Jump to content

Recommended Posts

მოგესალმებით თემაში, სადაც თავს მოიყრის ის ხალხი ვინც Youtube-ზე მოღვაწეობს და პარალელურად ცდილობს იგი აქციოს საკუთარი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ. 

მაშ ასე: ამ საქმით დაინტერესებულ ახალბედებს ვეტყოდი, რომ პირველ რიგში რაც მათ უნდა იცოდნენ, არის ის რომ უამრავი შრომის გაწევა მოუწევთ კარგი შედეგის მისაღებად. ეს არ არის ადვილი საქმე მაგრამ შემოსავალი შრომის პირდაპირპროპორციულია. ამიტომ თუკი მზად ხართ ამ ყველაფრისთვის მაშინ დავიწყოთ!

თუკი თქვენ გადაწყვიტეთ Youtube-ი აქციოთ შემოსავლის წყაროდ თქვენ აუცილებელია გახდეთ იუთუბის პარტნიორი, ჩაურთოთ თქვენს ვიდეოებს მონეტიზაცია და დაიწყოთ ზრუნვა თქვენი ვიდეოების პოპულარიზაციისთვის. 
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი არხი დგას კარგ პოზიციაზე, არ აქვს მძიმე დარღვევები სხვადასხვა მიზეზის გამო,  შეგიძლიათ გახდეთ იუთუბის პარტნიორი, ჩაურთოთ თქვენს ვიდეოებს მონეტიზაცია და გამოიმუშავოთ ფული.
 

Youtube- ით თანხის გამომუშავების ძირითადი მიმართულებებია:

1. რეკლამების ჩვენების დაშვება თქვენს ვიდეოზე (იგივე ვიდეოს მონეტიზაცია Google-ის სისტემაში)
2. ფასიანი გამომწერები ( პოპულარულობის პიკს მყოფთ შეგიძლიათ ჩართოთ ეს ფუნქცია, სადაც მომხმარებლები გადაიხდიან ყოველთვიურ გადასახადს თქვენი არხის გამოწერასა და ვიდეოების ნახვაში)
3. მერჩენდაიზინგი ( სხვადასხვა სახის პროდუქტის რეკლამირება/გაყიდვა თქვენი ვიდეოების მეშვეობით)

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! ! ! Youtube-ი ვიდეოს ნახვებში არ იხდის ფულს, იმისათვის, რომ თანხა გამომიმუშავოთ პირველრიგში საჭიროა ვიდეოს მონეტიზაცია, რის შემდეგაც თქვენს ვიდეოებზე მოხდება Google-ისთვის დამრეკლამებლის მიერ შეკვეთილი რეკლამების განთავსება, ხოლო ამის შემდეგ თქვენ გამომიმუშავებთ იმის პირდაპირპროპორიცულად თუ რამდენი ადამიანი დაინტერესდება თქვენი ვიდეოს ყურების პარარელურად გამოჩენილი რეკლამით ( ანუ დააკლიკავს მას მეტი ინფრომაციის მიღების სურვილით ) .

ამ ეტაპზე ჩვენ ძირითადად საუბარი გვექნება ყველაზე გავრცელებულ მეთოდზე - რეკლამების ჩვენების დაშვებაზე ჩვენს არხზე (იგივე ვიდეოს მონეტიზაციაზე Google-ის სისტემაში). უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ სისტემა მუშაობს ასე: გუგლის PPC (Pay Per Click) საიტის Google Adwords - ის მეშვეობით დამკეთი უკვეთავს რეკლამას, ადგენს მის ბიუჯეტს და იუთუბი გიხდით 45/55 პრინციპით პროცენტს (ეს Youtube-ზე რეკლამის შემოსავლის განაწილების წესია ვიდეოს ავტორებისთვის, რომელსაც იმთავითვე ეთანხმებით, რა დროსაც ხდებით მისი პარტნიორი) რეკლამებზე გადასვლებისგან მიღებული გასამრჯელოდან. 

