Jump to content

Recommended Posts

ღმერთის არსებობის საუკეთესო არგუმენტები:


"პოლონელი მღვდელი და მათემატიკოსი მიხალ ჰელერი ტემპლტონის პრემიის ლაურეატი და მეცნიერული მიღწვევებისათვის დაწესებული ყველაზე დიდი ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა. გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე მას საზეიმოდ გადასცეს მილიონ 600 ათასი დოლარი. ეს ჯილდო კათოლიკე მღვდელმა იმით დაიმსახურა, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომები ღმერთის არსებობის ირიბ დადასტურებას შეიცავს.

პროფესორი მიხალ ჰელერი 72 წლისაა. იგი კოსმოლოგიის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა მისი მოღვაწეობის სფერო მათემატიკას, ფილოსოფიასა და მეტაფიზიკასაც მოიცავს.

ტემპლტონის პრემიაზე მისი კანდიდატურა კრაკოვში მდებარე იაგელონის უნივერსიტეტის რექტორმა კაროლ მუიჟელმა წარადგინა.

"მისი უნიკალურობა ისაა, რომ იგი ერთდროულად შემოქმედებითი მეცნიერი და მოაზროვნე მორწმუნეა. მეცნიერებაში ამას ტრანსცედენტალური საიდუმლოს შეგრძნება მოაქვს, რელიაგიაში კი - სამყაროს დანახვა მეცნიერის ფართოდ გახელილი თვალებით.

"მან მეცნიერების თეოლოგიურობის მცნება დაამკვიდრა. მან შეძლო ეჩვენებინა, რომ რელიგია, რომელიც მეცნიერული კვლევებისაგან თვითიზოლირებას ახდენს, არადამაჯერებელია, ხოლო მეცნიერება, რომელიც სამყაროს აღქმის სხვა გზებს უარყოფს, ბრმაა", - ასე შეაფასა თავისი პროტეჟეს მოღვაწეობა მუიჟელმა.

ტემპლტონის ფონდის თავმჯდომარე ჯონ ტემპლტონი კი ამბობს, რომ "მიხალ ჰელერის მისწრაფებამ სამყაროს უფრო ღრმად შეცნობისაკენ ერთის მხრივ რელიგიურ კონცეპციებში მნიშვნელოვან წინსვლამდე მიგვიყვანა და მეორეს მხრივ მეცნიერების ჰორიზონტები გააფართოვა".
რას ამტკიცებს პოლონელი პროფესორი და მღვდელი

მისი თეორია ღმერთის არსებობას პირდაპირ არ ადასტურებს, თუმცა მნიშვნელოვნად ცვლის დღეს გაბატონებულ შეხედულებას სამყაროს მატერიალურობის შესახებ. პროფესორმა ჰელერმა გამოიყვანა რთული მათემატიკური ფორმულა, რომელიც საშუალებას იძლევა სამყაროში მომხდარი ყველა მოვლენა, მათ შორის შემთხვევითობებიც, მათემატიკური გამოთვლებით აიხსნას.

ჰელერის შრომები სამყაროს შექმნის ფუნდამენტური თეორიის შექმნის მცდელობის გარშემოა აგებული. სპეციალისტთა თქმით, იგი თავის კვლევებში აინშტაინზე შორს მიდის კვანტური მექანიკის, კოსმოლოგიის, ფიზიკისა და მათემატიკის სფეროში და შეიცავს ჰაიზენბერგის განტოლების საკუთარ ვერსიას.

პოლონელი მღვდელი ასე მსჯელობს: თუ ჩავთვლით, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ჰყავდა შემოქმედი. მაგრამ, თუ სამყარო ავტონომიურია, არ აქვს საზღვრები, არ აქვს დასაწყისი და დასასრული - მაშინ იგი უბრალოდ არსებობს. ასეთ შემთხვევაში სადაა შემოქმედის ადგილი.

ჰელერი ეწინააღმდეგება სამყაროს წარმოშობის ნიუტონისეულ კონცეფციას, ანუ იდეას აბსოლუტური დროის, აბსოლუტური სივრცისა და ღმერთის შესახებ, რომელიც ქმნის ენერგიასა და მატერიას. მან მკვლევარებს შესთავაზა დაუბრუნდნენ თეოლოგიის ტრადიციულ დოქტრინას, რომლის თანახმადაც საყაროს შექმნა სივრცისა და დროისაგან დამოუკიდებელი აქტი იყო.

"მე ყოველთვის მინდოდა იმით ვყოფილიყავი დაკავებული, რაც ყველაზე მთავარია. და რა შეიძლება მეცნიერებასა და რელიგიაზე მთავარი იყოს. მეცნიერება ჩვენ გვაძლევს ცოდნას, რელიგია კი სამყაროს არსებობის არსს გვიხსნის. ის, რომ ეს ორი უდიდესი ღირებულება ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება - ეს პარადოქსია. ხშირად ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს: როგორ შეიძლება განათლებული ადამიანები იმდენად ბრმები იყვნენ, რომ ვერ ხედავდნენ, რომ მეცნიერება უბრალოდ სწავლობს იმას, რაც შექმნა ღმერთმა", - განაცხადა თავად ჰელერმა. 

ღმერთის არსებობის ალბათობა 62%-ია 

ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც მეცნიერებმა მათემატიკური ფორმულებით სცადეს ღმერთის არსებობის დადასტურება და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. მაგალითად გამოდგება გერმანელ მათემატიკოსთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც შარშან შემოდგომაზე გამოქვეყნდა.

მეცნიერთა მიზანი იყო გამოეთვალათ რამდენია იმის ალბათობა, რომ ღმერთი არსებობს. ამისათვის მათ მე-18 საუკუნის ცნობილი მეცნიერისა და მღვდელის თომას ბეისის მიერ გამოყვანილი ფორმულა გამოიყენეს. ცნობისათვის, თომას ბეისის კვლევების შედეგები თანამედროვე მეცნიერებაში მეტად აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით კომპიუტერულ პროგრამირებაში.

გერმანელი მეცნიერები კვლევას რამდენიმე მიმართულები აწარმოებდნენ - სამყაროს წარმოშობა და მოწყობა, ევოლუცია, სიკეთე და ბოროტება, რელიგიური დოგმატები და სხვა.

მათ თავიდანვე ჰიპოთეტურად დაუშვეს, რომ ღმერთი არსებობს, შემდეგ კი დაიწყეს გამოთვლა, თუ რამდენია ალბათობა იმისა, რომ: სამყარო სწორედ ღმერთმა შექმა; დედამიწაზე ევოლუცია ღმერთის ჩარევით განხორციელდა; სიკეთე ღმერთის გარეშე არ არსებობს და ასე შემდეგ. 

ყველა დასმულ საკითხზე მათემატიკურად გამოთვლილი ალბათობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. ამ მონაცემების შეჯერებით კი მეცნიერებმა მთავარ კითხვასაც გასცეს პასუხი - ალბათობა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, 62%-ია. 

