Jump to content
Sign in to follow this  
წიწკვი რაინდი

რა ღირს H&M-ის ტანსაცმელი საქართველოში

Recommended Posts

თბილისში H&M-ის მაღაზია გაიხსნა. მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, დღეს ყველა სტუმარს შეეძლება, რომ სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს. ისინი კი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, შესაბამისად, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ. ამასთან, მომდევნო 1 000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.

შვედური ბრენდის H&M-ის ვებგვერდზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო და პროდუქციის ფასები ჯერ კიდევ წინა თვეში დაემატა.
 

მაღაზიაში სხვადასხვა პროდუქციაზე ფასები 12 ლარიდან 400 ლარამდე იქნება.

კერძოდ, როგორც ბრენდის ვებგვერდზეა მითითებული ზაფხულის მაისურებზე ფასები 12 ლარიდან იწყება და 89 ლარის ფარგლებში იქნება. ზამთრის სვიტერების ფასი 20 ლარიდან 180 ლარამდე იქნება; შარვლების ღირებულება 20 ლარიდან 129 ლარამდე მერყეობს; ჯინსის ფასი 29-დან 149 ლარამდე იქნება; ქურთუკები 89 ლარიდან 400 ლარამდე ეღირება; ფეხსაცმელების ფასი დაახლოებით 35-149 ლარის ფარგლებში იქნება; ხოლო ჩანთები 39 ლარიდან 99-მდე ეღირება. მამაკაცის სექციაში ფასები დაახლოებით 29 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს; ხოლო ბავშვის ტანსაცმელი 20-129 ლარის ფარგლებში ეღირება.

H&M-ის მაღაზია „გალერია თბილისში“ სამ სართულსა და 3 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. H&M-ის გარდა, სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება: Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით; Roman; Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders. „გალერია თბილისში“ საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზიაც გაიხსნება.

ვიდეო: www.palitravideo.ge

H&M-ს ფოტო.

H&M-ს ფოტო.

 

Share this post


Link to post
Share on other sites

რა საბანძეთი იყო, რა ნაროდი გვაყავს არანაირი თავმოყვარეობა რა მიტინგი გამართეს მაღაზიის წინ სექტა მეგონა

Share this post


Link to post
Share on other sites

ნაგავი პროდუქტი, ნაგავი ფასები, არანაირი არჩევანი ნუ მათ ოფიციალურ საიტზე დავათვალიერე თუ რისი შეძენა შემეძლო და სრული ნაგავი

Share this post


Link to post
Share on other sites

@GRU ხო პროსტა უფრო ტრენდულ-ბრენდული თემით და ამ ბოგანო ნაროდს მეტი ხო არ უნდა :/  მთელი ეკჩუნა, თიკჩუნა ლიკუნიკო და მასეთი ნაროდითაც დღეს თავისუფლების მეტროს მიმდებარედ რიგები იყო 😂😂😂 

სად ვცხოცრობთ და სად ვკვდებით :/

Share this post


Link to post
Share on other sites

@ALF

რამდენი მაღაზია გახსნილა და ეგეთი ზედახორა არასდროს ყოფილა (მგონი)

 

მაგათ რამე განსაკუთრებული შეთავაზება ქონდათ?

 

Share this post


Link to post
Share on other sites

@GRU პირველი 3 კაცზე 200-100-50 გელა და  დანარჩენ 1000 ადამიანს  30 გელა ვაუჩერად და ჰ&მ  საფირმო ნაჭრის ჩანთა და მგონი ვსო :დ მარა ჩვენი ხამი ერი არ იცი ? :/ იმრნა ბოსელში შესარწკი ძროხებივით შეცვივდნენ :/ ახლა 30ში  მგობი არმანი იხსნება და მერე ნახე ამ უნიფხვოების ამბავი :/ კრედიტებს აიღებენ რო თქვან იქ ვიყიდეთო 

Share this post


Link to post
Share on other sites
On 11/20/2017 at 10:45 PM, ALF said:

@GRU პირველი 3 კაცზე 200-100-50 

აბა კი იქნებოდა ხოცვა ჟლეტა :D

200 ლარი კი არა 5 ლარზე თავს მოგაჭამენ დღეს 

Share this post


Link to post
Share on other sites
On 11/22/2017 at 10:36 AM, GRU said:

200 ლარი კი არა 5 ლარზე თავს მოგაჭამენ დღეს 

ბაზარი არაა :D:D:D მუქთა იყოს კუბო იყოს  პრინციპით მოქმედებს ხალხი 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×