( მაგ: თუ დამრეკლამებელმა Google-ს გადაუხადა 100 $ და მის მიერ დაკვეთილი რეკლამების 100 % დარეკლამდა შენს ვიდეოზე შენ მიიღებ 100-ის 55 % = 55 $ )
 

maxresdefault.jpg

 

როგორ დავიწყოთ Youtube-ზე თანხის გამომუშავება ?

1) Youtube-ზე რეგისტრაცია და მონეტიზაციის ჩართვა

Youtube-ზე რეგისტრაცია

 

Youtube-ზე მონეტიზაციის ჩართვა

 

 

2) Google adsense რეგისტრაცია და Youtube-ს არხზე მიბმა

 

 

 

Google adsense - ზე თქვენ ხედავთ თქვენი არხის შემოსავლის დეტალურ სტატისტიკას. აქვე ირჩევთ გადახდის მეთოდს: ჩეკით, ელექტრონული გადარიცხვით (EFT) ან Western Union -ის მეშვეობით. გირჩევთ აირჩიოთ Western Union. 
10 ევრომდე თანხის დაანგარიშების შემდეგ, რამდენიმე დღეში გეგზავნებათ პინ კოდი რომელიც მოვა დაახლოებით 2-4 კვირის ვადაში. თუმცა არის შემთხვევები როდესაც იგვიანებს (გააჩნია თქვენ ადგილმდებარეობას). 

ყურადღება: გუგლი თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე გამომუშავებულ თანხას ანგარიშობს შემდეგი თვის 11-12 რიცხვებში. შესაბამისად, თქვენ თვის 1-ლი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვამდე უნდა მოასწროთ 10 ევროზე ასვლა, რომ შემდეგ თვეში დაანგარიშებისას გამოგეგზავნოთ პინკოდი.

მინიმალური გამოსატანი თანხა არის 70 ევრო. 

ჩამოსულ პინკოდს თუ 21 რიცხვის მერე შეიყვანთ,თქვენ არ მოგიწევთ ლოდინი მომდევნო თვის ბოლომდე.
როგორც კი პინს შეიყვანთ,მეორე დღეს თანხა დაირიცხება.

საგადასახადო ინფორმაციაში თქვენი მისამართი შეიყვანეთ ქართველი ფოსტალიონისთვის გასაგებ ენაზე ინგლისური შრიფტით (yazbegis gamziri nomeri 24, 2 sadarbazo, bina # 15 an dolidzis qucha # 77 და ა.შ). ასევე უნდა მიუთითო თქვენი საფოსტო კოდი. თუ არ იცით, მაშინ დარეკეთ საინფორმაციო ცენტრში 118-08 და გეტყვიან. საიტზე პინ კოდის შეყვანის შემდეგ თქვენ უკვე მზად ხართ აიღოთ შემოსავალი. შემოსავლის დაანგარიშება ხდება 15 რიცხვამდე, ხოლო თანხის ჩარიცხვა მომდევნო რამოდენიმე დღის მანძილზე. ვესტერნზე გადმორიცხვის შემთხვევაში თანხის აღება ჯობია რიკო კრედიტის მეშვეობით.

 

3) Google adsense-ის ალტერნატივა YouTube MCNs იგივე YouTube ნეთვორქები

YouTube ნეთვორქები არიან Google adsense-ზე მონეტიზაციის ალტერნატივები, ანუ პრინციპი თანხის გამომუშავების და წესებისა იგივეა მათთანაც რაც ედსენსის პლატფორმაზე ( დაწესებული Google-ის მიერ)

YouTube ნეთვორქი არის ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლობს YouTube-ზე არსებულ ჩენლებთან ( ასევე შესაძლოა სხვადსხვა ვიდეო პორტალებთანაც) და სთავაზობს მათ სერვის, რომელიც თავის თავში შეიძლება გულისხმობდეს 

1) ციფრული მასალების დაცვის მენეჯმენტს
2) მონეტიზაციას ( მათ შეუძლიათ ჰყავდეთ თავიანთი რეკლამის დამკვეთები )
3) მიზნობრივი აუდიტორიის ზრდის მენეჯმენტს
4) არხის განვითარების მენეჯმენტს
5) დახმარებას, ორგანიზაციაში არსებულ თქვენთან თანხვედრაში მყოფ არხებთან კოლაბორაციაში 

და ა.შ სხვადასხვა მარკენტინგული მიმართულებების განვითარების ხელშეწყობას და ამის სანაცვლოდ იღებს გასანმჯელოს თქვენი ჩენელიდან ჯამში გამომუშავებული თანხის განსაზღვრული პროცენტული რაოდენობით .