და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ახლახანს ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ მეცნიერთა დაახლოებით ორ მესამედს სწამს ღმერთის ამა თუ იმ ფორმით არსებობა. ამასთან, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ სფეროთა წარმომადგენლები უფრო მეტად არიან ათეისტები, ვიდრე ჰუმანიტარული დარგების მიმდევრები."



ღმერთის არსებობის 16 მტკიცებულება

1.პირველი მტკიცებულება, რომელსაც შეიძლება ‘ეგზისტენციალური” დავარქვათ (ანუ “მტკიცებულება არსებობიდან”), ასე ფორმულირდება; რატომაა, რომ ყველაფერი, რაც არის, უმეტეს შემთხვევაში არსებობს, ვიდრე არ არსებობს?

რადგან რაიმეს შექმნა, ასევე ამ შექმნილის არსებობის მხარდაჭერა გაცილებით ძნელია, ვიდრე არაფრის ქონა. სცადეთ, მაგალითად, დამოუკიდებლად დააპროექტოთ კოტეჯი, ამოარჩიოთ მისთვის შესაფერისი ადგილი, ააშენოთ და მუდმივად წესრიგში გქონდეთ…ან, მაგალითისათვის, თქვენი ბოსტანი რომ ნამდვილ ბოსტანს ჰგავდეს, რეგულარულად უნდა დაიბაროს, დაირგოს, დაიმარგლოს, მოირწყოს და ა.შ. ეს რომ არ გააკეთოთ, ბოსტანი სარეველებით დაიფარება, გატყიურდება და ჩვეულებრივ მინდვრად გადაიქცევა გონიერი ზრუნვის კვალის გარეშე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაიმე ნივთისა თუ სტრუქტურის არსებობა ითხოვს ენერგიის მუდმივ ხარჯვას, როცა მისი შიდა მარაგი იწურება ანდა გარედან მოწოდება ფერხდება, სტრუქტურა ირღვევა. ამიტომაც სამყაროს მუდმივი არსებობა წინააღმდეგობაშია, მაგალითად, თერმოდინამიკის მეორე საწყისთან, რომლის თანახმადაც, სამყაროს ყველა ვარსკვლავი უკვე უნდა ჩამქრალიყო და ატომებიც დაშლილიყო, თუკი, როგორც მატერიალისტი- ათეისტები ამტკიცებენ, ბუნება მუდამ არსებობდა.
და მაინც რატომ არსებობს იგი , როგორც ყოფიერება, როგორც მშვენიერი და საოცარი კოსმოსი? უეჭველად, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის მიერ შეიქმნა და დღემდე მის მიერვე იმართება.

ეს შემოქმედი - ღმერთია, რომელზეც ისააკ ნიუტონმა (1642-1727)< რომელმაც ჩამოაყალიბა მსოფლიო მიზიდულობისა და მოძრაობის კანონები, აღმოაჩინა დიფერენციული გამოთვლები, თქვა: ’ის სულ არსებობს; ყველგან არსებობს; ის აგებს დროისა და სივრცის ხანგრძლივობას”.

2. მეორე მტკიცებულება ასე ჟღერს:
რატომაა, რომ რაც არსებობს, კანონზომიერად და საოცრად მოწესრიგებულად, შეიცავს მთლიანის მოწყობის გონიერი გეგმის მარცვალს? ასეთი გეგმა არ შეიძლება არ გულისხმობდეს თავისი შესაძლებლობებით ზეადამიანური გონების არსებობას, ნამდვილად ღვთიური დამგეგმავისა (რადგანაც კანონზომიერება - გონების თვისებაა)?
ასე, ნიკოლოზ კოპერნიკი (1473 – 1543), რომელმაც შექმნა თეორია იმაზე, რომ უნივერსუმის ცენტრში არის მზე, ხოლო დედამიწა მხოლოდ ბრუნავს მის გარშემო, თვლიდა, რომ ეს მოდელი დემონსტრირებს სამყაროში ღვთის სიბრძნეს, რადგანაც “ვის შეეძლო მოეთავსებინა ეს ლამფა (მზე) სხვა უკეთეს პოზიციაზე?”
როდესაც მესაათე საათის მექანიზმს აწყობს, ის დაწვრილებით უთავსებს ერთ დეტალს მეორეს, იღებს ზუსტად გათვლილი სიგრძის ზამბარას, განსაზღვრული ზომების ისრებს, ციფერბლატს და ა.შ. შედეგად მიიღება მშვენიერი მექანიზმი, რომელიც თავისი მოწყობილობის მიზანმიმართულებისა და გაანგარიშების ფაქტით მისი შემქმნელის გონიერებაზე მიუთითებს. და რამდენად რთულია, ჰარმონიული და გონიერი ჩვენი სამყაროს მოწყობილობა, ამ მშვენიერი კოსმოსისა!

ალბერტ აინშტეინმა (1879 – 1955), ფარდობითობის თეორიის შემქმნელმა, ასე ჩამოაყალიბა ეს აზრი: ”ბუნებრივი კანონის ჰარმონია ისეთ ჩვენზე ბევრად აღმატებულ გონებას გვიჩვენებს, რომ მასთან შედარებით ადამიანური არსებების ნებისმიერი სისტემატური აზროვნება და მოქმედება უმაღლესი დონის წაბაძვაა მხოლოდ”.
სამყარო, როგორც ამბობდნენ ჯერ კიდევ ძველი ბერძნები, “კოსმოსია”, ანუ საოცრად მოწესრიგებული და ჰარმონიულად კომპლექსური სისტემაა, რაც შედგება ურთიერთდაკავშირებული ნაწილებისაგან, რომელთაგან თითოეული განსაკუთრებულ კანონებს ემორჩილება, ხოლო ყოველივე მთლიანობაში იმართება საერთო კანონების კომბინაციით, ასე რომ რომელიმე კერძო მიზნისაკენ სწრაფვა მთლიანის საერთო მიზნის მიღწევას უწყობს ხელს. ამიტომაც, შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ყოველივე ეს შემთხვევითობაა მხოლოდ, და არა გონიერი ანუ ღვთიური განგებულება.

3. ღმერთის ყოფიერების “კოსმოლოგიური მტკიცებულება” ჯერ კიდევ ძველების (კერძოდ, არისტოტელეს) მიერ იქნა დამუშავებული და ყველაზე ხშირად ასეთი სახით გვხვდება; ყოველ საგანს ამქვეყნად და ყველაფერს, და მთლიანობაში მთელ სამყაროს აქვს არსებობის თავისი მიზეზი, მაგრამ ამ თანმიმდევრობის, მიზეზების ამ ჯაჭვის უსასრულო გაგრძელება არ შეიძლება სადღაც უნდა იყოს პირველმიზეზი, რომელიც აღარაა განპირობებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე უსაფუძვლოა და “ჰაერში ეკიდება”.

