Jump to content
Sign in to follow this  

Recommended Posts

რა ხდება და რა ვითარებაა ირანში?!

ქვეყანაში ამ დროსითვის დაპირისპირება და აჯანყება მძვინვარებს.

აჯანყებულ მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნათანიაჰუ. 

თეირანში დემონსტრანტებმა დაიკავეს ქალაქის რამდენიმე რაიონი და დაწვეს მერია. დედაქალაქში „მოლოტოვის კოქტეილები" დაფრინავენ. იუწყებიან ასევე თეირანში „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის" სამხედრო ბაზის დაკავებაზეც. 

ქერმანში შტურმით აიღეს გუბერნატორის რეზიდენცია.
არაქში შტურმით აიღეს პოლიციის სამმართველოს შენობა.
ქვეყნის სხვადასხვა წერტილებში აჯანყებულებმა დაიკავეს სამხედრო იარაღის ბაზები.
ლურისტანში დემონსტრანტების მიერ ასევე დაკავებულია „ბასიჯის" (ისლამური წესრიგის დარაჯების) სამხედრო ბაზა.

აჯანყებამ მოიცვა ირანის 70-მდე ქალაქი, ირანის თითქმის ყველა რეგიონი. 
პროტესტი მძვინვარებს ასევე სულიერი ლიდერის ჰამენეის მშობლიურ ქალაქში, სადაც დემონსტრანტებმა მისი პლაკატებისა და ბანერების საზეიმო დაწვა მოაწყეს.

დადის ხმები, რომ თავად სულიერი ლიდერი თურქეთში გაიქცა, ტელევიზიებში კი მის 2-3 თვის წინანდელ ძველ ჩანაწერებს ატრიალებენ. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე პროტესტის დღეებში ის არ გამოჩენილა არსად.

ლურისტანში 6 ქურთი დემონსტრანტია მოკლული, რის საპასუხოდაც, ამავე რაიონში დემონსტრანტებმა „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის" კუთვნილი ორი ბანკი გაძარცვეს.

ზენჯანში ხალხი ასევე მასობრივად არბევს და ძარცვავს „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის" კუთვნილ ბანკებს და ქალაქში ფაქტობრივად ანარქია სუფევს.

შირაზში დემონსტრანტებმა დაწვეს ისლამის აკადემია და „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის" სავარჯიშო ბაზა, დახიეს აღნიშნული კურპუსის მეთაურის სულეიმანის პლაკატები.
მეშხედში ქვებით მოიგერიეს „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის" რაზმები და მათი გაქცევის შემდეგ დაწვეს მათი მოტოციკლეტები.

ისპაჰანში, სადაც ბირთვული ტერიტორიაა და განთავსებულია ურანის კონვერსიის მოწყობილობები, დემონსტრანტებმა დაიკავეს ავიაბაზა.

დემონსტრანტების მიერ დაკავებულია ქალაქი არაქიც, სადაც ასევე მნიშვნელოვანი ბირთვული ტერიტორიაა. 

გამოსვლები მიმდინარეობს ქალაქ ბუშერეშიც, სადაც რუსეთი აშენებს ატომურ ელექტროსადგურს.
ჰამადანში დემონსტრანტებმა დაწვეს „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის" ოფისები და რამდენიმე სასულიერო სასწავლებელი.

ქერეჯში, რომელიც ცნობილია ციხეებით, სადაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ირანს, მიუხედავად დიდი წიინააღმდეგობისა, ასევე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა.

სამხრეთ-დასავლეთ ირანში მცხოვრები არაბული და ბოშური თემები ასევე შეუერთდნენ დემონსტრანტებს.

სტუდენტური პროტესტი მოეწყო თეირანის უნივერსიტეტთან. ახალგაზრდობა ქვებს ისვრიდა და სკანდირებდა - „სიკვდილი დიქტატურას!"

ირანის ქურთისტანში 10 დემონსტრანტის სიკვდილის შემდეგ, ხალხმა დაწვა და დაარბია „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის" ბაზები და ოფისები.

შაჰინშაჰარში, ისპაჰანის მახლობლად, დემონსტრანტებმა დაწვეს როგორც აღნიშნული ორგანიზაციის ადგილობრივი ბაზა, ასევე მათი მთელი სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის ავტობუსები და დაეუფლნენ ბაზაში არსებულ იარაღს.

