Jump to content
Sign in to follow this  
Chorven

მირჩიეთ რა...

Recommended Posts

18 საათის ago, Katutu said:

მიუხედავად იმისა ტროლი ხარ თუ ნამდვილად 15 წლის ახალგაზრდა ვისაც რჩევა სჭირდება, სერიოზულ პასუხს გაგცემ, რჩევას არა.

პატარა პრეამბულა.

თავად ბაღის ასაკიდან გახლავარ ათეისტი, ამავდროულად ვიზრდებოდი რელიგიურ და ეკლესიურ ოჯახში (ვერ ვიტყვი რომ ფანატიკოსები იყვნენ/არიან, უფრო ფარისევლები). ეკლესიაში სიარული, მოძღვარი, ლოცვები ძილის წინ ჩემი ჩვეული რითმი იყო რადგან მათ დამაზეპირებინეს და "ასეა საჭირო" სიტყვებით ასე ვიზრდებოდი ინერციით, რადგან საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა საჭიროა ეს ყველაფერი, შუამავლები, ეკლესიები, ნათლობები, სანთლები, მარხვები ლოცვები, სულ იმას ვფიქრობდი თუ ადამიანს გწამს რაიმესი, შენთვის უნდა გწამდეს, სულის სიღრმეში, და არა სხვის დასანახად და არც რაიმე ეკლესიური კანონებსაც უნდა მიჰყვებოდე. + ამას სკოლაში რელიგიის გაკვეთილებიც გვქონდა და ცალკე სამლოცველო ოთახი (ჩემს დროს იყო), სადაც ყოველდღე უნდა მივსულიყავით და გველოცა + ხატზე გვეამბორა (თუ როგორ არი, მე კატეგორიულად არ ვმონაწილეობდი ამ ამბებში). ახლა რისი თქმა მინდა:

პირველი: ზოგადად კითხვების დასმა ნორმალურია. მითუმეტეს ამ ასაკში, და მითუმეტეს ამ თემაზე. ბავშვი რომ გარიცხეს ჩვეულებრივი მათემატიკური კითხვისთვის (არ აქვს მნიშვნელობა სერიოზულად დასვა თუ არა ეს კითხვა), არის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი რაც შენ მიიღე მართლმადიდებლებისგან, კერძოდ: არ დასვა კითხვები. იწამე ბრმად. პატივი ეცი ბრმად. დაიჯერე ბრმად. კითხვას დასვამ/გამოავლენ ცნობისმოყვარეობას/ჩართავ ლოგიკას - ხარ ქრისტესმოძულე, ათეისტი, სატანისტი და ა.შ. ამიტომ მადლობა უთხარი შენს სკოლას ალბათ პირველი სასარგებლო გაკვეთილისთვის.

მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის <3

 

18 საათის ago, Katutu said:

ეს ფრაზა დაზეპირებულ ფრაზას ჰგავს ეკლესიის მსახურების, რასაც ბავშვს უდებენ ხოლმე თავში. აქ მთავარი კითხვაა შენ გგონია ასე, თუ დაგაჯერეს? პირველ შემთხვევაში გირჩევდი შინაგანი სიცარიელის უფრო რაციონალურ მიზეზს ჩაძიებოდი, მაგ. რამდენად მოქმედებს გარემო შენზე, სკოლა, ოჯახი, და პრობლემას უფრო ღრმად ეძიე. რელიგია არ ავსებს სიცარიელეს, სიცარიელეს ავსებენ მეგობრები, ოჯახი და შენი თავი. (ეს არის ჩემი აზრი), შენ კი უნდა ჩაუღრმავდე სიტყვე რელიგიას, რა აქვს რელიგიას ისეთი რასაც ვერ მოგცემს სხვა დანარჩენი.  მეორე შემთხვევაში თუ დაგაჯერეს ის რომ რელიგია გამოსავალია, ამ სიტუაციაში მგონი თვითონ უნდა დაფიქრდე, არ ჩანხარ სულელი ბავშვ

მე თვითონ მივედი ამ აზრამდე სხვების დაჯერების გარეშე .. ალბათ გარკვეული მიზეზების გამო.. თუმცაღა იმაში რომ რელიგია სიცარიელეს არ ავსებს გეთანხმეებით მაგრამ ზოგისთვის ეს ასე არაა..

 

18 საათის ago, Katutu said:

ამაში დიდი პლიუსი დედაშენს როგორც მშობელს, გიტოვებს არჩევანის უფლებას და არ გაძალებს. უნდა დაუფასო. და ისე გააკეთო როგორც საჭიროდ ჩათვლი.

დასკვნა

ათეისტობისკენ არ მოგიწოდებ ;) მოგიწოდებ გააკეთო ისე როგორც შენ გესიამოვნება და შენ გაგიხარდება. არავისთან არ ხარ ვალდებული, კითხვები ყოველთვის უნდა დასვა, მთელი ცხოვრების მანძილზე, არ დაკარგო ცნობისმოყვარეობა, მხოლოდ ეს განგავითარებს როგორც ადამიანს, პიროვნებას. ბიბლია წაგიკითხავს? ბიბლიის წაკითხვის შემდეგ ეკლესიაში სიარულის სურვილი უმალ გაგიქრება, მაგრამ რწმენა დაგრჩება.

ამაზე მოვრჩები და წარმატებები

მადლობა <3

რედაქტირებულია: Chorven მიერ

Share this post


Link to post
Share on other sites

შენი ასაკის ვიქნებოდი ზისტად ეკლესიაში რო დავდიოდი აქტიურად

თავიდან თითქმის ყოველდღე დავდიოდი მარა მერე რაღაცნაირად ნელ-ნელა "გავცივდი" ეკლესიის მიმართ

უფრო "მოვალეობის" მოხდის მიზნით დავიდოდი მოვალეობის რომელიც არ მქონდა

თან სახლშიც რო იცოდნენ მეკითხებოდნენ რატო აღარ დადიხარო და მაგის გამოც მივდიოდი ისევ

მარა მერე დავიკიდე  მაშინ როცა მივხდი რო გულით არ მინდოდა იქ მისვლა და ყოფნა

სხვათაშორის არ ვიტყოდი რო ცუდი გამოცდილება მივიღე

პირიქით ჩემ თავს რო ვიხსენებ ზოგადად სერიოზულად ვუდგები ყველაფერს და ეგეც არ იყო გამონაკლისი

იმენა "წმინდანი" ვიყავი :დდდ ძაან კეთილი ტიპი აი ჭიანჭველასაც არ ვადგავდი ფეხს

მარა მერე მივხდი რო ეგეთი ადმიანები ამ სამყაროსთვის სუსტები არიან და ძაან იჩაგრებიან თუნდაც იმ "მრევევლის" მიერ

ასაკთან ერთად მიხვდები ყველაფერს თუ დაფიქრდები 

სოწრედ გითხრა კატუტუმ რაც არ უნდა ჭეშმარიტად მიგაჩნდეს ის რასაც აკეთებს უბრალოდ დაფიქრდი და კითხვები დასვი და რამდენად დაგაკმაყოფილებს მიღებული პასუხები უკვე იმის მიხედვით გადაწყვიტე

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×