ასეთ მიზეზზე საუბრობენ არა მხოლოდ ფილოსოფოსები, არამედ ბევრი ბუნებისმეტყველი და მეცნიერი. ასე, ცნობილი ლუი პასტერი (1822 – 18950), რომელმაც დაამუშავა რძის გაწმენდის საყოველთაოდ ცნობილი პროცესი, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს, ხშირად ახსენებდა “კოსმიურ ასიმეტრიულ ძალას”, რომელმაც შექმნა სიცოცხლე. ის თვლიდა, რომ ცნება მიზეზი “უნდა შეინახოს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ღვთიური იმპულსისათვის , რომელმაც შექმნა ეს სამყარო”.
გასაგებია, რომ ასეთ უმიზეზო მიზეზად ღმერთი გვევლინება:”ღმერთი ადამიანი არაა” - ის სულიერია (“იდეალურია” როგორც აზრი) ანუ არსებობს დროისა და სივრცის მიღმა, ამიტომაც არც წარმოიქმნება, არამედ არსებობს მარად, და ამ სიტყვის ფიზიკური მნიშვნელობის მიზეზი კი არაა, არამედ ხილული სამყაროსა და მისი კანონების შემქმნელია.

4. ”სამყაროს ანთროპული პრინციპი” როგორც სამყაროს მოწყობის გონიერი გეგმა და ღმერთის არსებობა, უნებლიეთ წინწამოწეული იქნა თანამედროვე მეცნიერების მიერ, რომელმაც უცებ აღმოაჩინა, რომ სიცოცხლე დედამიწაზე, ადამიანის გამოჩენა და ცივილიზაციის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ საკმაოდ მკაცრი და პარადოქსულად ნაკლებადშესაძლებელი პირობების არსებობითა და შეთანხმებით, რომლებიც თითქოს თავიდანვე იყო ჩადებული ბუნებაში: ფიქსირებული დაშორება მზიდან (სულ ცოტა ახლოს მასთან და ცოცხალი ორგანიზმები დაიწვებოდნენ, ცოტა შორს - გაიყინებოდნენ, იქცეოდნენ რა ყინულის უგრძნობ მთებად); დედამიწის ბრუნვა, რომლის გარეშეც დედამიწის ერთ ნახევარზე აუტანელი სიცხე იქნებოდა, მაშინ როდესაც მეორე შეიბოჭებოდა მარადიული ყინულით: დედამიწის განსაზღვრული ზომის თანამგზავრის არსებობა, რაც უზრუნველყოფს წყლის ნაკადების ცირკულაციის რთულ სისტემას; სასარგებლო წიაღისეული და რესურსები: ქვანახშირი, ლითონები, ნავთობი, წყლები და ა,შ. , რომელთა გარეშეც ვერ აღმოცენდებოდა და განვითარდებოდა ტექნოგენური ცივილიზაცია და ა.შ. მეტიც, თანამედროვე მეცნიერებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მთელი სამყარო განლაგებულია და ორიენტირებულია ისეთნაირად, რომ მას ადამიანის თვალით შეგიძლია უყურო! ამ ფაქტორების არსებული კოორდინაცია, ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება ისეთია, რომ მისი “შემთხვევითი’ გამოჩენის შესაძლებლობა სავსებით გამორიცხულია.

5. მომდევნო მტკიცებულება კოსმოსის შექმნისა გონიერი ნების მიერ აგრეთვე ჩამოყალიბებულია თანამედროვე კოსმოლოგიისა და ფიზიკის წინა პლანზე, რომელთაც ყურადღება მიაქციეს სამყაროს იმ სახით არსებობის პარადოქსულობას, რა სახითაც ის არსებობს: გაირკვა, რომ მხოლოდ ოთხი საბაზო კონტაქტით, რომელთა გარეშეც ის ვერ იარსებებდა სტრუქტურულად ორგანიზებული მთლიანობის სახით, მათი “შემთხვევითი” წარმოქმნისა და ერთმანეთში კოორდინაციის ალბათობა უდრის დაახლოებით 10-ს მინუს 100 ხარისხში. და ბაზური კონტაქტი კი სულ ოთხია და არა მეტი…

6. შემდეგი “თელეოლოგიური” (ბერძ. “თელოსი” - შესრულება, შედეგი) მტკიცებულება ღმერთის ყოფიერებისა ზოგადი სახით ცნობილია ანტიკური დროიდან, როდესაც არისტოტელემ პირველმა შეამჩნია ზოგიერთი ცხოველის ორგანიზმში და თვით ბუნებაშიც მკაფიოდ გამოკვეთილი მიზანმიმართულების არსებობა. მაგრამ მხოლოდ თანამედროვე აღმოჩენებმა ბილოგიაში უდავოდ დაამტკიცა თელეოლოგიური მექანიზმების სისტემური ხასიათი და მათი აუცილებლობა პრაქტიკულად ყველა სახეობის ცოცხალი არსების არსებობისა და გადარჩენისათვის.

ამ მექანიზმების საქმიანობის ნაირსახეობას, მაგალითად, წარმოადგენს, სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის “წინასწარდადგენილი ჰარმონია”, რომელთათვისაც ჯერ კიდევ ემბრიონულ მდგომარეობაში წინასწარ იყო ცნობილი, რასთან მოუწევდათ შეჯახება დაბადების შემდეგ. და, რასაც ვერაფრით ხსნის დარვინის ევოლუციის თეორია - ნამარხი ორგანიზმების კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი მათგანი ფლობს ორგანოს, ათასწლეულებით რომ წინ უსწრებენ ახლანდელ გარემო პირობებს, ორგანოებს, რომლებიც ამ ცხოველების არსებობის აქტუალურ პრობებში აბსოლუტურად უსარგებლოა, სინამდვილეში კი ამ სახეობას გამოადგება ასი თაობის მერე, როდესაც არსებობის პირობები რადიკალურად შეიცვლება!

ისმის სრულიად სამართლიანი შეკითხვა, რომელზეც თანამედროვე ევოლუციურ თეორიას არა აქვს პასუხი: საიდან აქვს სხეულს გონების გარეშე ასეთი გასაოცარი წინა-ცოდნა მომავალი ცვლილებებისა და როგორ ძალუძს მას თვითონ გამოიწვიოს საჭირო ხელსაყრელი მუტაციები?

ეს გასაოცარი ფაქტი ცალმხრივად მიუთითებს, რომ სამყაროში არსებობს განვითარების განსაზღვრული და გონიერი პროგრამა, ანუ ბედისწერა, რასაც ვუწოდებთ კიდეც ღვთის განგებულებას.