ირანის არმიამ ( არა „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსმა", არამედ უშუალოდ არმიამ) მყარი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და უარი განაცხადა დემონსტრანტების დარბევაზე. უფრო მეტიც - ოფიცერთა ნაწილი, რომელიც სამოქალაქო ფორმებშია, თავად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში და ახალგაზრდობას ასწავლიან „მოლოტოვის კოქტეილების" გაკეთებას, ასევე შეტევების მოგერიებას და თავის დაცვას.

ირანის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში უკვე შეიმჩნევა შიდა დაპირისპირების ნიშნები.
დემონსტრაციებს შეუერთდნენ ასევე ირანის ქურთები და აზერბაიჯანელები, თუმცა ისინი საკუთარ ეროვნულ ლოზუნგებსაც აჟღერებენ და მოითხოვენ როგორც რეჟიმის დაცემას, ასევე საკუთარი უფლებების გაფართოებას.

ყაზვინსა და თაკისტანში დემონსტრანტებმა დაწვეს ისლამური აკადემიები.
ბანდერ-აბასში დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს სულიერი ლიდერის ჰამენეის 10 მეტრიანი ბანერი, ფეხებით შედგნენ ბანერს და შემდეგ დაწვეს.

პროტესტი მძვინვარებს ისეთ რელიგიურ ქალაქებში, როგორებიცაა მეშხედი, (სადაც უამრავი შიიტური მავზოლეუმია), ყუმი (რომელიც ირანის შიიტიზმის დედალაქად ითვლება), ახბარი (ამჟამინდელი სულიერი ლიდერის მშობლიური ქალაქი). სწორედ ამ ქალაქებში გაჟღერდა ყველაზე რადიკალური ლოზუნგები - „სიკვდილი ჰამენეის!", „ფეჰლევი, ფეჰლევი, (იგულისხმება ირანის შაჰი რეზა ფეჰლევი) ჩვენ არ ვიყავით მართლები!", „ისლამური რევოლუცია იყო ყველაზე დიდი შეცდომა!" და ა.შ.

თითოეული დემონსტრანტის სიკვდილი უფრო ამძაფრებს ვითარებას და ზრდის ხალხის პროტესტს.
დაღუპულთა რიცხვი, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, რამდენიმე ათეულია, მათ შორის - პოლიციელებიც.

აქტიურად მონაწილეობს აქციებში ირანის აზერბაიჯანიც, როგორც მისი დედაქალაქი თავრიზი, ასევე სხვა პატარა ქალაქები და რაიონული ცენტრები. ასევე, ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის დედაქალაქი ურმიაც.

პროტესტს შეუერთდნენ ბელუჯისტანის მცხოვრებლებიც, რომლებიც სუნიტები არიან და რომლებსაც ირანის დღევანდელი რეჟიმი ერთიანად ტერორისტებად თვლის.

ამ წუთამდე ზუსტად ვერცერთი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი ვერ ამბობს, რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები ირანში.
იქნება თუ არა ეს მოვლენები ირანის ახალი რევოლუციის დასაწყისი და მოხდება თუ არა რეჟიმის დამხობა.

ბოლო დაუზუსტებელი მონაცემებით - ირანი ცეცხლის ალშია გახვეული, აჯანყებულებმა ხელისუფლება ჩამოაგდეს უკვე ათამდე ქალაქში, პრეზიდენტი ჰასან რუხანი და სულიერი ლიდერი ჰამენეი ქვეყნიდან გაიქცნენ.

და კიდევ - როგორც „Reuters" იუწყება, ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამენეის იმ პირადი ბიზნეს-აქტივების ღირებულება, რომლებსაც ის ერთპიროვნულად აკონტროლებს, შეადგენს 95 მილიარდ აშშ დოლარს, რაც მას პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად ამყოფებს!

არადა, ყველაფერი ეს რა მარტივად დაიწყო - ირანში კვერცხი გაძვირდა და მოსახლეობამ თავიდან კვერცხის ფასი გააპროტესტა.

