Jump to content
Sign in to follow this  
წიწკვი რაინდი

სააკაშვილი შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა

Recommended Posts

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მის ბინაში ჩხრეკის გამო შენობის სახურავზე ავიდა, გადმოხტომით იმუქრებოდა, - იუწყება უკრაინული სააგენტო LB.ua-ს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან. უკრაიანულ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასევე ჩანს, რომ სააკაშვილის ბინასთან იმყოფება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმი. ასევე ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის ადვოკატები.

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, იმ ბინის კარებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმი ამტვრევს. ამის შესახებ დავით საყვარელიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. "მიხეილ სააკაშვილის სახლში კარებს ამტვრევენ! კოსტიოლნის ქუჩა, ბინა 32, ვიკრიბებით!" - დაწერა მან.

დავით საყვარელიძეს თქმით, მიხეილ სააკაშვილი შენობის სახურავზე იმყოფება. ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს. ამის შესახებ სააგენტო LIGA.net იუწყება.


"ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას", - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.


იმ ბინასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს, უკრაინის პარლამენტის დეპუტატები მივიდნენ, თუმცა მათ სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის ბინაში არ უშვებს.

წყარო: geotimes.ge

Screenshot_20171205-130157.jpg

 

e7b3rvb6dtfgei5.jpg

რედაქტირებულია: წიწკვი რაინდი მიერ

Share this post


Link to post
Share on other sites

:lol: დაპატიმრების ვიდეოს უყურეთ:

1512470694_saakashvili-1.jpg

 

დანიშნული ფული აუღია :facepalm::lol:

 

უკრაინის ძალოვან უწყებებს გააჩნიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ბოლო აქციებს ყოფილი პრეზიდენტის - იანუკოვიჩის მთავარი მოლარე და მილიარდერი სერგეი კურჩენკო აფინანსებდა. კურჩენკო საერთაშორისო ძებნაშია და რუსეთში იმალება" - ამის შესახებ რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა


Irakli Gogava-ს ფოტო.

 

Share this post


Link to post
Share on other sites

ლაშა ბერულავა-ს ფოტო.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც ნათლად აჩვენებს სააკაშვილის აქციების კურჩენკოს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის ფრთის წარმომადგენლის მხრიდან დაფინანსებას. 

„მსურს, რომ ეს აუდიო მოისმინონ და ეს ვიდეო ნახონ მათ, ვინც ახლა უსაფრთხოების სამსახურს ხელს უშლის თავიანთი მოვალეობების შესრულებაში - დააკავონ ის ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ მათ, ვინც სააკაშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიერ მცდარი ლოზუნგებით იყვნენ მოტყუებულნი, მოუწევთ მოსმენა და ნახვა, რაც სასამართლოს მხრიდან სანქცირებულ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადაღებულ და ჩაწერილ მასალებშია დაფიქსირებული.

დღეს, მე ვახმაურებ უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ოპერაციის პირველ ნაწილს, რომელიც უკრაინაში პრორუსული ძალების რევანშის გეგმის ჩაშლას ეხება. ეს ეხება რიგი პოლიტიკოსების, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის თანამშრომლობას ვიქტორ იანუკოვიჩის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან  - პირველ რიგში, სერგეი კურჩენკოსთან. მათი თანხის სანაცვლოდ, სააკაშვილი და მასთან დაახლოებული პირები ახორციელებდნენ მათივე მხრიდან ინიცირებული საპროტესტო აქციების დაფინანსებას, რომელთა მიზანიც იყო უკრაინაში სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და იანუკოვიჩის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის, კურჩენკოს წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და კონტროლის აღდგენა აქტივებზე, რომლებიც მათ, თავის დროზე, უკრაინაში დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს.

დადგენილია, რომ სააკაშვილთან დაახლოებულმა პირმა, კერძოდ, უკრაინის მოქალაქემ, სევერიან დანგაძემ თავად სააკაშვილთან შეთანხმებით, ნდობით აღჭურვილი პირის საშუალებით მიმართა სერგეი კურჩენკოს, რომელიც მოსკოვს აფარებს თავს. სააკაშვილის საქმიანობის დაფინანსების წინადადებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ინტერესების დაცვის სანაცვლოდ, ჩვენ დავაფიქსირეთ რუსეთის მხრიდან, სააკაშვილის გარემოცვის წევრების მიერ ნახევარი მილიონი დოლარის მიღების ფაქტი“, განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ.

 

Share this post


Link to post
Share on other sites

უახლესი ინფორმაცია:

☑️ მიხეილ სააკაშვილი სპეცნაზის მიკროავტობუსიდან მისმა მხარდამჭერებმა გამოიყვანეს

ℹ️ სააკაშვილი მის მომხრეებს კიევის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდებს

 

Share this post


Link to post
Share on other sites

დაკავებული მიხეილ სააკაშვილი მიკროავტობუსიდან მისმა მხარდამჭერებმა გამოიყვანეს:

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებას ითხოვს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის გენერალური პროკურატურა ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებას ითხოვს, – ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

უკრაინის გენპროკურატურის სპიკერი ანდრეი ლისენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ უწყებამ პოლიციის უფროს სერგეი კნიაზევს გადასცა დადგენილება მიხეილ სააკაშვილის ძებნილად გამოცხადების შესახებ. მისი თქმით, პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ტრანსპორტირების დროს გაექცა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, ის მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს. კიევში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეციალური დანიშნულების რაზმი ადგილობრივი დროით, დაახლოებით 09:00 საათიდან იყო მობილიზებული.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.

სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს.

Share this post


Link to post
Share on other sites

@წიწკვი რაინდი დანიშნული ფული კიარა რუსეთში გაქცეული ძებნილისგან ფინანსდებოდა ხო გესმის კაცი რუსეთიდან რო აფინანსებს ჟოპოებს . :popcorn:

Share this post


Link to post
Share on other sites

მიშა სპეცრაზმის ხელიდან გამოიხსნა 200-300-მა კაცმა:facepalm:

დადგმული სპეკტაკლია,მაგრამ ვის რაში ჭირდებოდა?:spy:

Share this post


Link to post
Share on other sites

@intel მიშას საემიგრაციოში შეტანილი აქვს სარჩელი და 3 თვემდე დაჭირდება განხილვას დაუკმაყოფილებენ და აღუდგენს სასამართლო მოქალაქეოაბს თუ არა ეს ცალკე საქმეა მთავარია ეხლა ძალადობას მიმართავს რაც უახლოეს ხანში ვვარაუდობ ძაან ცუდათ დაუსრულდება :chups:

ისე ჟირინოვსკიმ კრემლის მესიჯი გააჟღერა მიშასგან ხელიო , ენტა რას უნდა ნიშნავდეს ? :popcorn:

Share this post


Link to post
Share on other sites

@eL

On 12/8/2017 at 2:12 AM, eL said:

 

ისე ჟირინოვსკიმ კრემლის მესიჯი გააჟღერა მიშასგან ხელიო , ენტა რას უნდა ნიშნავდეს ? 

ნაკლებად სავარაუდოა კრემლთან კავშირები ალბათ,მაგრამ ამისგან ყველაფერია მოსალოდნელი:/

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×