Jump to content
Sign in to follow this  
Chorven

მირჩიეთ რა...

Recommended Posts

მოკლედ მეგობრებო... ახალი ვარ ამ ფორუმზე და რომ არ მოგატყუოთ აქაც იმიტომ დავრეგისტრირდი რომ ეს მინდოდა ვიღაცისთვის გამეზიარებინა..
ვარ სკოლის მოსწავლე (საპატრიარქოს სკოლაში ვსწავლობ) რომელშიც აქტიურად მიმდინარეობს დილის ლოცვები, პარაკლისები, ისწავლება საღვთო რჯული.. და საკმაოდ ინფორმირებულები ვართ რელიგიის შესახებ, აგიხსნით ოჯახის მდგომარეობასაც, შედარებით პატარა რომ ვიყავი დედას დავყავდი ტაძარში და აღსარებასაც ვაბარებდი, ვეზიარებოდი, მაგრამ ისე მოხდა რომ დედას შეექმნა ცუდი ურთიერთობა მღვდელთან და შეწყვიტა სიარული, თუმცა მე მეუბნებოდა რომ მე უნდა მევლო ტაძარში რასაც ვერ ვხვდებოდი და ახლაც არ მესმის რატომ უნდა უთხრა ადამიანს გააკეთოს ის რასაც თვითონ არ აკეთებ.. ასე თუ ისე ახლაც ამ სკოლაში ვსწავლობ და იყო რამდენიმე შემთხვევა როდესაც სკოლის მოძღვრის და ზოგადად სკოლის მიმართ პროტესტი გამიჩნდა რიგი მიზეზების გამო.. ერთ-ერთს მოგიყვანთ მაგალითად.. გადმოვიდა საჯარო სკოლიდან ბავშვი ჩვენს კლასში და ჩვენი საღვთო რჯულის მასწავლებელს კითხა ჯვრის წვერების შეერთების შედეგად რა მიიღებოდა ოთკუთხედი თუ სამკუთხედი... ამაზე საკმაოდ გაღიზიანდა მასწავლებელი და ეგრევე მოძღვარს დაუძახა იმის სათქმელად თუ 'როგორი აგდებული ლაპარაკი დაიწყო მოსწავლემ ჯვარზე' მღვდელმა დაიწყო მთელი სიმკაცრით ახსნა განმარტებებითა და შეშფოთებით რომ ეს რელიგიისა და ქრისტიანული სიმბოლის უდიდესი შეურაცხყოფა იყო და ასე იყო თუ ისე ის ბიჭი გააგდეს სკოლიდან (ათეისტური შეხედულებები აქვსო).. არადა წესით ზუსტადაც უნდა დაეტოვებინათ და თუ სურდათ ამ ბიჭის 'მოქცევა' ისე უნდა მოქცეულიყვნენ როგორც ქრისტიანული მოძღვრება გვასწავლის მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა...
ამავე მღვდელმა შარშან მოითხოვა ჩვენი სულიერი მოძღვრების ხელმოწერები იმის დასტურად, რომ ჩვენ ვართ მაზიარებლები და აქტიურად დავდივართ ტაძარში.. სამწუხაროდ რადგანაც მე არ დავდიოდი და ისე მოხდა რომ ჩემი მოძღვარი(რომელთანაც წლობით არ მივსულვარ) სხვა ტაძარში იყო გადასული მოვძებნე და მართლა შემრცხვა იმის რომ არ დავდიოდი.. და ასე მომიწია მისვლა და ამის ახსნა რომ მისგან ხელმოწერა მჭირდებოდა.. მომიწერა ხელი და მითხრა რომ იმ ასაკში ვიყავი, როდესაც უნდა აქტიურად დამეწყო სიარული ტაძარში.. და მკითხა ხომ ივლიო? ვუთხარი კიმეთქი.. მაგრამ იმდენი რამ მოხდა .. იმ პერიოდში პარალელურად ლექციებზეც დავდიოდი და ვერ ვახერხებდი სიარულს.. ახლა ამ ზაფხულს თითქოს, რაღაც მოხდა საშინელი სინდისის ქენჯნა მაქვს იმის გამო რომ ადამიანს დანაპირები არ შევუსრულე, რომ იმედი გავუცრუე, რომ არ ვარ აქტიური მაზიარებელი, მითუმეტეს როდესაც ისეთ სკოლაში ვსწავლობ.. ძალიან მრცხვენია და ამავდროულად თითქოს შინაგანი სიცარიელის განცდა მაქვს, რაღაც მაკლიასავით და ვფიქრობ ეს რელიგიაა.. დედას ვუთხარი ამის შესახებ და მითხრა , არ მინდოდა ძალით მეტარებინე მინდოდა შენთითონ გდომებოდა და მოთხოვნილება გქონოდა ტაძარში სიარულისო.. ძალიან მინდა მისვლა მაგრამ მრცხვენია.. რას მეტყვით.. :sad: უღრმეს მადლობას მოგახსენებთ თუ მირჩევთ მაინც რამეს...