წყარო: info9.ge

 

20180103_013713.png

Share this post


Link to post
Share on other sites
13 საათის ago, წიწკვი რაინდი said:

და კიდევ - როგორც „Reuters" იუწყება, ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამენეის იმ პირადი ბიზნეს-აქტივების ღირებულება, რომლებსაც ის ერთპიროვნულად აკონტროლებს, შეადგენს 95 მილიარდ აშშ დოლარს, რაც მას პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად ამყოფებს!

ყველაზე მდიდარი ცოტა გადაჭარბებული ნათქვამი ხომ არაა?

  • Confused 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ამერიკელების აგორებული კიდევ ერთი წარმატებული გეგმა , საინტერესოა რატო ხდება ეხლა როდესაც თურქეთი რუსეთს ეკურკურება  :up:

Share this post


Link to post
Share on other sites
6 საათის ago, eL said:

ამერიკელების აგორებული კიდევ ერთი წარმატებული გეგმა

სამწუხაროდ კი :/  პროსტა რა არის იცი ?  გინდა ერაყში გინდა სხვა მუსულმანურ ქვეყნრბდი სადაც ამერიკა  შევიდა ფსევდო დემოკრატიით  სიტუაცია უფრო აირია უმართავი გახდა :/  აგერ ლიბიის მაგალითს გადახედეთ , რეალურად საათივით დალაგებული ქვეყანა   ტერორიზმის, სექტანტების და განუვითარებელი სიველურის პირობებში დაბრუნდა.

ძალიან იყო მუსულმანური სიმკაცრე ირანში და უაზრობაში გადადიოდა ბევრი რამე მარა რას მოიტანს ეს  "დემოკრატია" და თავისუფლება საინტერესოა :/

ააქვს უკვე ირანს  ბირთვული ბომბი თუ ჯერ არა ?  ანუ დადასტურებული ინფო დეევს სადმე  ? 

Share this post


Link to post
Share on other sites
გამოქვეყნდა (რედაქტირებული)

აშშ-ს ხელი იკვეთება წაქეზებაში,მაგრამ იმ რეჟიმის შეცვლა საქართველოსთვისაც კარგი იქნება დიდი ალბათობით :up:

რედაქტირებულია: intel მიერ

Share this post


Link to post
Share on other sites

გოგოები ჰიჯაბების გარეშე და ათასობით ადამიანი ქუჩებში - რა ხდება ირანში
a06e931277.images.new_photo_2.axali_sxva

ირანელი გოგო ჰიჯაბის გარეშე - ფოტო ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების სიმბოლოდ იქცა. დემონსტრაციის მონაწილემ თავსაბურავი მოიხსნა და ჰიჯაბის ტარების ვალდებულება გააპროტესტა. 

ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები გრძელდება, რომელშიც, ქვეყნის მასშტაბით, ათასობით ადამიანი მონაწილეობს. 2009 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი საპროტესტო აქციაა, თუმცა ბევრად განსხვავებული, ვიდრე 8 წლის წინ. 2009 წელს დემონსტრაცია იმართებოდა თეირანში და რამდენიმე მსხვილ ქალაქში, მონაწილეები კი მეტ პოლიტიკურ თავისუფლებას ითხოვდნენ. ამჯერად საპროტესტო აქციები უფრო პატარა, ღარიბ ქალაქებშიც მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: ეს გოგონა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების სიმბოლოდ იქცა

დემონსტრაციები პრეზიდენტ ჰასან რუჰანის და მისი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ დაიწყო. ხალხი ინფლაციას, უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და კორუფციას აპროტესტებდა, თუმცა მოთხოვნები მალე ბევრად დიდი და მნიშვნელოვანი გახდა - დემონსტრაციის მონაწილეები ირანის ყველაზე გავლენიანი ადამიანის, უზენაესი ხელისუფლის - ალი ხამენეის გადადგომას ითხოვენ. მათ, ასევე სურთ, ირანი აღარ მონაწილეობდეს სირიასა და ლიბანში მიმდინარე პროცესებში. 

qLOofzg.jpg

სოციალურ ქსელებში შეიქმნა გვერდები, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები რელიგიური ლიდერების მიერ ქვეყნის მართვასაც აპროტესტებენ. 

"ქუჩაში შეკრებილები ბევრად მეტს ითხოვენ, ვიდრე საჭმელი და ფულია," - განაცხადა ხამენეიმ პროტესტის პასუხად. 