დღესდღეისობით Top 20 - ი Youtube MCN ( ნეთვორქი ) SocialBlade - ის მონაცემებით:

user posted image

 

აქ არსებულ და არარსებულ ნეთვორქებს აქვთ განსხვავებული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეთ მათთან გასაწევრიანებლად და წესები, რომელებსაც ისინი გთავაზობენ თუ მათთან ითანამშრომლებთ

მაგალითად: AIR MCN ( ყველაზე ცნობილი და სტაბილური რუსული პარტნიორკა) 

მოთხოვნები:

1) აუცილებელია არხზე გქონდეთ 3 ვიდეო
2) 300 გამომწერი და 10 000 ნახვა ჯამში
3) შენი არხი უნდა იყოს სუფთა ( თეთრი კონტენტით ) 
4) არხი დაკავშირებული უნდა იყოს ედსენსთან

თანხის განაწილების პრინცპი 30 % მასს - 70 % შენ 

რას გთავაზობს? :

1) უფასო მუსიკალურ ბიბლიოთეკას
2) ჩენელის განვითარებაში დამხარებას
3) ბრენდებთან კონტაქტების დამყარებაში დამხარებას
4) ჩენელის დიზანის გამართვას
5) საავტორო უფლებების დაცვას
6) გამომუშავებული თანხის გადმორიცხვის სხვადსხვა საშუალებას : WebMoney , PayPal, Payoneer, Visa / MasterCard 
7) და ა.შ , კიდევ აქვს რამოდენიმე შემოთავაზება, რომელსაც შეგიძლიათ მათსავე ოფიციალურ საიტზე გაეცნოთ ( Air MCN )


4) როგორ გავხდეთ წარმატებულები Youtube- ზე

user posted image

გაიაზრეთ რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ წარმატებული ამ სფეროში:

- ვიდეოს ნახვები ( არის შენი მიზანი მხოლოდ, ის რომ შენს ვიდეოს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი ნახვა ? )

- შემოსავლის მიღება ( არის შენი მიზანი რაც შეიძლება მეტი თანხა გამოიმუშავო შენი ვიდეოებით ? )

- ბრენდად ჩამოყალიბება ( არის შენი მიზანი გახდე წარმატებული ბრენდი შენ ნიშაში ? )

10 მარტივი ნაბიჯი ნებისმიერი ზემოთ მოყვანილი მიზნის სისრულეში მოსაყვანად:

1) აირჩიე ნიშა 

ეს პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია რაც შენ უნდა გადადგა Youtube-ზე წარმატებისაკენ მიმავალ რთულ გზაზე , ნიშის შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია, შენი მომავალი წამრატება თუ წარუმატებლობა მასზედ დიდად არის დამოკიდებული , ამიტომ ჩემი რჩევაა აირჩიო ან თუნდაც შენითვე მოიფიქრო ის მიმართულება რაშიც თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობ და რაც ბუნებრივად ყველაზე კარგად გამოგივა 

2) შეაფასე შენი შესაძლებლობები შენს კონკურენტებთან მიმართებაში

აუცილებელია იცოდე თუ რა კონკურენციასთან მოგიწევს გამკლავება მომავალში, რა შეიძლება იყოს შენი ძლიერი მხარე სხვებთან მიმართებაში , ამიტომ აუცილებელია შეისწავლო კონკურენციის დონე შენს ნიშაში. ამისათვის აკეთებ მოძიებას ინფრომაციისა თუნდაც ისევ Youtube-ზევე , ეძებ უკვე პოპულალურ და დარანკულ ვიდეოებს შენს ნიშაში აკეთებ მათ ანალიზს , და გამოგაქვს დასკვნები თუ რა შეგიძლია დაუმატო შენ მას ისეთი რაც შენ გაგხდის განსხვავებულს (მეტად მიმზიდველს) მათთან მიმართებაში

