Jump to content

Recommended Posts

მეგობრებო მოგესალმებით, მინდა შემოგთავაზოთ ჩემი მომსახურეობა ^_^

ვარ იურისტი განათლებით,  მაქვს მაგისტრის ხარისხი და უახლოეს მომავალში (6თვეში) მივიღებ მე2 ხარისხს.   მაქვს გამოცდილება  როგორც  სამოქალაქო და ადმინისტრაციულ  ასევე სისხლის სამართალში.  მიმუშავია  როგორც სასამართლოში, ასევე პროკურატურაში და სხვადასხვა იურიდიულ კომპანიაში.   ვინმეს თუ დაგჭირდათ კონსულტაცია,დახმარება, რჩევა ან უბრალოდ იურისტის მომსახურეობა თქვენს სამსახურში მიგულეთ !  და რაც მთავარია აქაური ფორუმელებისთვის უფასოდ :confetti::loveshower: 

ბინის ყიდვა-გაყიდვა დაგჭირდათ ?  მე მოვალ !

პრობლემები გაქვთ სამართალდამცველებთან ? მე მოვალ !

დაგაპატიმრეს?  მე მოვალ !

რეესტრი გჭირდებათ ? მე მოვალ !

მოქალაქეობა და ბინადრობა  გესაჭირეობათ ? მე მოვალ ! 

სასამართლოში გაქვთ საქმე ? მე მოვალ ! 

2 აბი მდმ-ა გიპოვეს ?  აბა თქვენ იცით, ჩემ ჯიბეში ნუ მოვა !  

 

  • Love 1
  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites
5 საათის ago, ALF said:

ბინის ყიდვა-გაყიდვა დაგჭირდათ ?  მე მოვალ !

პრობლემები გაქვთ სამართალდამცველებთან ? მე მოვალ !

დაგაპატიმრეს?  მე მოვალ !

რეესტრი გჭირდებათ ? მე მოვალ !

მოქალაქეობა და ბინადრობა  გესაჭირეობათ ? მე მოვალ ! 

სასამართლოში გაქვთ საქმე ? მე მოვალ ! 

გუგავა ხარ ძმატ? :D

@ადმინისტრატორი ალფი სამართლის მოდერად :love:

რედაქტირებულია: Katutu მიერ
  • Love 1
  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

@Katutu  არა, გუგავა არა :( აი ემ ბეთთერ ვან :/  აი ჰოუფ :P   მითხარი რო მაგას მაინც ვჯობივარ :(

ასე რომ რამე თუ დაგჭირდათ აი ემ ჰიარ !

Share this post


Link to post
Share on other sites

@ALF კითხვა მაქ, იურისტ. ძალიან საეჭვო ამბავზე. დეტალები გამოტოვებულია, ზოგადი სურათი კი ასეთია:

წარმოიდგინე სიტუაცია:

2017 წელი. (ბინას ვყიდულობ პირველად და გაგებაში არ ვარ რა და როგორ) მივდივარ ქ. რუსთავის იუსტიციაში, ბინა მინდა ვიყიდო და შესაბამისად გადავიფორმო

იქ მელოდებიან ე.წ. ბინის მეპატრონეები, რომლებმაც მთხოვეს ფულის გადათვლა და იქვე მათთვის გადაცემა, შემდეგ მომცეს 2015 წლის ბინის ამონაწერი, სადაც ბინა სუფთაა, მივყავარ ოპერატორთან, რომელსაც უკვე გამზადებული აქვს გადაფორმების დოკუმენტი და მაწვდის ხელის მოსაწერად (აქ ვაფშე გადავირიე, მოსული არ ვარ უკვე დოკუმენტს მაწვდიან) ოპერატორი მეუბნება:

– "ფულის გადაცემის ფაქტზე არ ვაგებთ პასუხს. აქ ხელს მოაწერთ და ბინა გადაგიფორმდებათ".

ამ დროს ვეჭვდები და ვითხოვ უახლეს, 2017 წლის ამონაწერს, რომელიც სასწრაფო წესით გავამზადებინე, აღმოჩნდა რომ ბინას ადევს ყადაღა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთელი ვალებით და ა.შ.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში: აქვს თუ არა უფლება იუსტიციას გადააფორმოს დაყადაღებული ბინა? მეორე კითხვა: რა უფლებით არ აგებს ის პასუხს ფულის გადაცემის ფაქტზე ბინის ყიდვა–გაყიდვისას? რადგანაც თბილისის იუსტიციაში როდესაც მივედი ბინის გადასაფორმებლად, ფულის გადაცემის ფაქტის დოკუმენტიც გააფორმეს იქვე ორივე მხარის ხელმოწერებითურთ.