7. ”ტრანსცენდენტული” მტკიცებულება იდეალური სამყაროსი და ღმერთისა ნაწილობრივ აღმოჩენილი იყო კანტის მიერ და შეიძლება ასე იყოს წარმოდგენილი: არსებობს სამყარო სივრცისა და დროის მიღმა სულიერი სამყარო, ინტელექტის, აზრისა და ნების თავისუფლების სამყარო, რაც მტკიცდება ყოველ ადამიანში აზრის არსებობით, რაც განეკუთვნება წარსულსა და მომავალს, ანუ “იმოგზაურონ” წარსულსა და მომავალში, აგრეთვე წამიერად გადაინაცვლონ სივრცის ნებისმიერ წერტილში.
ყოველ ჩვენთაგანს, როდესაც ცნობიერებას მივმართავთ ჩვენი აზრების სათავის წარმოქმნისაკენ, სულ ადვილად შეუძლია შეამჩნიოს, რომ ისინი თითქოს საიდანღაც მიღმიდან ჩნდებიან, აზრი თითქოს სულიერი სხივით პროეცირდება საიდანღაც, და ასხივოსნებს მატერიალურ ყოფიერებას მზის ათინათის მსგავსად - ვერავინ ვერასდროს ხელს ვერ დააფარებს მას, ის ყოველთვის ზევიდანაა მოქცეული…

ამრიგად, ადამიანური აზრი, თითქოს ტვინში რომ წარმოიშობა, აღმოჩნდება ერთდროულად მატერიის გარეთ და შიგნით იგი თითქოს აღმოცენდება ნეიროფიზიოლოგიური პროცესების წყალობით ტვინის ქსოვილებში, გარშემორტყმულია თავის ქალის ძვლებით, მაგრამ, ამავდროულად, პრინციპულად არსებობს ნებისმიერი მატერიის მიღმა, სივრცისა და დროის მიღმა. ამის წყალობით ადამიანი ცხადად შეიცნობს, რომ გააჩნია სულიერი ბუნება, რომელიც პრინციპულად სხვაა, ვიდრე ფიზიკური სამყარო, რომელიც მას გარს ეხვევა. მაგრამ აქედან გამომდინარეობს, რომ ეს სხვა ბუნება, ეს სული, რომლის გამოვლენაც ადამიანია, ასევე ფლობს გონებას, და თავისუფალ ნებას ისევე როგორც თვით ადამიანი.

8. შემდეგ მტკიცებულებას ალბათ შეიძლება, დავარქვათ “კრეაციონისტური” - ის ეფუძნება ბუნებაში ორგანიზმებისა და ცოცხალი სისტემების არსებობის ფაქტს, რომლებსაც (ევლოციური გზით) ნაწილაკებისგან ერთ მთელში გაერთიანება არ ძალუძთ ისე, როგორც ამას თვლის დარვინიზმი, არამედ შეიძლება შეიქმნან მხოლოდ ერთად, როგორც სწორედ ასეთი ორგანული მთლიანი. მათ, მაგალითად, შეიძლება მივაკუთვნოთ ცოცხალი არსებების გულის, ფილტვებისა და სისხლის მიმოქცევის სისტემები: შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ჯერ, დავუშვათ, წარმოიქმნა მხოლოდ სისხლის მიმოქცევა გული გარეშე, ხოლო შემდეგ თანდათანობით “მიეწება” გული და დაიწყო სისხლის გადაქაჩვა და მხოლოდ ამის შემდეგ განვითარდნენ ფილტვები.

9. ღმერთისა და სულიერი სამყაროს არსებობის მტკიცებულება, გამომდინარე პირადი გამოცდილებიდან ადამიანთა უმრავლესობა თავის ცხოვრებაში შეხვედრია ღვთიურისა და ზეადამიანურის “უცნაურ” გამოვლინებას; როგორც ღვთისქმნილის, ღვთიურის, ისე ბოროტულის, დემონურის, ანდა ,ალბათ, უფრო ხშირად, ასეთისაც და ისეთისაც ერთად.

რომ არ შევეხოთ ბევრისათვის საეჭვო “შორეული წარსულის თქმულებებს”, მოგიყვებით ერთ შემთხვევაზე, რომელიც ჩემს კოლეგას გადახდა თავს. ის მორწმუნე ოჯახიდან იყო, მაგრამ თავის დროზე დიდხანს ასწავლიდა “სამეცნიერო ათეიზმს” უმაღლეს სასწავლებლებში და, როგორც საბჭოთა ინტელიგენტების უმრავლესობა, არც ისე ზნეობრივად ცხოვრობდა. რამდენიმე პირადი ტრაგედიის გადატანის შემდეგ, მან შეიცნო თავისი ცხოვრების უზნეობა და ტაძარში წასვლა გადაწყვიტა. როდესაც მამაომ, - მიყვებოდა შემდგომში, წამიკითხა ცოდვების მონანიების ლოცვა, და ფეხზე წამოდგომა დავიწყე, უეცრად რაღაც უხილავმა ძალამ აქეთ-იქით მომისროლა ისე, რომ ფეხზე ვეღარ ვიდექი, მრევლი ორივე მხრიდან მაკავებდა, მუხლები მეკვეთებოდა და, დასასრულს, საოცარმა სისუსტემ შემიპყრო. ასე პირველად, საკუთარ თავში შევიგრძენი დემონები, ცოდვილს რომ სტანჯავენ, - დაასკვნა მან.

მსგავსი მაგალითის მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება.

10. მტკიცებულება ყველა ერსა და ხალხში ღმერთისა და ზეადამიანური ძალების არსებობიდან გამომდინარე ამა თუ იმ ფორმით, თუკი ინდივიდუმ-ათეისტები ბევრ ხალხში გვხვდება, “ათეისტური” ერი დედამიწაზე არ არსებობს.

11. მტკიცებულება კაცობრიობის გამოჩენილი გენიოსების ღვთის რწმენიდან გამომდინარე, მაგალითად, ნობელის ლაურეატების აბსოლუტური უმრავლესობისა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მეცნიერს, რომლებმაც თავისი აღმოჩენებით ხელი შეუწყვეს თანამედროვე მეცნიერების განვითარებას (კოპერნიკი, კეპლერი, ნიუტონი, ბოილი, ბეკონი, პასტერი, ეინშტეინი) ღმერთის სჯეროდათ.

ასე, თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელი რობერტ ბოილი (1627 -1691) ყოველ დღეს ლოცვით იწყებდა, მეტიც, ირლანდიაში მისი მამულიდან შემოსავლის 2/3 ღარიბებსა და ეკლესიის მხარდაჭერას ხმარდებოდა, ხოლო 1/3 - ინდიელთა შორის ქრისტიანობის გავრცელებასა და მისიონერულ საქმიანობას.

ფრენსის კოლინზი, გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ამბობს: “როდესაც ჩვენ რაიმე ახალს ვიგებთ ადამიანის გენომის შესახებ, ყოველ ჯერზე მოწიწებას ვგრძნობ იმის გამო, რომ ახლა კაცობრიობამ იცის რაღაც ისეთი, რაც აქამდე მხოლოდ ღმერთმა იცოდა. მე არ მჯერა, რომ სამეცნიერო გამოკვლევები რამენაირად ემუქრება ღმერთს, პირიქით, ვფიქრობ, ღმერთი მხოლოდ მოიგებს ჩვენი ცნობისმოყვარეობიდან”.