Share this post


Link to post
Share on other sites

@Chorven აქ ყველა სატანისტები ვართ :yes: მე პირადად ბაფომეტს ვეთაყვანები. მოდი ჩვენს შეკრებაზე და კატას დაგაკლეინებთ :drug:

კაი ეხლა საქმეს რაც შეეხება. არავის წინაშე არანაირი ვალდებულება არ გაქვს. არც მამაოს წინაშე, არც მშობლების. მთავარია შენ რა გინდა. თუ ფიქრობ რომ ეკლესიაში უნდა იარო და ეს გჭირდება იარე. თუ ფიქრობ რომ სისულელეებს გიტენიან თავში სკოლაში მშობლებს თხოვე გადაგიყვანონ. მოკლედ არავის არ აქვს უფლება გაიძულოს რომ რაღაცა გააკეთო.

ჩემი პირადი დაკვირვებებიდან. მამაოების ოჯახ-სანათესაოში ან ფანატიკური რელიგიური მშობლების გაზრდილ ბავშვებზე უფრო ათეისტი და ღვთისმოძულე ნაროდი მე არ მინახავს))  

Share this post


Link to post
Share on other sites

@Chorven და რამდენი წლის ხარ?

რედაქტირებულია: uchaishere მიერ

"ეს ჩინელი ბავშვი მეუბნებოდა კოვზი არ არსებობსო, ხოდა თუ არ არსებობს მეთქი გადავარტყი იმ მელოტ თავზე და მორთო ღრიალი."

კიანუ რივზი

Share this post


Link to post
Share on other sites
1 საათის ago, Tzeentch said:

@Chorven აქ ყველა სატანისტები ვართ :yes: მე პირადად ბაფომეტს ვეთაყვანები. მოდი ჩვენს შეკრებაზე და კატას დაგაკლეინებთ :drug:

კაი ეხლა საქმეს რაც შეეხება. არავის წინაშე არანაირი ვალდებულება არ გაქვს. არც მამაოს წინაშე, არც მშობლების. მთავარია შენ რა გინდა. თუ ფიქრობ რომ ეკლესიაში უნდა იარო და ეს გჭირდება იარე. თუ ფიქრობ რომ სისულელეებს გიტენიან თავში სკოლაში მშობლებს თხოვე გადაგიყვანონ. მოკლედ არავის არ აქვს უფლება გაიძულოს რომ რაღაცა გააკეთო.

ჩემი პირადი დაკვირვებებიდან. მამაოების ოჯახ-სანათესაოში ან ფანატიკური რელიგიური მშობლების გაზრდილ ბავშვებზე უფრო ათეისტი და ღვთისმოძულე ნაროდი მე არ მინახავს))  

ჩემი ოჯახის წევრები არც ფანატიკოსები არ არიან, ზევითაც დავწერე დედამ მითხრა არ მინდოდა ძალით მეტარებინეო... უბრალოდ ჩემს სკოლაში არსებული სიტუაცია მაკვირვებს და ვხვდები, რომ ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ. თუმცაღა იმ ყველაფრის გამო, რომ გარშემო ადამიანები ფანატიკოსები და საშინლად, ხანდახან ზედმეტადაც კი მომაბეზრებლები არიან დემაგოგიით.. არ ვაპირებ ათეიზმსა და იმის სიძულვილს რამაც ეს სამყარო შექმნა.. უბრალოდ-გვწამს ღმერთი თუ არ გვწამს რაღაცნაირად - სიცოცხლე - ეს საჩუქარი მოგვეცა.. და უნდა მქონდეს პატივისცემა შემოქმედის მიმართ (იქნება ეს ვიღაცის თვალში წვერებიანი მოხუცი, თუ რაღაც ენერგია) ჩემთვის სამყაროს "ავტორი" შემოქმედია და ღრმა პატივისცემა მაქვს მის მიმართ.. მიუხედავად იმისა , რომ უამრავი კითხვები მებადება ..
მადლობა <3