მე ჩემი ვარაუდით, მგონია რომ ქ.რუსთავის იუსტიციაში მყოფი ოპერატორი იყო შეკრული იმ აფერისტებთან.

ახლა იურისტის აზრი მჭირდება

Share this post


Link to post
Share on other sites

@Katutu

აქ მოგწერო თუ პმ ? ^_^  ანუ დეტალები აქ ავხსნა თუ პმ გირჩევნია მაინც ? 

რედაქტირებულია: ALF მიერ

Share this post


Link to post
Share on other sites

@ALF რუსთავში მივეცი თანხა შესვლისთანავე და მერე მივედით ოპერატორთან გასაფორმებლად. შემდეგში რომ გავიგე ყადაღა და ამბავი გამოვართვი უკან და გავძუძგე იქიდან

თბილისში ჩვეულებრივ მივეცი თავიდან თანხა იმასაც, შეიტანა ბანკში და მივედით ოპერატორთან, მოგვცა თანხის გადახდის დოკუმენტი და ასევე გადაფორმების დოკუმენტი (უახლესი ამონაწერიც მქონდა იმისი და სუფთა იყო ბინა, მოკლედ არანაირი პრობლემა)

Share this post


Link to post
Share on other sites

@Katutu კი აქვს უფლება გაყიდოს , რადგანაც გაყიდვისას იპოთეკით თუა დატვირთული, იპოთეკის ცნება შეიძლება გადმოვიდეს შენზე  ანუ ის გაყიდის და მიიღებს სარგებელს ფინანსურად, და შენ სხვის იპოთეკას ^_^ ნუ ეგეთი მარაზმი გვაქვს კანონში, სამწუხაროდ . რომც გეყიდა მასე არც ეგ იყო პრობლრმა, მაგასაც მოვაგვარებდით :) 

დიდი ალბათობით თაღლითობის ფაქტზე შეგეძლო ეგრევე გეჩივლა, არ გამოვრიცხავ კონსულტანტი გოგო შეკრული იყოს მარა მაინც 95% მგონია მოშორებაზე იყო, რადგანაც დილის 9ის ნახევრიდან საღამოს 7მდე მანდ დგანან და 102736 საქმე აქვთ, არ ვამართლებ არანაირად  მარა არ გამოვრიცხავ ფეხებზე დაეკიდებინა :/

 

ახლა ამონაწერს რომ იღებ ბინა სუფთაა ? და არის თუ არა რეგისტრაცია შენს სახელზე ? 

ბოდიში გვიან რო გწერ, ახლა ვბრუნდები სახლში და მეტროში ინტი არ იჭერს

  • Thanks 1

Share this post


Link to post
Share on other sites

@ALF დაყადაღებული ბინის შეტენვა რო მოსულა კანონით ეგ კაი, და ფულის გადაცემის ფაქტის დოკუმენტი რატო არ მომაწოდა ოპერატორმა? არ შედის ვალდებულებებში დავიჯერო? თბილისის იუსტიციაში პირველი ეგ მომაწოდეს და მერე უკვე გადავიფორმე.

კი ჩემს სახელზეა რეგისტრაცია და ამონაწერიც სუფთაა:up: პატრონიც ჯიგარი კაცია და სულ გამოდის კონტაქტზე თუ რამე კითხვა მიჩნდება:up:

Share this post


Link to post
Share on other sites

არა, რეალურად არაა ვალდებული ფულის გადაცემის ფაქტი აღრიცხოს :დ  ანუ ფორმალობაა რეალურად :( მაგას ჯობია რომ როცა ბინას  ან სხვა უძრავ ან მოძრავ ქონებას ყიდულობ გაკეთდეს ნოტარიულად დამოწმებული აქტით ნოტარიუსთან და თანხის გადაცემის ფაქტს დაესწროს ნოტარიუსი ^_^

თუ რამე გაეჭვებს კიდე და ბინაზე სრულად გაინტერესებს ხვალ შუადღისას გავიდეთ იუსტიციის სსახლში და გავაკეთოთ ამონაწერის განახლება და გამოჩნდება ყველაფერი მანდ :პ 

