Jump to content
Sign in to follow this  
intel

Football Club Barcelona

Recommended Posts

ჩელსი"-"ბარსელონას" ჯიუნეით ჩაქირი განსჯის

"ჩელსი"-"ბარსელონას" ჯიუნეით ჩაქირი განსჯის
 

 

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 თებერვალს "ჩელსისა" და "ბარსელონას" შორის გასამართ დაპირისპირებას თურქი არბიტრი ჯიუნეით ჩაქირი განსჯის.

41 წლის სპეციალისტს "ბარსელონას" მონაწილეობით გამართულ შეხვედრაში 6-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა პირველი 2 მატჩი ფრედ დაასრულეს, ბოლო 4 კი მოიგეს.

თურქმა არბიტრმა "ბარსელონას" სასარგებლოდ 4 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო კატალონიელთა საწინააღმდეგოდ - 2.

ჩაქირმა თითოჯერ გააგდო როგორც "ბარსელონას", ასევე მეტოქის ფეხბურთელი.

თურქ მსაჯს "ჩელსის" მატჩში მონაწილეობა 7-ჯერ მიუღია. ლონდონელთა ანგარიშზე 3 მოგება, 2 ფრე და 2 წაგებაა. ჩაქირმა "ჩელსის" სასარგებლოდ 1 პენალტი დანიშნა, ხოლო საწინააღმდეგოდ - 2. ლონდონელთა მატჩში ჩაქირმა 2 ფეხბურთელი გააძევა და ორივე შემთხვევაში "არისოკრატებმა" იზარალეს.

უშუალოდ "ბარსელონასა" და "ჩელსის" მატჩში ჯიუნეით ჩაქირი მსაჯი ერთხელ იყო. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის განმეორებით მატჩში, "კამპ ნოუზე", გუნდებმა 2:2 ითამაშეს. იმ შეხვედრაში, ჩაქირმა ჯონ ტერი ალექსის სანჩესის წინააღმდეგ არასპორტული საქციელისთვის მოედნიდან გააძევა.

-ბარცამანია.გე

Share this post


Link to post
Share on other sites

ოფიციალურად: არტური მელო ბარსელონას ფეხბურთელია. 

ოფიციალურად: არტური "ბარსელონაში" ითამაშებს
 

 

"ბარსელონამ" და "გრემიომ" ბრაზილიელი ნახევარმცველის, არტურ მელოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, იტყობინება კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელში მოთამაშის უფლებები 2018 წლის ივლისში გადავა და მის ტრანსფერში 30 მილიონ ევროს, პლუს ბონუსების სახით 9 მილიონ ევროს გადაიხდიან.

barcamania

რედაქტირებულია: intel მიერ

Share this post


Link to post
Share on other sites

სერჟიო ბუსკეტსმა გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა

 
სერჟიო ბუსკეტსმა გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა
 
 

 

Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერჟიო ბუსკეტსმა დღევანდელ სავარჯიშო სესიაში გუნდთან ერთად მონაწილეობა ვერ მიიღო. მან ცალკე ივარჯიშა, კლუბის ფიზიოთერაპევტის, ხუანხო ბრაუს მეთვალყურეობის ქვეშ. 

ბუსკეტსმა დაზიანება "ჩელსისთან" მიიღო და ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა. შესაბამისად, "ლეგანესთან" მას ვერ ვიხილავთ. როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ სერჟიო მოედანზე მას შემდეგ გავიდეს, როცა მისი გამოჯანსაღების პროცესი დასრულდება. 

რედაქტირებულია: intel მიერ
  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites


 "ლეგანესთან" მატჩის განაცხადი ცნობილია 
ერნესტო ვალვერდემ შეარჩია 18 ფეხბურთელი, რომელიც "ლეგანესთან" შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. განაცხადში ტრავმის გამო სერჟიო ბუსკეტსი და ლუკა დინი ვერ მოხვდნენ, იერი მინა და ალეიშ ვიდალი კი განაცხადს მიღმა მწვრთნელის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდნენ. 

სრული განაცხადი: ტერ შტეგენი, სილესენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, დენისი, ინიესტა, სუარესი, მესი, დემბელე, კოუტინიო, პაულინიო, ალკასერი, ალბა, რობერტო, გომეში, უმტიტი, ვერმალენი. 

Share this post


Link to post
Share on other sites

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი აცხდებს, რომ მისი გუნდი მზადაა ესპანურ ფეხბურთში არსებული დაუწერელი წესი დაარღვიოს და "ელ კლასიკოს" წინ "ბარსელონას" საპატიო დერეფანი არ გაუკეთოს.

ესპანეთში ასეთი წესია - ახლადგაჩემპიონებულ გუნდს, მომდევნო მეტოქე, შეხვედრის წინ, საპატიო დერეფანს უკეთებს. "ბარსელონასა" და "რეალს" შორის ასეთი ფაქტი ბოლო 2008 წელს მოხდა, როდესაც დერეფნის გაკეთება კატალონიელებს მოუხდათ. "რეალმა" დერეფანი ბოლოს 90-იან წლებში გააკეთა.

არსებობს საკმაოდ დიდი შანსი იმისა, რომ 6 მაისს "კამპ ნოუზე" გასამართი "ელ კლასიკოს" წინ "რეალს" საპატიო დერეფანი ჰქონდეს გასაკეთებელი, მაგრამ მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი ამას მაინც არ აპირებს.

"დერეფნის გაკეთებას არ ვაპირებთ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა." - ციტირებს ზიდანის სიტყვებს AS.

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×