Share this post


Link to post
Share on other sites
16 წუთის წინ, Chorven said:

15 ის

 

ქრისტიანული ლიტერატურა წაიკითხე. სინდისის გრძნობა თუ გაქვს მიდი და ჩააბარე აღსარება

უმარტივესია :up:


"ეს ჩინელი ბავშვი მეუბნებოდა კოვზი არ არსებობსო, ხოდა თუ არ არსებობს მეთქი გადავარტყი იმ მელოტ თავზე და მორთო ღრიალი."

კიანუ რივზი

Share this post


Link to post
Share on other sites
ახლახან, uchaishere said:

ქრისტიანული ლიტერატურა წაიკითხე. სინდისის გრძნობა თუ გაქვს მიდი და ჩააბარე აღსარება

უმარტივესია :up:

მარტივია, ალბათ..

Share this post


Link to post
Share on other sites

თემას არ ეხება, მარა ისე რა გაუჭირდა საპატრიარქოს გაპარტახებილი როა ეგ სკოლა, გული გაგისკდება კაცს რო შეიხედო, სხვა გარედამ უხილავვიაღლიშებზე არაფერს ვიძახი, რა გახდა ერთი რემონტი, მილიონებს აზიან და ბიზნესმენებზე არიან განაწყენებული არავინ რემონტს არ გვიკეთებსო )))) ეგ უნამუსოებე ეგენიო

Share this post


Link to post
Share on other sites
30 წუთის წინ, Chorven said:

უბრალოდ ჩემს სკოლაში არსებული სიტუაცია მაკვირვებს და ვხვდები, რომ ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ.

და რატომ არ ფიქრობ სკოლის შეცვლაზე? თუ შენი მშობლები რაციონალურად და ადეკვატურად აზროვნებენ როცა აუხსნი რაც ხდება გადაგიყვანენ სხვა სკოლაში. საერთოდ სრულფასოვნად გასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებს? უცხო ენები ისწავლება?

სიტყვებზე დარვინი, დიდი აფეთქება, ევოლუცია 30 მათრახია საჯაროდ სკოლის ეზოში ალბათ))

რედაქტირებულია: Tzeentch მიერ

Share this post


Link to post
Share on other sites
ახლახან, Tzeentch said:

და რატომ არ ფიქრობ სკოლის შეცვლაზე? თუ შენი მშობლები რაციონალურად და ადეკვატურად აზროვნებენ როცა აუხსნი რაც ხდება გადაგიყვანენ სხვა სკოლაში. საერთოდ სრულფასოვნად გასწავლიან საგნებს?

საგნები მართლა სრულფასოვნად ისწავლება, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორისაც კარგი დამოკიდებულებაა .. ზოგადად სიტუაციაა დადებითი (რელიგიურ ფანატიზმს თუ არ ჩავთვლით და იმას, რომ ამ სკოლის ფონზე ბავშვები რადიკალურად სხვანაირები არიან)

Share this post


Link to post
Share on other sites
7 წუთის წინ, Chorven said:

თუ არ ჩავთვლით და იმას, რომ ამ სკოლის ფონზე ბავშვები რადიკალურად სხვანაირები არიან)

სხვანაირები რა მხრივ? არის ბულინგი და დამცირებები ბავშვებში? დირექცია არ აქცევს ყურადღებას?

Share this post


Link to post
Share on other sites
1 წუთის წინ, Tzeentch said:

სხვანაირები რა მხრივ? არის ბულინგი და დამცირებები ბავშვებში? დირექცია არ აქცევს ყურადღებას?