ფულს შენ იუსტიციის სახლი ვერ გაგიკონტროლებს იმიტო რო იქნებ ნაწილ ნაწილ აძლევ, ან ურიცხქვ ან სხვანაირად უხდი, მაგალითად  ქარგვა იცი და 3 წელი ჯემპრები უნდა უქარგო ვინმეს ? ანუ მაგათი მთავარი მოვალეობა ბინის საკუთრებაში გატარებაა მაგ დროს

Share this post


Link to post
Share on other sites

@ALF მაგათი ჯიში და ჯილაგი მე რაც მაგათი ვალდებულება ეს არაა.. აბა ეხლა არ ამეღო ის ახალი ამონაწერო ხო ვიქნებოდი დრაგში და სასამართლოებში რბენაში:facepalm:

ეს მაქვს ამონაწერი კაცო, რიგზეა ყველაფერი

ის დეტალი მაქვს ზუსტად ამოღებული, რომ ვუთხარი თუ ძველი ამონაწერით გინდა თქო ბაზარი არ არი თქო ოღონდ მაშინ ნოტარიუსში წავედით და დავამოწმოთ თქო ყველაფერი ნოტარიულად და მანდ დამიწყო "რად გინდა ამდენი ფულის ფლანგვა აქ არ ვართ ბარემ?" და მსგავსები, მაინც წავედით ნოტარიუსში სადაც ბაზრის ქალებივით აწიოკდნენ იქაურები და ლანძღვა-გინებით გამომაგდეს იქიდან იგივე სიტყვებით "რა სისულელეს აკეთებ, 300 ლარი დაგიჯდება, ამდენი ფულის ყრას წადი შვილო იუსტიციაში გააკეთეო" და მსგავსი სისულელეები, გამომთათხეს და პირდაპირი მნიშვნელობით გამაგდეს, რამაც დამაეჭვა რომ შეკრულები არიან მთელი ბანდა ოპერატორიან ნორტარიუსიანად

Share this post


Link to post
Share on other sites
2 წუთის წინ, Katutu said:

@ALF მაგათი ჯიში და ჯილაგი მე რაც მაგათი ვალდებულება ეს არაა.. აბა ეხლა არ ამეღო ის ახალი ამონაწერო ხო ვიქნებოდი დრაგში და სასამართლოებში რბენაში:facepalm:

ეს მაქვს ამონაწერი კაცო, რიგზეა ყველაფერი

ის დეტალი მაქვს ზუსტად ამოღებული, რომ ვუთხარი თუ ძველი ამონაწერით გინდა თქო ბაზარი არ არი თქო ოღონდ მაშინ ნოტარიუსში წავედით და დავამოწმოთ თქო ყველაფერი ნოტარიულად და მანდ დამიწყო "რად გინდა ამდენი ფულის ფლანგვა აქ არ ვართ ბარემ?" და მსგავსები, მაინც წავედით ნოტარიუსში სადაც ბაზრის ქალებივით აწიოკდნენ იქაურები და ლანძღვა-გინებით გამომაგდეს იქიდან იგივე სიტყვებით "რა სისულელეს აკეთებ, 300 ლარი დაგიჯდება, ამდენი ფულის ყრას წადი შვილო იუსტიციაში გააკეთეო" და მსგავსი სისულელეები, გამომთათხეს და პირდაპირი მნიშვნელობით გამაგდეს, რამაც დამაეჭვა რომ შეკრულები არიან მთელი ბანდა ოპერატორიან ნორტარიუსიანად

@Katutu  ნუ ვერავიზე თავს ვერ დავდებ მარა თუ კონსულტანტმა ეგრე გითხრა და ნოტარიუსი რათ გინდაო დიდი ალბათობით ან იმ ტიპის ნაცნობი იყო სამწუხაროდ ან რამე ფინანსურ დახოდს ელოდა :/  მარა მამენტ მაგარი დებილი ყოფილა , რა ეგონა არ განაახლებდი ამონაწერს თუ 2015 წლისას ენდობოდი :/  12 წლის ხო არ ხარ :/  მარა გასდით და ჰა, იმდღეს 2 დაადებილეს ეგრე ჩემ თვალწინ :(