3) შექმენი ხარისხის შენთვის დამახასიათებელი სტანდარტი 

- პირველრიგში შენი მთავარი მოვალეობაა იზრუნო ხარისხიანი უნიკალური კონტენტის შექმნაზე 
- ჩენელის ბრენდინგი ( წარმოიდგინე, რომ უკვე რაიმე ბრენდი ხარ მოაწყვე შენი ჩენელი შენს ნიშასთან შესაბამისობაში )
- კომუნიკაცია N 1 მეგობარი წარმატებისა ( იყავი რაც შეიძლება კომუნიკაბელური შენს აუდიტორისთან )

4) რა დაგეხმარება შენი ვიდეოს დარანკვაში (პოპულარიზებაში) ?

1) ვიდეოს უნიკალურობა და ხარისხი
2) ვიდეოს სწორი აღწერა, ვიდეოსთვის სწორი თეგების მოძიება ( სეოს მინიმალური სქილები )
3) ვიდეოს ხარისხიანი Thumbline ( ფოტო, რომელსაც პოტენციური მნახველი ხედავს ვიდეოს ჩართვამდე)
4) სოციალური ქსელები ( გამოყენე ნებისმიერი სოცილაური ქსელი შენი ვიდეოს მიზნობრივ აუდიტორიმადე მისაწვდენად)
5) დაიწყე ყველაფერი თავიდან და ყოველთვის იფიქრე თუ რომელი პუნქტის გაუმჯობესბა შეგიძლია ეხლა, რადგან გამოცდილება დროსთან ერთად აუცილებლად მოდის

5) რა არ უნდა გავაკეთო არასოდეს ! [ Prohibited ! ! ! ] 

1. რაც მთავარია ვიდეო არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს. (თუ გადაწყვეტთ ვიდეო გაკვეთილის გადაღებას სასურველია მიუთითოთ თქვენი ჩანელის ლინკი, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია არ მოგცეთ მონეტიზაცია)

2) არ შეიძლება ისეთი სიმღერის/მუსიკის გამოყენება თქვენს ვიდეოში რომელზეც თქვენ არ ფლობთ უფლებებს ! (ამის ალტერნატივად Youtube-ს აქვს თავის უფასო მუსიკალური ბიბლიოთეკა, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ ამოარჩიოთ სასურველი და დაადოთ თქვენს ვიდეოს)

3) არ აიძულოთ/ სთხოვოთ/ მოსთხოვოთ ხალხს რომ თქვენს ვიდეოზე გამოჩენილ რეკლამას დააწკაპოს შემოსავლის გაზრდის მიზნით, დაუშვებელია ასვე თქვენვე აკეთოთ იგივე, რადგან ეს Google Adsense-ის წესების პირდაპირი დარღვევაა და ამისათვის დიდი ალბათობით ადრე თუ გვიან დაიბლოკებით

4) თეგების და ვიდეოს აღწერის ველში არ მიუთიოთ ვიდეოს თემატიკასთან არარელევანტური (შეუსაბამო) აწღერები/ თეგები

5) არანაირი 18+ კონტენტი!

6) მოერიდეთ სპამის ნებისმიერ ფორმას

 

6) როგორ უნდა მოვიქცეთ ჩანელის დახურვის დროს:

თუკი ჩანელი დაგიხურეს სპამის გავრცელებისთვის ან საავტორო უფლებების დარღვევისთვის, შეგიძლიათ გააპროტესტოთ და გაუგზავნოთ იუთუბს შემდეგი ტექსტები:

1. (საავტორო უფლებების დარღვევისას, სტრაიკის მოსვლის შემთხვევაში)

Hello I ask you to consider the complaint on my channel (ჩანელის სახელი), I do not have violated your copyright, video containing only the desired information in the descr1ption, please restore the channel I will correct their mistakes I swear. I swear, under penalty of perjury, that I have a good faith belief that the material was removed or disabled as a result of a mistake or misidentification of the material to be removed or disabled. My channel is closed for only one community guidelines strike. check it please and help me. Please restore my channel i will correct my mistakes.
I confirm I have world wide commercial distribution rights for my video, which was made by myself using material under Creative Commons (CC BY) License from YouTube's own Creative Commons library...Please restore my suspended channel. with respect (სახელი, გვარი)