12. ღმერთის ყოფიერების უცილობელ მტკიცებას წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში წმინდანთა და რელიგიურ მოღვაწეთა რეგულარული გამოჩენა, რომელთაც აქვთ უშუალო სულიერი გამოცხადებები ზევიდან და ამით მოწმობენ მის ყოფიერებაზე.

ეს არა მხოლოდ ისეთი წინასწარმეტყველებია, როგორიცაა, მაგალითად, მოსე ,, ისაია, იეზეკიელი, მუდამ ღმერთთან კავშირსი რომ იმყოფებოდნენ, არამედ მართლებიც, თავისი სინათლით ყოველ დროში ადამიანთა ცხოვრებას რომ ანათებდნენ და წარმართავდნენ.

ალბათ, საკმარისი იქნება მკითხველს უბრალოდ შევახსენოთ ისეთი დიადი რუსი წმინდანები, როგორიცაა სერაფიმე საროველი ან იოანე კრონდშტადელი, რათა მივხვდეთ, რომ ღმერთი ახლაც ასევე ხშირად მოგვმართავს, როგორც შორეულ ბიბლიურ დროში, ოღონდ თვალები გვქონდეს საცქერლად და ყურნი მოსასმენად.

ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა, ეს ჩვენ, ჩვენი უძლურების დაგამო, ხან ვშორდებით მას, ხან კი კვლავ ვცდილობთ დავუბრუნდეთ.

13. მტკიცებულება საპირისპიროდან: გამოჩენილი ათეისტების პროექტების ტრაგიკული ბედი ( და ხშირად, საკუთარი სიცოცხლისა და ბედისაც). ამის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს “ლენინ-სტალინის საქმე”და მათი მიმდევრებისაც, პირველად ისტორიაში რომ შეეცადნენ აეგოთ ათეისტური საზოგადოება “მეცნიერულ საფუძველზე” როგორც რუსეთის, ისე ევროპისა და აზიის ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე.

ტრაგიკული აღმოჩნდა, მაგალითად, სსრკ-ს საუკეთესო ფილოსოფ-მატერიალისტის - ევალდ ვასილის ძე ილიენკოვის, ცნობილი საბჭოთა მწერლის ვაჟის, ლიტერატურაში სტალინის პრემიის ლაურეატის, ბედი. მთელი ცხოვრება ასაბუთებდა თეზისს ‘მატერიის თვითგანვითარების” შესახებ, რომელსაც არსებობისათვის სულაც არ სჭირდება არანაირი სულიერი საფუძველი, ევალდ ვასილი ძემ საბჭოთა ათეისტურ სინამდვილეში ვერ აღმოაჩინა ზნეობრივი საფუძვლები, ღმა დეპრესიაში ჩავარდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

14. საყოველთაოდ ცნობილია ზეგმრძნობიერი სამყაროს ყოფიერების “ეთიკური მტკიცებულება’, რაც გამომდინარეობს მორალისა და ეთიკური კანონების ობიექტური არსებობიდან, და სწორედ ისინი არეგულირებენ ადამიანური არსებების ქცევას.

მრავალი ფილოსოფოსის კვლევები ცხადყოფს, რომ მოვლენები და გარესამყაროს გავლენა მხოლოდ განსაზღვრულ დონემდე განსაზღვრავენ ადამიანთა ქცევას და ვერ აიძულებენ მათ ჩაიდინონ ესა თუ ის საქციელი: რაც უნდა ძლიერი იყოს გავლენა გარედან, ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა გაწყვიტოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რასაც ემორჩილება უგონო ბუნება და მოიქცეს, როგორც თავისუფალი არსება, ანუ როგორც სხვა, არაამქვეყნიური სამყაროს არსება.!

ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ უბრალო მაგალითს:რატომ გასცემს ზოგი ადამიანი საბოძვარს, ზოგი კი არა?თითქოს, ეს უკანასკნელნი სავსებით ლოგიკურად და გონივრულად იქცევიან - რატომ უნდა მოიკლო სახსრები, ფული, თუკი წინასწარ იცი, რომ ვერავითარ კომპენსაციას ვერ მიიღებ?

მაშ პირველთ რაღა აიძულებთ გაიღონ, თუნდაც სულ მცირედი? ფიზიკურ სამყაროში, ბუნებაში არაფერია ისეთი რაც ახსნიდა მსგავს “ალოგიკურ” ქცევას - ამის ახსნა მიღმა დევს, ზეგრძნობიერ სამყაროში, სადაც სიყვარულის, სიკეთისა და მოწყალების დიადი ზნეობრივი იდეებია. ამავე ტიპის მტკიცებულებებს განეკუთვნება იმანუილ კანტის ცნობილი მსჯელობა, რამაც ნათლად აჩვენა, რომ ადამიანი თავის ქცევებსა და მოქმედებებში ხელმძღვანელობს ფასეულობებით, რაც არ განეკუთვნება მატერიალურ სამყაროს.

15. ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე ღმერთის ყოფიერების მტკიცებულებამ სახელწოდებით “ესთეტიკური არგუმენტი”, რომელშიც ვკითხულობთ:ბუნებაში არსებობს ვარსკვლავური ცის, აისისა და დაისის, ჩრდილოეთის ციალის, ბუნების ჰარმონიული სურათების, ცოცხალი არსებების მშვენიერი სხეულების სრულყოფილი აგებულების და ა.შ. საოცარი ზებუნებრივი სილამაზე, რაც თითქოს სპეციალურადაა განკუთვნილი გონიერი არსების ადამიანის ესთეთიკური ტკბობისათვის, რადგანაც მის გარდა თვით ბუნებაში მისი მჭვრეტელი არავინაა.

უკვე ნახსენები რობერტ ბოილი ასეთ თრთოლვას განიცდიდა ბუნენის სილამაზის წინაშე, და ხშირად იმეორებდა: ” როდესაც ვსწავლობ ბუნების წიგნს…ხშირად წამოვიძახებ ხოლმე მეფსალმუნესთან ერთად: ო, როგორ მრავალფეროვანია შენი ქმნილებები, ღმერთო, შენი სიბრძნით შექმენი ყველანი!”