პოლიციაში ან პროკურატურაში არ განაცხადე ეგრევე თაღლითობის ფაქტზე ? :(

Share this post


Link to post
Share on other sites

@ALF ახალი ამონაწერი რო მოვთხოვე მაგაზეც დამიწყო კაი რაო ეხლა სანამ ეს გაკეთდებაო აგერ ეს ხო მაქო, სუფთაა კაცო ყველაფერიო, მოკლედ ბოლოს რო ჩემსაზე ვიდექი კი აფორიაქდნენ დაეტყოთ

9 წუთის წინ, ALF said:

პოლიციაში ან პროკურატურაში არ განაცხადე ეგრევე თაღლითობის ფაქტზე ?

ისეთი ნერვებათხრილი წამოვედი იქიდან, თან ბეწვზე გადავრჩი რო არ გადავიფორმე ეგ ბინა, თან მთელი დღე იქ ვიყურყუტე, სად მქონდა მაგის მოფიქრების თავი. მერე კი ვიფიქრე მეორე დღეს საღ გონებაზე, რო პოლიციაში ხო არ წავიდე თქო, მარა მტკიცებულებები სადაა? სიტყვაზე ვინ უნდა გენდოს? რომ მეყიდა ის ბინა კიდე მექნებოდა საბაბი მარა, აი წავედი პოლიციაში და რა ვუთხრა? ჩემი ნებით მივეცი ის ფული, რო მომეწერა ხელი, იუსტიცია პასუხს არ აგებს, ნიტარიუსიდან რო გამაგდეს არც ესაა დანაშაული, ის ტიპი ვინც ამას აჩალიჩებდა ვითომ მეპატრონის ძმა იყო, სინამდვილეში კი იყო სულ სხვა ტიპი მარა მაგას არც ჰქონდა მნიშვნელობა. ესაა და ეს, კანონით ვერაფერს ვუზამდი და გავანებე თავი რა

  • WoW 1

Share this post


Link to post
Share on other sites

@Katutu  ქ-ბ  კატუტუ ( ქართულად სულ სხვანაირი დასაწერია რა ^_^ )  საქართველოს სისცლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამომძიებელი ვალდებულია შეტყობინების საფუძველზე (მხოლოდ და მხოლოდ, იქნება ეს ზეპირი, წერილობითი, თუ სხვაგვარი საშუალებით ) დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე ძიება , მოიკვლიოს და მოიძიოს მასალები, დაადგინოს საქმის მასალების ავთწნტურობა და სხვა მსგავსი ქმედებები ^^ 

ტაკ შტო არ მოგერიდოს, მტკიცებულებების მოპოვება ეხება საგამოძიებო ქმედებებს და არანაირად შენ ^_^ შემდგომ თუ კვლავ შეიტყობ რომ საქმე გაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, მარტივად აკრიფე ან პროკურატურის ან 112 ის ცხელი ხაზის ნომერი ^_^

ისე შემდეგ ბინას რო იყიდი , შეგილია წინასწარ გამაგებინო და მოგიგვარებ  საბუთებს წინასწარ :D:P

 

Share this post


Link to post
Share on other sites

@ALF *ქ–ნო ვიცოდი მე:D

მერე მე უნდა ვირბინო პროკურატურებში და ჩვენებები ვაძლიო.. სად მქონდა მაგის დრო კაცო, სასწრაფოდ ბინას ვეძებდი:facepalm:

Share this post


Link to post
Share on other sites

@Katutu იმედია მაგ  გრამატიკულ შეცდომას მაპატიებ :(  აწი გავითვალისწინებ და დავიმასოვრებ :* 

 

ნუ ხო პროკურატურა, სასამართლო, დაკითხვა და ისევ სასამართლო არ აგცდებოდა თან ჩვენ პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ მინიმუმ 9-11 თვე და ხშირად :/  გადადება და გყუილა მიყვანა სასამართლოზე დაცდილი  მეთოდია.

  • Sad 1

Share this post


Link to post
Share on other sites
On 28/11/2017 at 1:18 PM, ALF said:

ვინმეს თუ დაგჭირდათ კონსულტაცია,დახმარება, რჩევა ან უბრალოდ იურისტის მომსახურეობა თქვენს სამსახურში მიგულეთ !  და რაც მთავარია აქაური ფორუმელებისთვის უფასოდ

 

ჯიგარი ხარ 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×