Jump to content
Sign in to follow this  
intel

ტელეოპერატორები ძირითად ქართულ არხებს გათიშავენ...

Recommended Posts

 
 
Watching-television-with-a-TV-remote-con
 

ბოლო რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ირგვლივ ვნებათა ღელვა არ ცხრება.

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ტელეარხებმა “რუსთავი 2“-მა, “იმედმა”, “ჯი დიესმა“, “მარაომ” “მაესტრომ” და “კომედი არხმა” მათი სიგნალის გამავრცელებლებს (სხვადასხვა საკაბელო ოპერატორებს) მოსთხოვეს მაუწყებლობის ტრანზიტისთვის და მათი კონტენტის გაშუქებისთვის თითოეულ აბონენტზე დამატებითი გადასახადის გადახდა.

მარტივი ენით ტელეარხების გაერთიანება მისი სიგნალის გამავრცელებელ კომპანიას სთხოვს თითოეულ თავის აბონენზე 1.8 ლარის გადახდას ყოველთვიურად, რადგან 6 წამყვანი ქართული ტელეარხის მიერ შექმნილი გადაცემები და ტელეკონტენტი ამ მომენტში ყველა ტრანზიტორის მიერ უფასოდ ვრცელდება.

ტელეარხების წარმომადგენლების თქმით მათ მიერ შექმნილი კონტეტნის “გადაყიდვის”  შემთხვევაში მათ სსურთ მიიღონ შესაბამისი შემოსავალი, რადგან სატელევიზიო კონტენტის შექმნა, რომელიც ქართველი მაყურებლის სიმპატიით სარგებლობს საკმაოდ ძვირი ჯდება. მათივე თქმით დღეს ვერც ერთი ქართული ტელევიზია ფინანსურ მოგებას ვერ ნახულობს და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო გადასახედებსაც კი ვერ იხდის.

იმ შემთხვევაში თუ საკაბელო ოპერატორები და სხვადასხვა ტრანზიტორები არ დათანხმდებიან ტელევიზიების მოთხოვნას 1 დეკემბერს, ტელევიზიების მოთხოვნის შესაბამისად ასიათასობით მაყურებელი ტელეარხების რუსთავი 2 , იმედი, მაესტრო, ჯი-დი-ეს, კომედი არხი და მარაოს გარეშე დარჩებიან.

რა ციფრებზეა საუბარი?

მაგალითისთვის კომპანია სილქნეტი რომ მოვიყვანოთ რომელსაც დაახლოებით 250 000 აბონენტი ჰყავს, გამოდის რომ ყოველთვიურად  ტელევიზიების სასარგებლოდ მხოლოდ ამ ერთმა კომპანიამ 450,000 ლარი უნდა გადარიცხოს, ანუ ყოველწლიურად 5 000 000 ლარზე მეტი.

საკაბელო ოპერატორების კავშირში შემავალი სუბიექტების, სილქნეტის და დარჩენილი სხვა ტრანზიტორი კომპანიების აბონენტების დაახლოებითი ჯამი 1 000 000  აღწევს. ანუ ჯამურად  ტელევიზიები წელიწადში ყველა ტრანზიტორისგან 21 000 000 ლარზე მეტს ითხოვენ.

ექსპერტების თქმით დღეს სატელევიზიო არხების რეკლამიდან მიღებული შემოსავალი 70 000 000 ლარზე მეტია. ამხელა შემოსავლების მთავარი მიზეზი კი სწორედ ისაა რომ ნებისმიერი ეს არხი საქართველოს მილიონობით ოჯახისთვისაა ხელმისაწვდომი სხვადასხვა ოპერატორების მეშვეობით.

მოცემულ სიტუაციაში ოპერატორებისთვის თანხის მოთხოვნას 2 შესაძლო შედეგი შეიძლება ჰქონდეს.

1) გადასახადის დაწესება გამოიწვევს ტელევიზიებისთვის დამატებითი შემოსავლების გაჩენას, სააბონენტო გადასახადით , თუმცა პარალელურად გამოიწვევს მისივე მაყურებლის ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას ან იმ მაყურებლის დაკარგვას ვინც რეალურად ვერ შეძლებს არსებულ ფინანსურ მდგომარეობაში დამატებითი თანხის გადახდას სატელევიზიო მინიმალურ პაკეტში.

2) ტრანზიტორი კომპანიები არ გადაუხდიან შესაბამის თანხას ტელეარხებს და 1 დეკემბრიდან გათიშავენ ასიათასობით ოჯახში 6 წამყვან ქართულ არხს. მსგავს გათიშვას მოყვება ტელევიზიების მაყურებელთა მკვეთრი კლება, შესაბამისად მათი სარეკლამო შემოსავლების საგრძნობი შემცირება და ამ შემთხვევაში ისინი დამატებითი 21 000 000 ლარის ნაცვლად უკვე არსებული შემოსავლებიდან ათეულობით მილიონის დანაკარგს განიცდიან. გარკვეული პერიოდის მანძილზე კლებისკენ წავა საკაბელო ოპერატორების მომხმარებელთა რიცხვი თუმცა ხანგრძნლივ პერსპექტივაში სავარაუდოდ ისინი შეძლებენ თავისი მომხმარებლისთვის ქართული არხების ალტერნატივით ჩანაცვლებას.