16. ღმერთის ყოფიერების მტკიცებულება “რეალურიდან აბსოლუტურ სრულყოფილებამდე”, ის შეიმუშავა თომა აქვინელმა: ბუნებაში არსებობს სრულყოფილების მკაფიოდ შესამჩნევი გრადაცია ყოფიერების სხვადასხვა სახეობებში, რაც შესაძლებელია გაგებულ იქნას მხოლოდ აბსოლუტურად სრულყოფილი არსების ანუ ღმერთის არსებობისას.
ეს მტკიცებულება ჯერ შეიძლება საკმაოდ რთულად მოგვეჩვენოს, მაგრამ მარტივი მაგალითი დაგვეხმარება მისი არსის გაგებაში:თუკი გაქვთ სახაზავი, ვთქვათ, 30 სმ სიგრძის, თქვენს კოლეგას კი - 50 სმ, თუკი არსებობს რულონად დახვეული მეტრები და გაზომვის სხვა საშუალებები, ესე იგი ეს ყოველივე არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად არსებობს სივრცის ზომვითობა (მისი გავრცობადობა სხვადასხვა მიმართულებით) და სიგრძის იდეა.

ზუსტად ასევე შესაძლებელია ანალოგიური მაგალითების მოყვანა წონის, დროისა და ა.შ. საზომებით. მაგრამ ბუნებაში ვაკვირდებით გრადაციის უფრო რთული ფორმებსაც, მათ შორის კი უნიკალური ადგილი ეკუთვნის სრულყოფილების “ აღმავალ კიბეს” როგორც ცოცხალ, და არაცოცხალ ბუნებაში, ისე ადამიანთა საზოგადოებაში, აგრეთვე თვით ადამიანებს შორისაც: არსებობს, მაგალითად ლამაზი და მახინჯი ხეები, არის უბრალო, არაფრით გამორჩეული, არის “უბრალოდ” ლამაზი, მაგრამ გვხვდება საოცრად ლამაზი, სრულყოფილი ნიმუშები. და ასე არა მხოლოდ ხეების სახეობებს შორის, არამედ თევზების, ცხოველების, ადამიანთა რასებს შორისაც და ა.შ. - ყველგან შეიძლება იპოვო მეტად თუ ნაკლებად სრულყოფილი სახეობა. მაგრამ სრულყოფილების ეს სხვადასხვა ხარისხი არაცოცხალ ბუნებაში (მაგალითად, ქვებს შორის), საგნების, ცოცხალი არსებების ცალკეულ სახეობებს შორის, ვერ იარსებებდა, თუკი მათთვის არ იქნებოდა აბსოლუტური სრულყოფილების რეალურად არსებული საზომი, რომელსაც, მართალია, ჩვენ ვერ ვპოულობთ მატერიალურ სამყაროში, მაგრამ რომელსაც არ შეუძლია არ იარსებოს, და ეს სრულყოფილება არს ღმერთი!
ამაში მდგომარეობს მოცემული მტკიცებულების არსი.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ საიდანაც არ უნდა დავიწყოთ ადამიანის გარშემო მდებარე სამყაროს განხილვა, ყოველ გზას უცილობლად მივყავართ მისკენ, ვინც ის შექმნა და შეამკო, ვინც მას მუდმივად ასაზრდოებს და მიმართულებას აძლევს, და ვის გარეშეც ერთი წამიც კი ვერ იარსებებდა - ღმერთისაკენ.

 

ღმერთის არსებობის ადამიანური მტკიცებულება -  ნაწყვეტი თავიდან: – ადამიანი და ღმერთი. სულიერება.

ნიკოლაი ბერდიაევის თხზულებიდან: “სამეფო სულისა და სამეფო კეისრისა”  

ავტორი: ნ. ბერდიაევი 
თარგმანი რუსულიდან: დეკანოზი თამაზ ლომიძე

ადამიანი დგას ყველა საკითხთა საკითხის წინაშე – საკითხის ღმერთის შესახებ. ეს საკითხი იშვიათად დგება მისი თავდაპირველი სისადავით, მეტისმეტად შეეზარდა იგი მომაკვდინებელ სქოლასტიკას, ვერბალურ ფილოსოფიას და ცნებებით თამაშს. ვისაც ღმერთის იდეის ამაღლება სურდა, საშინლად დაამცირეს იგი, მიაწერეს რა ღმერთს თვისებები კეისრისა და არა სულის სამეფოდან. არ არსებობს ღმერთის არსებობის გარანტია, ადამიანს ყოველთვის შეუძლია დაეჭვება და უარყოფა. ღმერთი არ გვაიძულებს მის აღიარებას, ისე, როგორც გვაიძულებენ მატერიალური საგნები. ღმერთი ადამიანის თავისუფლებას ეხმიანება. ღმერთის რწმენა მხოლოდ შინაგანი შეხვედრაა სულიერი გამოცდილების გზაზე.

გადაჭრით უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთის არსებობის ყველა ტრადიციული მტკიცებულება – ონტოლოგიური, კოსმოლოგიური და ფიზიკა-თეოლოგიური – არამარტო სუსტია, არამედ სრულიად უსარგებლო და  უფრო მეტიც – საზიანოა. ღმერთის არსებობის მტკიცებულებების კანტისმიერი კრიტიკა ფრიად დამაჯერებელია და ტრადიციული აპოლოგეტიკაც არ უარყოფს მას. ბევრად უფრო ძლიერია მტკიცებულება, რომელსაც ანთროპოლოგიური შეიძლება ვუწოდოთ. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი არსებაა, რომელიც ორ სამყაროს ეკუთვნის. იგი ვერ ეტევა ამ ბუნებრივი სამყაროს აუცილებლობაში, ტრანსცენდენტირებს როგორც ემპირიულად მოცემული არსება და პოულობს არაამქვეყნიურ თავისუფლებას. ეს არ ამტკიცებს, მაგრამ გვიჩვენებს ღმერთის არსებობას, რამეთუ მიგვანიშნებს სულიერ საწყისზე ადამიანში. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პირველი შეგრძნება, რომლის მთელი სისავსით გამოხატვაც შეუძლებელია.

თუ ერთი წამით წარმოიდგენთ სამყაროს თვითკმარობას (самодостаточность), მაგალითად მოძრავი მატერიის თვითკმარობას როგორც პირველსაწყისისა, შეგაძრწუნებთ ასეთი სამყაროს გაუგებრობა, უაზრობა, წყვდიადი და არარეალიზებული აზრი. ღმერთზე ფიქრის უეჭველი შედეგია ის ფაქტი, რომ ღმერთისთვის უცხო, ამქვეყნიური,  რაციონალური ცნებებით შუძლებელია ღმერთზე მსჯელობა. სიმართლე მხოლოდ აპოფატური ღვთისმეტყველების მხარეზეა. შეუძლებელია ღმერთის ონთოლოგიის შექმნა. ღმერთი არ არის ყოფიერება, რომელიც ყოველთვის უკვე განყენებული აზრის შედეგია. ღმერთია არ არის ყოფიერება, ღმერთი სულია. ღმერთი არ არის ესენცია, არამედ ის არის ეგზისტენცია. ღმერთზე მხოლოდ სულიერი გამოცდილების სიმბოლიკის ენით შეგვიძლია საუბარი. საერთოდაც, მეტაფიზიკა შესაძლებელია მხოლოდ როგორც სულიერი გამოცდილების სიმბოლიკა, როგორც სულიერი შეხვედრების ინტუიტიური აღწერა. არ შეიძლება განყენებულად ანუ ადამიანისგან განყენებულად დავსვათ ღმერთის საკითხი.