2. (სპამის გავრცელებისათვის, მოსული სტრაიკისთვის)

Hello My Youtube Channel ( ჩენელის ლინკი ) Has Recently Been Suspended '' Due to multiple or severe violations of youtube's policy against spam , gaming , misleading content , or other terms of service violations '' i believe i have not violated these policies . I have never used spam or tags in my descr1ption , irrelevant tags or titles , or any other methods in attempt to cheat the system , mislead or offend my viewers . i believe the flagging of my videos was not legitimate , it was most likely meant to cause problems for me and my channel . I work hard to produce content daily and i love what I do , just as i care about my audience . I'd like to ask you to review my videos once more and reinstate my channel if the flags against them appear to be false . 

thank you for your time and i'm looking forward to your response 
Best Regards
- სახელი,გვარი ( ჩენელის სახელი ) 

ამ ტექსტებს ვაგზავნით შემდეგ ლინკზე

 

7) საჭირო პროგრამები, აპლიკაციები , ბაზები და ა.შ Youtuber- ისათვის
 

1) უფასო მუსიკების ლინკები თქვენი ვიდეოსათვის


1) https://www.youtube.com/audiolibrary/music
2) http://www.youtube.com/user/NoCopyrightSounds
3) http://incompetech.com/
4) http://danosongs.com/
5)  http://ccmixter.org/
6) https://www.jamendo.com/
7) http://audionautix.com/
8) http://remix.kwed.org/
9) http://www.newgrounds.com/audio/
10) https://www.partnersinrhyme.com/
11) http://freemusicarchive.org/curator/video
12) http://www.bensound.com/

 

2) ვიდეო ედითორები ( ვიდეოსთან სამუშაო პროგრამები )

1) Adobe Premiere Pro CC 

https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5404185


2) Wondershare Filmora 

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5425866

3) Camtasia Studio 

https://thepiratebay.org/torrent/8742921/Ca...ials-ThumperDC/

3) აუდიო ედითორები ( აუდიოსთან სამუშაო პროგრამები )

1) Audacity ( აუდიო ფაილების რედაქტორი მარტივი და მოსახერხებელი ხელსაწყო )

http://www.audacityteam.org/

4) ფოტო ედითორები ( ფოტოებთან სამუშაო პროგრამები, არხის ლოგო, ჩენელის ქუდის და ვიდეოს თამბლაინის შესამქნელად )

1) Adobe Photoshop CC ( ზედმეტი ახსნების გარეშე ყველაზე მძლავრი ფოტო ედითორი )

https://nnm-club.name/forum/viewtopic.php?t=1086938/

2) Canva ( მარტივი ონლაინ პლატფორმა ნებისმიერი სოციალური ქსელი ვიზუალიზაციის გასაფორმებლად, მათ შორის Youtube-ის ჩენელის ქუდის , ლოგოს და ვიდეოს თამბალინების შესაქმენალად)

https://www.canva.com/

4) სეო ოპტიმიზაციის ხელსაწყოები


1) vidIQ Vision for YouTube ( ეს მარტივი ხელსაწყო დაგემხარებათ ჩენელის ოპტიმიზაციაში, თეგების, აღწერის სწორად შერჩევაში და სხვა მარკენტიგული მიმართულებების განვითარებაში საკუთარ არხზე)

https://vidiq.com/

2) TubeBuddy ( ეს მარტივი ხელსაწყოც დაგემხარებათ ჩენელის ოპტიმიზაციაში, თეგების, აღწერის სწორად შერჩევაში და სხვა მარკენტიგული მიმართულებების განვითარებაში საკუთარ არხზე, ასევე აქვს დამატებით კიდევ უამრავი ფუნქცია )

https://www.tubebuddy.com/

 

წყარო: Forum.ge
თემის ავტორი: GooDxGaMeR 
თანაავტორი თქვენი მონა მორჩილი :love:

 

დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში თამამად მოგვმართეთ. დაპოსტეთ ამავე თემაში და შეძლებისდაგვარად გაგცემთ პასუხს.