თუმცა ყველაზე ცუდი შედეგი რაც ამ ვარიანტში დადგება არის ის რომ მილიონობით მაყურებელი დარჩება ინფორმაციის გარეშე, დიდწილად შემცირდება საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და პრაქტიკულად გაქრება მოვლენების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობა განსხვავებული არხების მეშვეობით.

ექსპერტების აზრით სწორედ ეს მთავარი საფრთხე , რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის ძირეულ უფლებას ჰქონდეს წვდომა ინფორმაციასთან და ამ ელემენტარული მოთხოვნის შესასრულებლად არ უწევდეს კერძო კომპანიებისთვის მილიონობით ლარის გადახდა.

რა პოზიცია აქვთ საკაბელო ოპერატორებს და ტრანზიტორებს?

საკაბელო ოპერატორების პოზიცია შემდეგია, 1.8 ლარის გადასახადის გადახდა თითოეულ აბონენტზე როგორც ზევით ავღნიშნეთ ათეულობით მილიონი ლარის გადახდას ნიშნავს მსგავსი ფინანსები კი საკაბელო ოპერატორებს დღეს არ გააჩნიათ, მოცემულ სიტუაციაში ერთადერთ გამოსავალს საკუთარი მომხმარებლისთვის, ანუ მაყურებლისთვის 1.8 ლარით ტარიფის გაძვირებაა ან ამ ტარიფის არ ქონის შემთხვევაში მსგავსი ტარიფის დაწესებაა.

გარდა ამისა საქართველოს ბაზარზე არსებობს კომპანია სტერეო+ რომლისთვისაც ტელევიზიებს გადასახადის მოთხოვნით არ მიუმართავთ, მეტიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არხი ჯამურად წელიწადში მილიონობით ლარს უხდის კომპანია სტერეო+ ს მათი სიგნალის გავრცელებაში. სტერეო + კი ამ სიგნალს საქართველოს მასშტაბით უფასოდ ავრცელებს და შესაბამისად 1 დეკემბრის შემდეგაც გაავრცელებს.

ამ ყველაფრის შედეგად ვიღებთ მოცემულობას, სადაც სატელევიზიო არხების გამავრცელებლები ვალდებულები არიან საკუთარ მაყურებელს  21 000 000 ლარი ყოველთვიურად გამოართვან და 6 ქართული ტელევიზიის ბალანზე გადარიცხონ, მაშინ როდესაც კომპანია სტერეო პლიუსს სააბონენტო გადასახადი არ უწესდება.

ექსპერტების აზრით მსგავსი მიდგომა საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის დარღვევაა რომლის მიხედვითაც ყველა ავტორიზებულ პირს ერთნაირ მომსახურებაში, ერთნაირი პირობები უნდა წაუყენონ გადასახდელ თანხაში მაქსიმუმ 10% იანი ცდომილებით.

 რა ეტაპზეა მოლაპარაკება მხარეებს შორის?

საკაბელო ოპერატორების კავშირმა უარი განაცხადა ხსენებული ტარიფის ანაზღაურებაზე და მოგვიანებით მიმართა საკანონმდებლო ორგანოს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის გადახედვისა და გარკვეული რეგულაციების შემოღების მოთხოვნით.

საკომიტეტო განხილვაზე გამოჩნდა, რომ არც ერთი მხარე პოზიციების დათმობას არ გეგმავს, ასევე გაისმა რამდენიმე  ხმაურიანი ბრალდება  მათ შორის საქართველოს მარეგულირებელი კომისიის მიკერძოებულობის შესახებ ტელეარხებისადმი, ასევე საუბარი იყო იმის შესახებ, რომ წამყვანი ქართული ტელეარხების და კომპანია მაგთიკომის მფლობელი ერთი და იგივე პიროვნებაა მსგავსი შეთანხმებები კი ფარული გარიგების შტაბეჭდილებას ტოვებს.შეგახსენებთ მაგთიკომი ერთადერთი კომპანიაა რომელიც ტელევიზიების მოთხოვნას ფასიან ტრანზიტზე დათანხმდა და შესაბამისად თავის აბონენტებს გადასახადი 2 ლარით გაუზარდა.

ასევე ტელეარხებს მონოპოლიური ბაზრის ჩამოყალიბებაში და კარტელური შეთანხმებაში ადანაშაულებენ, რადგან ყველა ამ ტელეარხს ქართულ ტელესივრცეში მაყურებელთა სრული უმრავლესობა ჰყავს, რაც ასევე შესაძლოა არღვევდეს ჯანსაღი კონკურენციის შესახებ კანონის მოთხოვნებს და სატელევიზიო ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის ჩამოყალიბებას ნიშნავდეს.

ამ ეტაპზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კენჭისრის ეტაპზეა გადასული და სავარაუდოდ კომიტეტის შემდგომ სხდომაზე უკვე გავიგებთ პასუხს თუ რა ბედი ელის ქართულ ტელესივრცეს.

 

შეგახენებთ იმ შემთხვევაში თუ საკაბელო ოპერატორები და სხვადასხვა ტრანზიტორები არ დათანხმდებიან ტელევიზიების მოთხოვნას 1 დეკემბერს, ტელევიზიების მოთხოვნის შესაბამისად ასიათასობით მაყურებელი ტელეარხების რუსთავი 2 , იმედი, მაესტრო, ჯი-დი-ეს, კომედი არხი და მარაოს გარეშე დარჩებიან.

წყარო: news.ge

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×