ღმერთის არსებობის ერთადერთი მტკიცებულებაა ადამიანის არსებობა, არა ზედაპირული ადამიანის, არამედ სიღრმისეული ადამიანის, რამეთუ ღვთის სახის ხატებაა იგი, თუმცა ხშირად ამახინჯებს საკუთარ სახეს. ადამიანი არა მარტო სასრული არსებაა, როგორც ამტკიცებს თანამედროვე აზრი, არამედ იგი უსასრულოცაა. იგია უსასრულობა სასრული ფორმით, იგია სინთეზი უსასრულოსი და სასრულის. ადამიანის უკმაყოფილება სასრულობით და მისი სწრაფვა უსასრულობისკენ ღვთაებრივობის ნიშანია მასში. ეს არის ადამიანური მტკიცებულება ღმერთის არსებობის და არა მარტო სამყაროს არსებობის შესახებ.

გაგება ღმერთის, როგორც თვითკმარი და უძრავი არსებისა შეზღუდული და განყენებული რაციონალური აზრია და ასეთი გაგება არ მოიპოვება სულიერ გამოცდილებაში, რომელშიც ღმერთთან ურთიერთობა მუდამ დრამატულია. ადამიანი ღმერთს ხვდება არა ყოფიერებაში, რომელზეც ცნებების მიხედვით მსჯელობენ, არამედ შეხვედრა ხდება სულში, სულიერ გამოცდილებაში. ყოფიერებაში კი ან უკვე ობიექტივაციაა ან მომაკვდინებელი ცნებების განყენებულობა ან იდეალიზირებული ბუნების აუცილებლობა და სოციალური იძულება. მხოლოდ სულში შეხვედრაა თავისუფლებაში შეხვედრა. დრამატული მოვლენაა მხოლოდ სულში და თავისუფლებაში შეხვედრა ღმერთთან.

 

მამა თეოდორე ღმერთის არსებობის შესახებ

ლექციათა ციკლი - მართლმადიდებლობა; ლექცია I (ღმრთის არსებობის შესახებ 4.11.2013)

 

 


კი არ შეგიყვარდა, ასოციაციური, სიმბოლური, გამოცდილებისა და მიმდინარე მდგომარეობის კომპლექსური დამოკიდებულება გაგიჩნდა. © Estrella

Share this post


Link to post
Share on other sites

შეკითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი? არის თუ არა ღმერთის არსებობის დამადასტურებელი საბუთი?

პასუხი: არსებობს თუ არა ღმერთი? საინტერესოა, რომ ეს საკითხი ძალზედ საკამათო თემაა. უკანასკნელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მსოფლიოში მცხოვრებ ადამიანთა 90% -ს სჯერა ღმერთისა თუ უმაღლესი აზრის არსებობის. თუმცა, ეს პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს ადევთ, რომელთაც სჯერათ, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და ამით მტკიცდება, რომ ის არსებობს. ჩემი აზრით, ეს სხვანაირად უნდა დამტკიცდეს. 

მიუხედავად ამისა, ღმერთის არსებობა ვერც დამტკიცდება და ვერც მის უარყოფას შევძლებთ. ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთის არსებობის ფაქტს ჩვენ რწმენით უნდა მივუდგეთ: ”ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიელებლთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების” (ებრაელთა მიმართ 11:6). ღმერთს რომ სურდეს, ის უბრალოდ გამოჩნდებოდა და მთელ სამყაროს დაუმტკიცებდა თავის არსებობას. მაგრამ მას ეს რომ გაეკეთებინა, რწმენის საჭიროებაც აღარ იქნებოდა. ”ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე” (იოანე 20:29). 

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. ბიბლია ამბობს ”ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო. დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა. არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი. ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა _ სიტყუანი მათნი”. (ფსალმუნი18:2-5 ) როდესაც ჩვენ შევყურებთ ვარსკვლავებს, ვიაზრებთ სამყაროს სიდიადეს, ბუნების საოცრებებს ვხედავთ და დაისის სილამაზეს ვუცქერთ - ეს ყველაფერი შემქმნელი ღმერთისკენ მიგვითითებს. ეს თუ საკმარისი არ არის, ღვთის არსებობის დასტური ჩვენს გულებში სუფევს. ეკლესიასტე გვეუბნება: ”...და ყოველთა თანა საუკუნესა მოსცა გულსა მათსა...” ჩვენი არსების სიღრმისეული წიაღი აღიარებს, რომ არსებობს რაღაც, რაც ამ ცხოვრებასა და ამ სამყაროს სცილდება. გონებრივად ჩვენ შეგვიძლია უარვყოთ ეს ცნება. მაგრამ ღმერთის არსებობა ჩვენში და შვენს გარეთ სუფევს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ზოგიერთმა შეიძლება კვლავაც უარყოს ღვთის არსებობა: თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი” (ფსალმუნი13:1 ). თუ ისტორიის არსებობის მანძილზე, ყველა კულტურაში, ყველა ცივილიზაციაში, ყველა კონტინეტნტზე ადამიანთა 98% -ს სჯერა, რომ არსებობს ღვთისნიერი ძალა - ესე იგი არის რაღაც (ან ვიღაც), ვინც ამას იწვევს. 

ღმერთის არსებობის ბიბლიურ არგუმენტებთან დამატებით არსებობს ლოგიკური საფუძვლებიც. პირველ რიგში, არსებობს ონტოლოგიური არგუმენტები. ონტოლოგიურ არგუმენტთაგან, ყველაზე გავრცელებული აზრი ეყრდნობა ღმერთის კონცეფციას მისი არსებობის დასადასტურებლად. მისი განმარტება იწყება იმით, ”რომ წარმოუდგენელია უფრო დიადი რამის აღქმა”. არსებობს წინააღმდეგობრივი აზრი, რომ არსებობა გაცილებით დიადი რამ არის ვიდრე არარსებობა და შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უნდა არსებობდეს. ღმერთი რომ არ არსებობდეს, ის არ იქნებოდა ყველაზე დიადი, მნიშვნელოვანი რამ - ეს კი ეწინააღმდეგება ღვთის განსაზღვრებას. მეორე საფუძველი არის თეოლოგიური არგუმენტი. თეოლოგიური არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ თუკი სამყარო ასეთი განმაცვიფრებელია რამაა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მისი ღვთიური შემქმნელიც. მაგალითად, დედამიწა მზისგან რამოდენიმე მილით ახლოს ან შორს რომ ყოფილიყო, ის ვერ შეინარჩუნებდა ამჟამად არსებული სიცოცხლის მსგავსს. ჩვენს ატმოსფეროში არსებული ელემენტები რამოდენიმე პროცენტით განსხვავებული ყოფილიყვნენ, დედამიწაზე არსებული ყველა სიცოცხლის უნარიანი არსება დაიღუპებოდა. ცილის მოლეკულის მაფორმირებელი რიცხვი უდრის 1 -ს 10243-ში (ანუ, 10 მიყვება 243 0-ს). ერთი უჯრედი კი შედგება მილიონობით მსგავსი ცილის მოლეკულისაგან. 

