Jump to content
Sign in to follow this  
iOS

Amazon.com

Recommended Posts

amazon-pic.png

    ამაზონი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ მარკეტია, რომელიც 1994 წლიდან ფუნქციონირებს. ონლაინ მარკეტთა შორის იგი მეორე ადგილს იკავებს alibaba ს შემდეგ. ამაზონი უნიკალური ბიზნესია. მის უნიკალურობას კი რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველ რიგში ამაზონი მომხმარებელზე ორიენტირებული მაღაზიაა - იგი განთქმულია მისი customer care სერვისით. გარდა ამისა ამაზონი იყო პირველი კომპანია, რომელმაც შემოიღო კლიენტების გამოხმაურებები სხვადასხვა პროდუქციაზე, რის გამოც მომხმარებლებს გაუჩნდათ ნდობა საიტის მიმართ,  რამაც თავის მხრივ დიდი ზეგავლენა იქონია კომპანიის წარმატებაზე.

    ამაზონი გლობალური კომპანიაა. მათი სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი და შესაბამისად გამონაკლისი არც საქართველოა.

რეგისტრაცია

1) რადგან ქართველ მომხმარებლებს ამაზონით სარგებლობა ოფიციალურად შეუძლიათ, აუცილებელია Billing Address ში ქართული ( და არა გადამზიდის) მისამართის მითითება.

2) ამაზონზე შეძენილი ზოგიერთი ნივთი შესაძლოა სელერმა საქართველოში პირდაპირ გამოაგზავნოს, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. შესაბამისად იმისათვის, რომ შევძლოთ ამაზონზე ნივთების შეძენა, დაგვჭირდება ჩამომტანი კომპანია, რომლის მისამართსაც გამოვიყენებთ ამაზონზე შოპინგისას.

Amazon-ის სერვისებ

    კომპანია ამაზონი მომხმარებელს დამატებით სერვისებს სთავაზობს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი კი ამაზონ პრაიმია, რომლის საშუალებითაც 50 მილიონ ნივთზე მეტი ნივთის ტრანსპორტირება 2 დღიანი უფასო შიფინგით არის შესაძლებელი. გარდა ამისა პრაიმ მომხმარებლებს კომპანია სხვა ბონუსებსაც სთავაზობს:

                   

 

1) Amazon Prime Video - სერვისი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უფასოდ უყურონ ათასობით ფილმსა თუ სატელევიზიო გადაცემას.

2) Amazon Music Unlimited - სერვისი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია წვდომა ჰქონდეს ათასობით ფლეილისთზე.

3) წიგნები, ჟურნალები ... - სერვისი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უფასოდ იკითხოს ათასობით წიგნი თუ ჟურნალი.

4) Twitch Prime - შედარებით ახალი სერვისი, რომელიც Twitch-ის მომხმარებლებს თამაშებში ბონუსებს ურიგებს.

5) Amazon Photo Storage - სერვისი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია ულიმიტო რაოდენობის ფოტოების შენახვა.

გარდა ამისა პრაიმ მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ 30 წუთით ადრე მიიღონ წვდომა lightning deal-ებზე და ასევე Amazon Prime Reload - ის გამოყენების შემთხვევაში 2% ბონუსად დაგერიცხებათ.

 

 

რედაქტირებულია: iForum მიერ
  • Love 1
  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Amazon არის უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ ინტერნეტ მაღაზია.

 

<3

 

ნუ სპეციფიური იუზერებისთვის რათქმაუნდა თორემ ვისაც ჩანთის ყიდვა უნდა მხოლოდ AWS რაში აინტერესებს :)

 

 

 

 

Untitled.png

  • Like 2

Share this post


Link to post
Share on other sites
2 საათის ago, GRU said:

Amazon არის უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ ინტერნეტ მაღაზია.

 

<3

 

ნუ სპეციფიური იუზერებისთვის რათქმაუნდა თორემ ვისაც ჩანთის ყიდვა უნდა მხოლოდ AWS რაში აინტერესებს :)

 

 

 

 

Untitled.png

ჩემთვისაც მეტია ვიდრე უბრალოდ ონლაიმ მაღაზია :)

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×