Jump to content
Sign in to follow this  
intel

კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

Recommended Posts

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ საჯარო განცხადებები გაკეთდა, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. 

„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რაც მას გააჩნია,“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა:

გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა. მან ეკონომიკის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაასახელა - მცურავი სავალუტო კურსის გამო, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, ჭარბვალიანობისა და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. კვირიკაშვილის თქმით, მიუხედავად ეკონომიკური წარმატებისა, ქვეყანაში ბევრი გაჭირვებული ადამიანია. 

„კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ურთულეს პირობებში ზრუნავს, რათა რამენაირად იშოვოს ლუკმა-პური საკუთარი ოჯახისათვის, საკუთარი შვილებისათვის და გადაირჩინონ თავი. ეს ასეა, მაგრამ ისიც აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, ამ ხალხისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა კიდევ ბევრი წლით გადავადდებოდა. ამის უფლებას მე არასოდეს მივცემდი ჩემს საკუთარ თავს. ვფიქრობ, რომ გუნდიც ძალიან მოტივირებული იყო ამ მიზნით მოქმედებისთვის,“ - გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის გადადგომა ნიშნავს, რომ მთავრობის შემადგენლობა ავტომატურად გადაყენებულია. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა ასევე 7 დღეში უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს. 

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან გუშინდელ შეხვედრაზე არაერთი საყვედური მიიღო. გარდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე დაინტერესდა ვისთან იყო შეთანხმებული კვირიკაშვილის მისვლა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, რა დროსაც პრემიერს აქციის მონაწილეები სტვენით შეხვდნენ და ბოთლებიც ესროლეს. ამ საკითხმა ივანიშვილის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია.

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, ივანიშვილ-კვირიკაშვილს შორის გუშინ საკმაოდ დაძაბული საუბარი შედგა, რა დროსაც ივანიშვილმა პრემიერს მოსთხოვა თანამდებობა დაეტოვებინა, რაზეც კვირიკაშვილისგან უარი მიიღო.

ივანიშვილი განსაკუთრებულად დაინტერესდა ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობით და იმით, თუ რატომ გაიზარდა ბოლო 1 წელიწადში ქვეყნის საგარეო ვალი. ყოფილმა პრემიერმა კვირიკაშვილს იმ დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, რომელიც სწორედ საგარეო ვალის აღებას და ამის საჭიროებას უკავშირდება.

...

რამდენიმე თვის წინ:

30 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უარყო გავრცელებული ცნობები მისი შესაძლო გადადგომის შესახებ: 

„მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელი მინიმუმ, არ დარეკავს, ამიტომ დაისვენონ. ასე ვთქვათ, მათი საცოდაობით აღარ ვარ. გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა", - განაცხადა სულ რაღაც 70 დღის წინ გიორგი კვირიკაშვილმა.

...

რა ხდება საინტერესოა!?:spy:

 

Share this post


Link to post
Share on other sites

სამტავრებო ცვლილებებია , კარგია განახლება ყოველთვის კარგია მივესალმები.

ისე დღევანდელი მთავრობა სწორად იქცევა სკამებს რო არ არიან ჩაბღაუჭებულები დემოკრატიის მაჩვენებელია :up: .

 

კვირიკას რაც შეეხება კაი პრემიერი იყო ჩემი აზრით არ უნდა გადამდგარიყო...

რედაქტირებულია: eL მიერ

 

რა დროშა მოგვცა ბელადმა , რა დროშა...

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×