭამის დროს და ა.შ

 

ესაა ჩემი მაქსიმუმი ალბათ 3-4 სმ იქნებოდა.

20180502_022429.jpg

რედაქტირებულია: AVN მიერ

Share this post


Link to post
Share on other sites

@BUFFALOBILL  მაჩუქეს ^_^  ბეარ.ჯი ზე ღირს 17-19-24-32 ლარი, ხარიახის და ზომის მიხედვით მარა 3-4 სმ სიგრძის იქით აზრი აღარ აქვს, დრეკადი ხდება და ზიღებამდე აღარ ჩადის , გრძელზე უკვე ხის ან არამაგნიტირებადი პლასტმასის სავარცხელი უნდა დაითრიო ^_^

პ.ს. განოწერას გირჩევ ყველა პონტში, 32 ლარიანი რო განოწერო 16 ლარი გიჯდება წონის ფულიანად და 1/2 უგებ :P

 

@AVN  2 თვის მერე იწყებს გაზრდას და ფორმის მიღებას წესივრად არადა :( არ უნდა მოგეპარსა :(

ნუ დისკომფორტზე გეთანხმები ყველა პონტში, ჭამა საშინელებაა წვერით :D  + სიცხეში კატასტროფაა  მარა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს :D  აი ჰიგიენა ცოტა ისეთი თემაა თუ წყალთან გიწევს მოხვედრა და სველ ხელს ჩამოისმევ ხოლმ3 სუნსაც იშორებს მარტივად (სიგარეტის მაგალითად) 

 


Метафизическая тоска ....

i am 90% crap....

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×