ბულინგი რათქმაუნდა არის მასწავლებლებსაც და დირექციასაც აქვს წვდომა და ინფორმაცია ამის შესახებ.. ვიგულისხმე ის , რომ წესით ასეთ სკოლებში უფრო განსხვავებული უნდა იყოს მოსწავლის თვითშეგნებისა და შინაგანი მოწოდების ხარისხი (როგორც ამას სკოლის დირექცია ამბობს) მაგრამ არაფრით განვსხვავდებით ჩვეულებრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან, რომლებისთვისაც თუნდაც ბულინგი სამწუხაროდ ყოველდღიური მოვლენაა.
რიგით და წესით ასეთ სკოლაში უფრო უნდა იყოს გააზრებული ადამიანის იდენტობისა და პირადი თავისუფლების შეგრძნება და აღქმა.(მოსწავლეებს შორის ვგულისხმობ)

Share this post


Link to post
Share on other sites
24 წუთის წინ, Tzeentch said:

უცხო ენები ისწავლება?

სიტყვებზე დარვინი, დიდი აფეთქება, ევოლუცია 30 მათრახია საჯაროდ სკოლის ეზოში ალბათ))

კი ინგლისური და რუსული :) ბერძნულიც სხვათაშორის
მათრახი და სახაზავი ნამდვილად არ არის.. :დ უბრალოდ აშკარად ვხვდებით რომ ჩვენს მიერ სრულიად ლოგიკურ კითხვებზე რაც ბავშვს შეიძლება დაებადოს რელიგიის გარშემო პასუხები ყოველთვის დაუსაბუთებელია
ალბათ თვითონაც არ აქვთ პასუხი.. ალბათ თვითონაც ქონდათ კითხვები და მათთვისაც დღემდე პასუხგაუცემელია..

რედაქტირებულია: Chorven მიერ

Share this post


Link to post
Share on other sites

@Chorven ბულინგს რაც შეეხება გამიკვირდა. ესეიგი "უზნეო" კითხვებზე ბავშვებს სკოლიდან აგდებენ და თანატოლების დამცირებაზე თვალს ხუჭავენ :facepalm:

მთელია რელიგია ერთი დიდი "უბრალოდ ესეა და ზედმეტ კითხვებს ნუ დასვამ" არის ასე რომ ან ამ ყველაფერს იღებ როგორც გაწვდიან ან ხარ ურწმუნო. სხვა ვარიანტი არაა))

Share this post


Link to post
Share on other sites

@Chorven 
ზოგადად რწმენას ვერავინ ჩაგინერგავს, ღმერთის ან გწამს ან არ გწამს, არარსებობს ურწმუნოებიდან მოქცეული ხალხი

ძალით აღსარებების ჩაბარებას და სკოლაში სიარულს აზრი არაქვს, ჯობია აღიარო შენს თავთან რომ არ გწამს , ვიდრე საკუთარი თავი მოატყუო, ღმერთის არსებობის შემთხვევაშიც ასე უფრო სწორად მოიქცევი, ვიდრე უბრალო ფანატიკური რწმენაა

საჯარო სკოლაში გადადი, დრო დაუთმე რელიგიურ ნაწარმოებებს, წაიკითხე ბიბლია,ყურანი, გაეცანი ბუდიზმს, (სულ 5 წიგნადაა მგონი გაყოფილი) ასევე წაიკითხე ავტობიოგრაფიული წიგნები, სადაც ნახავ სხვების დამოკიდებულებას და არჩევანს რელიგიასთან დაკავშირებით
:up:
 

Spoiler

სგ სგ, აიფორუმის აკრედიტებული ფსიქოლოგი ვიბაზრე :down1:

 


f a c e  s t i l l  b a r e s   t h e   s c a r 

Share this post


Link to post
Share on other sites
ახლახან, Tzeentch said:

@Chorven ბულინგს რაც შეეხება გამიკვირდა. ესეიგი "უზნეო" კითხვებზე ბავშვებს სკოლიდან აგდებენ და თანატოლების დამცირებაზე თვალს ხუჭავენ :facepalm:

მთელია რელიგია ერთი დიდი "უბრალოდ ესეა და ზედმეტ კითხვებს ნუ დასვამ" არის ასე რომ ან ამ ყველაფერს იღებ როგორც გაწვდიან ან ხარ ურწმუნო. სხვა ვარიანტი არაა))

ხო.. სამწუხაროდ..