ხელისუფლების თქმით, მხარს უჭერენ საზოგადოების მიერ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვას, თუმცა აქციებზე უამრავი დაპირისპირება მოხდა, რასაც ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა. ალი ხამენეის თქმით, ყველაფერში დამნაშავე ქვეყნის მტრები არიან და საპროტესტო აქციებიც სხვა ქვეყნებიდან იმართება. 

23PWdwh.jpg

რა მოხდება ქვეყანაში და რის მიღწევას შეძლებენ დემონსტრაციის მონაწილეები, ექსპერტებისთვის რთულად სათქმელია, თუმცა ერთი რამ ცხადია - ეს ირანის ხელისუფლებისთვის უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე დიდი გამოწვევაა. თანაც, ამჯერად ისლამური სახელმწიფოს მმართველები ბევრად მძიმე პოზიციაში არიან, რადგან აშშ-მა, ისრაელმა და საუდის არაბეთმა საკმაოდ ძლიერი ანტიირანული ალიანსი შექმნეს. 

BBC-ს პოლიტიკური მიმომხილველის აზრით, ძალის ზედმეტმა გამოყენებამ, შესაძლოა, სირიის სცენარის გამეორება გამოიწვიოს, რომელშიც სხვა ქვეყნებიც აქტიურად ჩაებნენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ძალას არ გამოიყენებენ, უფრო მეტი ადამიანი გაბედავს საპროტესტო აქციებს შეუერთდეს. 

OjKoBRz.png

წყარო: BBC

Share this post


Link to post
Share on other sites

იმედია მალე მოყომარდება და რევოლუციამდელი ირანი დაბრუნდება, ამაზრზენია ეს თეოკრატია, როფის მოვა ხალხი აზზე :facepalm:

NMpy1-UtbBK9_-f9PxoVVCFeumxWeJ8Ch5000_LzKBo.jpg

Share this post


Link to post
Share on other sites

@thebad დაიღალა ხალხი ამ რეპრესიებით 70 იანებში ქალი კაცი თანასწორი იყო და არანაირად არ იზღუდებოდნენ რადიკალურმა ისლამმა დაამონა ნაროდი და მაგან გამოიწვია ეს მუხტი , იმედია თავის ადგილს მიუჩენენ ნაძირლებს .

 

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ლიბიის, ეგვიპტის, სირიის და ერაყის შემდეგ ირანის ჯერი ლოგიკურად დადგა, რიგში რუსეთია

Share this post


Link to post
Share on other sites
4 საათის ago, sanfol said:

ლიბიის, ეგვიპტის, სირიის და ერაყის შემდეგ ირანის ჯერი ლოგიკურად დადგა, რიგში რუსეთია

სირია ერაყი და ირანი ერთი პალასაა ამას ემატება თურქეთის გაურკვეველი მოძრაობები , გრძნობს თურქეთი საფრთხეს თავად ევროპა ამერიკისგან და ეკურკურება რუსეთს რომელიც მათზზე უარეს დღეშია .

ევროპა - აზიის გზაზე მიდის მუშაობა სადაც ირანის ჩართვაც უნდათ მარა თურქეთზე არ გაატარებენ აქ მეორეცაა " აზერები" ბოლომდე აზერებბს არავინ ენდობა და მაგაზეც იყო არმენების პრეზო ჩამოსული მარგველას რო შეხვდა 100% გზის ბაზარია.

ასეთი მოცემულობაა.

 

2018-01-04_161658.jpg

Share this post


Link to post
Share on other sites
41 წუთის წინ, eL said:

სირია ერაყი და ირანი ერთი პალასაა ამას ემატება თურქეთის გაურკვეველი მოძრაობები , გრძნობს თურქეთი საფრთხეს თავად ევროპა ამერიკისგან და ეკურკურება რუსეთს რომელიც მათზზე უარეს დღეშია .

ევროპა - აზიის გზაზე მიდის მუშაობა სადაც ირანის ჩართვაც უნდათ მარა თურქეთზე არ გაატარებენ აქ მეორეცაა " აზერები" ბოლომდე აზერებბს არავინ ენდობა და მაგაზეც იყო არმენების პრეზო ჩამოსული მარგველას რო შეხვდა 100% გზის ბაზარია.