 წარმატებებს გისურვებთ :bis:

 

 

 

 

 

რედაქტირებულია: administrator მიერ
  • Love 1

Share this post


Link to post
Share on other sites
Just now, {_~Sleep~_} said:

კეთილი იყოს ჩემი ფეხი ^_^ ფიქსირ*

გაგიმარჯოს :jump: როგორ მიდის საქმეები? ისევ მოღვაწეობ იუთუბზე?

  • Haha 1

Share this post


Link to post
Share on other sites
4 minutes ago, administrator said:

გაგიმარჯოს :jump: როგორ მიდის საქმეები? ისევ მოღვაწეობ იუთუბზე?

ჩემს მეუღლეს გადავაბარე ყველაფერი სამსახური დავიწყე და დრო აღარ მრჩება ფაქტიურად ^_^

  • Haha 1

Share this post


Link to post
Share on other sites

იმდენი ხანი აღარ ჩანდი ვიფიქრე მილიონერი გახდი უკვე და ბაჰამის კუნძულზე ზაგარს იღებს თქო. შენ რას შვრები ?

Share this post


Link to post
Share on other sites
6 minutes ago, {_~Sleep~_} said:

იმდენი ხანი აღარ ჩანდი ვიფიქრე მილიონერი გახდი უკვე და ბაჰამის კუნძულზე ზაგარს იღებს თქო. შენ რას შვრები ?

გაგიკვირდება და ქართულ კონტენტსაც აქტიურად გადავწვდი :lol: ძალიან გაძნელდა მუშაობა მაგრამ უფრო კომფორტული ხდება გარემო ნამდვილად უნიკალური კონტენტის "კრეატორებისთვის. 

3-4 არხი შემომრჩა...

  • Confused 1

Share this post


Link to post
Share on other sites
1 minute ago, mr.b1k said:

კაიაა დაბრუნებაა :დ არხი ვერ გავატარე მონეტიზაციას არ მირთავენ, მირჩიეთ რამე ქოფი არმქონდა არადა

რომ გირჩიოთ უფრო დეტალური ინფორმაციაა საჭირო. გქონდა თუ არა ატვირთული საავტორო ვიდეოები? ადევთ თუ არა საავტორო? რა ნიშაა?

Share this post


Link to post
Share on other sites

აიფორუმ ბექ ბიჩიზ :bis:

ახალი სექტემბერი

ახალი სეზონი

ახალი სქემები 

ძველი ჯგუფი (ახალი პინგვინებით რათქმაუნდა ;დ ) 

იუთუბის გაკოტრებინგი იწყება :3 

  • Love 1

Share this post


Link to post
Share on other sites
16 minutes ago, MumlaDavid said:

აიფორუმ ბექ ბიჩიზ :bis:

ახალი სექტემბერი

ახალი სეზონი

ახალი სქემები 

ძველი ჯგუფი (ახალი პინგვინებით რათქმაუნდა ;დ ) 

იუთუბის გაკოტრებინგი იწყება :3 

აბა რააა :jump::bis::love:

 

3 minutes ago, mr.b1k said:

შერეული ვიდეოები ქოფი არცერთზე 

დასქრინე აბა მონეტიზაციის განყოფილება სადაცაა...რო აწერია გამორთულიაო მონეტიზაცია ის გვანახე 

Share this post


Link to post
Share on other sites
2 hours ago, Benjamin said:

ჰაჰა როგორც იქნა ამდენი ხნიშ შემდეგ iforum დაბრუნდა.. B| წარმატებები ბიჭებო... ფიქსირრ...

  • დიდი მადლობააა მეგობარო :bis::love:
2 hours ago, {_~Sleep~_} said:

ქართულ კონტენტზე დავიწყო ღირს ვითო?

ცოტაა უბრალოდ შემოსავალი რა. ჯიბის ფული. სხვა არხებს თუ მიაშველებ

 

ემიგრანტებზე თუ გათვლი...

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now


  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×