Share this post


Link to post
Share on other sites
4 წუთის წინ, HyT said:

@Chorven 
ზოგადად რწმენას ვერავინ ჩაგინერგავს, ღმერთის ან გწამს ან არ გწამს, არარსებობს ურწმუნოებიდან მოქცეული ხალხი

ძალით აღსარებების ჩაბარებას და სკოლაში სიარულს აზრი არაქვს, ჯობია აღიარო შენს თავთან რომ არ გწამს , ვიდრე საკუთარი თავი მოატყუო, ღმერთის არსებობის შემთხვევაშიც ასე უფრო სწორად მოიქცევი, ვიდრე უბრალო ფანატიკური რწმენაა

საჯარო სკოლაში გადადი, დრო დაუთმე რელიგიურ ნაწარმოებებს, წაიკითხე ბიბლია,ყურანი, გაეცანი ბუდიზმს, (სულ 5 წიგნადაა მგონი გაყოფილი) ასევე წაიკითხე ავტობიოგრაფიული წიგნები, სადაც ნახავ სხვების დამოკიდებულებას და არჩევანს რელიგიასთან დაკავშირებით
:up:
 

  სპოილერის ჩვენება

სგ სგ, აიფორუმის აკრედიტებული ფსიქოლოგი ვიბაზრე :down1:

 

მადლობა რჩევისთვის <3

 

5 წუთის წინ, HyT said:

ღმერთის ან გწამს ან არ გწამს, არარსებობს ურწმუნოებიდან მოქცეული ხალხი

თუმცაღა ფანატიზმისგან განთავისუფლებულებიც იშვიათად მინახავს.

Share this post


Link to post
Share on other sites
1 წუთის წინ, Chorven said:

თუმცაღა ფანატიზმისგან განთავისუფლებულებიც იშვიათად მინახავს.

:up:
ნებისმიერ თემაზე კამათიც მასეა, აზრს არავინ იცვლის :down1:
:facepalm:

  • Like 1

f a c e  s t i l l  b a r e s   t h e   s c a r 

Share this post


Link to post
Share on other sites
7 საათის ago, Chorven said:

უღრმეს მადლობას მოგახსენებთ თუ მირჩევთ მაინც რამეს...

მიუხედავად იმისა ტროლი ხარ თუ ნამდვილად 15 წლის ახალგაზრდა ვისაც რჩევა სჭირდება, სერიოზულ პასუხს გაგცემ, რჩევას არა.

პატარა პრეამბულა.

თავად ბაღის ასაკიდან გახლავარ ათეისტი, ამავდროულად ვიზრდებოდი რელიგიურ და ეკლესიურ ოჯახში (ვერ ვიტყვი რომ ფანატიკოსები იყვნენ/არიან, უფრო ფარისევლები). ეკლესიაში სიარული, მოძღვარი, ლოცვები ძილის წინ ჩემი ჩვეული რითმი იყო რადგან მათ დამაზეპირებინეს და "ასეა საჭირო" სიტყვებით ასე ვიზრდებოდი ინერციით, რადგან საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა საჭიროა ეს ყველაფერი, შუამავლები, ეკლესიები, ნათლობები, სანთლები, მარხვები ლოცვები, სულ იმას ვფიქრობდი თუ ადამიანს გწამს რაიმესი, შენთვის უნდა გწამდეს, სულის სიღრმეში, და არა სხვის დასანახად და არც რაიმე ეკლესიური კანონებსაც უნდა მიჰყვებოდე. + ამას სკოლაში რელიგიის გაკვეთილებიც გვქონდა და ცალკე სამლოცველო ოთახი (ჩემს დროს იყო), სადაც ყოველდღე უნდა მივსულიყავით და გველოცა + ხატზე გვეამბორა (თუ როგორ არი, მე კატეგორიულად არ ვმონაწილეობდი ამ ამბებში). ახლა რისი თქმა მინდა:

პირველი: ზოგადად კითხვების დასმა ნორმალურია. მითუმეტეს ამ ასაკში, და მითუმეტეს ამ თემაზე. ბავშვი რომ გარიცხეს ჩვეულებრივი მათემატიკური კითხვისთვის (არ აქვს მნიშვნელობა სერიოზულად დასვა თუ არა ეს კითხვა), არის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი რაც შენ მიიღე მართლმადიდებლებისგან, კერძოდ: არ დასვა კითხვები. იწამე ბრმად. პატივი ეცი ბრმად. დაიჯერე ბრმად. კითხვას დასვამ/გამოავლენ ცნობისმოყვარეობას/ჩართავ ლოგიკას - ხარ ქრისტესმოძულე, ათეისტი, სატანისტი და ა.შ. ამიტომ მადლობა უთხარი შენს სკოლას ალბათ პირველი სასარგებლო გაკვეთილისთვის.

მეორე:

7 საათის ago, Chorven said:

საშინელი სინდისის ქენჯნა მაქვს იმის გამო რომ ადამიანს დანაპირები არ შევუსრულე, რომ იმედი გავუცრუე, რომ არ ვარ აქტიური მაზიარებელი, მითუმეტეს როდესაც ისეთ სკოლაში ვსწავლობ..

მეორე ცხოვრებისეული გაკვეთილი: არავის წინაშე არ ხარ ვალდებული, მითუმეტეს არ ხარ ვალდებული რომ იყო აქტიურად ჩართული ეკლესიაში მხოლოდ იმიტომ რომ 'ასეთ' სკოლაში დადიხარ. ეკლესიაში უნდა იყო ჩართული სურვილით და არა ვალდებულებით.

მესამე:

7 საათის ago, Chorven said:

თითქოს შინაგანი სიცარიელის განცდა მაქვს, რაღაც მაკლიასავით და ვფიქრობ ეს რელიგიაა..

ეს ფრაზა დაზეპირებულ ფრაზას ჰგავს ეკლესიის მსახურების, რასაც ბავშვს უდებენ ხოლმე თავში. აქ მთავარი კითხვაა შენ გგონია ასე, თუ დაგაჯერეს? პირველ შემთხვევაში გირჩევდი შინაგანი სიცარიელის უფრო რაციონალურ მიზეზს ჩაძიებოდი, მაგ. რამდენად მოქმედებს გარემო შენზე, სკოლა, ოჯახი, და პრობლემას უფრო ღრმად ეძიე. რელიგია არ ავსებს სიცარიელეს, სიცარიელეს ავსებენ მეგობრები, ოჯახი და შენი თავი. (ეს არის ჩემი აზრი), შენ კი უნდა ჩაუღრმავდე სიტყვე რელიგიას, რა აქვს რელიგიას ისეთი რასაც ვერ მოგცემს სხვა დანარჩენი.  მეორე შემთხვევაში თუ დაგაჯერეს ის რომ რელიგია გამოსავალია, ამ სიტუაციაში მგონი თვითონ უნდა დაფიქრდე, არ ჩანხარ სულელი ბავშვი :up:

მეოთხე:

7 საათის ago, Chorven said:

არ მინდოდა ძალით მეტარებინე მინდოდა შენთითონ გდომებოდა და მოთხოვნილება გქონოდა ტაძარში სიარულისო..

ამაში დიდი პლიუსი დედაშენს როგორც მშობელს, გიტოვებს არჩევანის უფლებას და არ გაძალებს. უნდა დაუფასო. და ისე გააკეთო როგორც საჭიროდ ჩათვლი.

დასკვნა

ათეისტობისკენ არ მოგიწოდებ ;) მოგიწოდებ გააკეთო ისე როგორც შენ გესიამოვნება და შენ გაგიხარდება. არავისთან არ ხარ ვალდებული, კითხვები ყოველთვის უნდა დასვა, მთელი ცხოვრების მანძილზე, არ დაკარგო ცნობისმოყვარეობა, მხოლოდ ეს განგავითარებს როგორც ადამიანს, პიროვნებას. ბიბლია წაგიკითხავს? ბიბლიის წაკითხვის შემდეგ ეკლესიაში სიარულის სურვილი უმალ გაგიქრება, მაგრამ რწმენა დაგრჩება.

ამაზე მოვრჩები და წარმატებები:up:

  • Like 1
  • Thanks 1

ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×