ასეთი მოცემულობაა.

 

2018-01-04_161658.jpg

ისე რაც თურქებისგან ახსოვს ევროპას სიმწარე პირველ და მეორე მსოფლიო ომში უნდა მოეგვარებინათ და პირიქით ტერიტორიები აჩუქეს, აწი რაღას უზავენ თუ არ აურიეს თურქებმა

Share this post


Link to post
Share on other sites
ახლახან, sanfol said:

ისე რაც თურქებისგან ახსოვს ევროპას სიმწარე პირველ და მეორე მსოფლიო ომში უნდა მოეგვარებინათ და პირიქით ტერიტორიები აჩუქეს, აწი რაღას უზავენ თუ არ აურიეს თურქებმა

ევროპას თურქეთის და რუსეთის მიშვება ძვირი დაუჯდათ ხოდა ამერიკამ გამოაფხიზლა.

ძალიან მალე თურქეთ-  ერაყის მიწაზე გაჩნდება ახალი სახელმწიფო კურდისტანი . რაც ჩვენც და ევროპას აწყობს

 

675x350_bonus-kurdistan.jpg

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

@eL  უნდათ არ უნდათ წესით მართლა ჩამოყალიბდება :) თურქეთს კი მაგრად არ აწყობს მარა სხვა გზა აღარ ექნება სავარაუდოდ

Share this post


Link to post
Share on other sites

@ALF ქურთები ძაან ბევრნი არიან მითUმეტეს მაგ მიწაზე რომელიც მიაჩნიათ ქურდისტანად პახოდუ დაუმორჩილებელ იხალხია და ამერიკამ სიგნალიც მისცა თურქეთი თუ არ მოისვენებს შეილება ახალი სახელმწიფო გაჩნდესო ისტორიული ქურთისტანიო .

ეგ მოხდეაბ + ირანი გამოსწორდება და საქართველო ევროპა აზიის მთავარი ჰაბი გახდება ამას წყალი არ გაუვა !

 

Share this post


Link to post
Share on other sites
57 წუთის წინ, eL said:

ევროპას თურქეთის და რუსეთის მიშვება ძვირი დაუჯდათ ხოდა ამერიკამ გამოაფხიზლა.

ძალიან მალე თურქეთ-  ერაყის მიწაზე გაჩნდება ახალი სახელმწიფო კურდისტანი . რაც ჩვენც და ევროპას აწყობს

 

675x350_bonus-kurdistan.jpg

და ოფიციალური ენა რა ექნებათ თურქულს დატოვებენ თუ ქურთული იმარიაჟებს

Share this post


Link to post
Share on other sites

@eL კი ეგ დიდი ალბათობით მასე იქნება + ლაზიკის პორტის თემას ძაან ხოდავენ და ალბათ სამომავლო გეგმები ეგრე დალაგდება 

Share this post


Link to post
Share on other sites

@ALF ლაზიკას პორტის პროექტი მიშას სულელური ფანტაზიის ნაყოფი იყო , დღევანდელი მაკეტი ნანახი თუ გაქვს ? ნეტა მალე დაიწყონ ძაან სერიოზულია იმ ლაზიკასთან შედარებით . . .

პახოდუ ლაზიკის აშენება ჩინელებისთვის უნდა მიეცათ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამერიკელებს გადაცა მშენებლობის უფლება რაც მაღალხარისხიანი პროექტის წინაპირობაა. :up:

Share this post


Link to post
Share on other sites

@eL  კი :D მიშას პირდაპირი ჩართვის დროსაც როცა დაანონსა იქ პორტის მშენებლობა  იქ ვიყავი :) რამდენჯერმე  მომიწია ჩასვლა რომ  პროექტი და რაღაცეები მენახა :P ანაკლიაც ბანძი ადგილია როგორც საკურორტო ზონა :( კოღოები, ჭაობი და ტალახიანი სანაპირო, ზედგამოჭრილია პორტისთვის , ამერიკელები თუ მაღალ სტანდარტზე მიყვნენ და რეალური ღრმა და დიდი მოცულობის პორტი აშენდა , შანსი გვექნება დიდი და კარგი ჰაბი გავხდეთ.  ძალიან ვგულშემატკივრობ მაგ პორტს და იმედია გაამართლებს იმედებს

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×