Jump to content
Sign in to follow this  
წიწკვი რაინდი

მსოფლიო აღიარება - საქართველო ღვინის სამშობლოა!

Recommended Posts

georgia_cradleofwine_21467.jpg
PNAS -მა, აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალმა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული სამეცნიერო გამოცემაა, 13 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus“ („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“). კვლევის ავტორები ქართველებთან ერთად აშშ-ს, საფრანგეთის, იტალიის, კანადის, დანიისა და ისრაელის მეცნიერები არიან. სტატია მოგვითხრობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.
ამ ისტორიულ ფაქტს მიეძღვნა დღევანდელი პრეზენტაცია, რომელიც  "ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი"-ს ფარგლებში თბილისში, "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. პრეზენტაციას უძღვებოდნენ: სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი  დავით ლორთქიფანიძე და "ასოციაცია ქართული ღვინო"-ს ხელმძღვანელი თინა კეზელი. შეხვედრა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის "საქართველო-ღვინის სამშობლო"-ს ჩვენებით დასრულდა.
 
შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან, „ასოციაცია ქართული ღვინო“-ს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“-ს ხელმძღვანელობს. მასში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები მონაწილეობენ. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე, ხოლო კოორდინატორი − ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერი, დოქ. დავით მაღრაძე.
 
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ. წ. აღ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა დროს მას ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე ჯავახიშვილი, ოთარ ჯაფარიძე და თამაზ კიღურაძე. ამჟამად გათხრებს ხელმძღვანელობს არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე.
პროექტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით ჩატარებული ბიომოლეკულარული კვლევების შედეგად მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითის პერიოდის „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლზე უკანასკნელი პერიოდის გათხრების დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების (ღვინის მჟავა, ვაშლმჟავა, ქარვამჟავა და ლიმონმჟავა) არსებობა დადასტურდა, რაც Vitis vinifera-ს ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინის მარკერია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების ელისო ყვავაძისა და ნანა რუსიშვილის მიერ მუზეუმში ჩატარებულმა პალეობოტანიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში ვაზის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. მილანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოსვალდო ფაილას ხელმძღვანელობით აღადგინეს ძვ. წ. აღ. VI ათასწლეულის კლიმატი და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართლში 8000 წლის წინ ვაზის კულტივირებისთვის შესაბამისი პირობები იყო. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი განისაზღვრა ძვ. წ. აღ. 6000-5800 წლებით, რაც 600 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ზაგროსის მთიანეთიდან (ირანი).
მსოფლიოს წამყვანმა სამეცნიერო წრეებმა აღიარეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. საქართველოს მეღვინეობის 8000 წლოვანი უწყვეტი ტრადიცია აქვს.
 
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
რედაქტირებულია: წიწკვი რაინდი მიერ
  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×