ღმერთის არსებობის მესამე, ლოგიკურ არგუმენტს კოსმოლოგიური არგუმენტი ეწოდება. სამყარო და სხვა ყველაფერი არის შედეგი. უნდა იყოს მიზეზი, რამაც გამოიწვია ამ ყველაფრის არსებობა. საბოლოო ჯამში, უნდა არსებობდეს რაღაც ”პირველმიზეზი” რომელიც მუდმივად არსებობს ის, რამაც გამოიწვია ამ ყველაფრის წარმოქმნა. ეს მუდმივი და ”პირველმიზეზი” რამ არის ღმერთი. მეოთხე არგუმენტი ცნობილია, როგორც მორალური საბაბი. ისტორიის მანძილზე არსებულ ყველა კულტურას კანონის მსგავსი რამ გააჩნდა. ყველას გააჩნია კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი. მკვლელობა, ტყუილი, ქურდობა და ამორალური საქციელი ყველგან და ყოველთვის უარყოფითი ცნებებია. საიდან მოდის კარგისა და ცუდის გარჩევის ეს გრძნობა, თუ არა თვით წმინდა ღვთისაგან?

ყველაფერ ამის მიუხედავად, ბიბლია გვეუბნება, რომ ადამიანები უარყოფენ წმინდა და ცხადად არსებულ ღმერთს და ამის საპირისპიროდ ირწმუნებენ ტყუილს. რომაელთა 1:25: ”რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამინ”. ბიბლია ასევე აცხადებს, რომ ადამიანებს არ ეპატიებათ ღვთის უარყოფა, ”რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს მიმგებელ” (რომაელთა 1:20). 

ადამიანებს სჩვევიათ არ აღიარონ ღმერთი, რადგან ეს არ არის ”მეცნიერულად დამტკიცებული” ან ”არ არსებობს ამის დამამტკიცებელი საბუთი”. ნამდვილი მიზეზი კი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც კი ადამიანები აღიარებენ ღმერთს, მათ ასევე უნდა გაიაზრონ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ღვთის წინაშე და საჭიროებენ ღმერთის პატიებას. (რომალეთა 3:23, 6:23). თუ ღმერთი არსებობს, მის წინაშე ჩვენს საქციელზე პასუხი მოგვეთხოვება. ღმერთის არსებობის უარყოფისკენ მიმართული აგრესიული ქცევის ფაქტები მის არსებობას ადასტურებენ. 

ნება მომეცით, უკანასკნელი არგუმენტი მოვიყვანო ღვთის არსებობის სასარგებლოდ. საიდან ვიცი, რომ ღმერთი არსებობს? მე ვიცი, რომ ღმერთი არსებობს, რადგან მე მას ყოველ დღე ვესაუბრები. მე სმენით მისი არ მესმის, თუ როგორ მელაპარაკება ის მე, მაგრამ მე ვგრძნობ მის თანადგომას, მე ვგრძნობ, რომ ის მე მწყემსავს, მე ვიცი მისი სიყვარულის ძალა, მე მსურს მისი კურთხევა მივიღო. ჩვემს ცხოვრებაში მომხდარა შემთხვევები, რომლებიც ღვთის გარეშე ნამდვილად ვერ მოხდებოდა. ღმერთმა სასწაულებრივად გადამარჩინა და ჩემი ცხოვრება ისე შეცვალა, რომ მე არ შემიძლია არ ვაღიარო და ხოტბა არ შევასხა მას. ამ არგუმენტთაგან არცერთს არ ძალუძს დაარწმუნოს ადამიანი, რომელიც უარყოფს იმას, რაც ასე ნათელია. ბოლოს კი ვიტყვი, რომ ღვთის არსებობა რწმენით უნდა მივიღოთ (ებრაელთა 11:6). ღვთის რწმენა არ არის სიბნელეში ბრმად სიარული, ეს არის უსაფრთხო ნაბიჯი გარგად განათებულ ოთახში, სადაც ადამიანთა 90% უკვე დგას.

Share this post


Link to post
Share on other sites

საქმე თეიზმსა და ათეიზმშია. თეისტი ცდილობს არგუმენტი მოიყვანოს და ამით ათეისტს და პირველ რიგში თავის თავს დააჯეროს არსებობა. ათეისტი კითხულობს ჰეჰ სახით და თავის თავს არწმუნებს, რომ ეს ყველაფერი იცის-.. ეს ყველაფერი რომ არა ვერ უარყოფდა ღმერთის არსებობას. (გარკვეულ მასებზე მაქვს საუბარი ზემოთ, დონთ თეიქ ით პერსონალ) არადა ყველაფერი ბევრად მარტივადაა. :D

და რაც მთავარია; მეგოიმება არგუმენტების არსებობა ღმერთის არსებობასთან დაკავშირებით; ან გწამს, ან არ გწამს... ასეა ხო? შენ თუ რამე მატერიალურით ცდილობ რწმენის გაღრმავებას და გამყარებას ზნაჩიტ არა გწამს. მიუხედავად იმისა რომ შორს ვდგავარ მსგავსი საკითხისგან, მაინც გამაჩნია ჩემი ჯანსაღი აზრი ;) 

პ.ს ეს ნეიტრალური კომენტარია... არ გჭირდებათ თქვენ ჩემი მრწამსის ცოდნა, იქამდე სანამ ჯანსაღი პოლემიკა არ შედგება. ;)

პ.პ.ს ნახეთ როგორი სალაპარაკო თემა ჩამოგიგდეთ

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ადამიანმა რომ იხილოს ღმერთი მაშინ 99 პროცენტი სულ ცოტა უთუოდ იწამებს ადამიანებიც თითქმის აღარ შესცოდავენ და შემდეგ რა იქნება ? ??????????????????? ეს უკვე აღარ ვიცი ახალ გამოცდას მოუწყობს ღმერთი ადამიანებს ? ??????

Share this post


Link to post
Share on other sites
8 წუთის წინ, ბედნიერება said:

ადამიანმა რომ იხილოს ღმერთი მაშინ 99 პროცენტი სულ ცოტა უთუოდ იწამებს ადამიანებიც თითქმის აღარ შესცოდავენ და შემდეგ რა იქნება ? ??????????????????? ეს უკვე აღარ ვიცი ახალ გამოცდას მოუწყობს ღმერთი ადამიანებს ? ??????

:lol:

Share this post


Link to post
Share on other sites
On 1/16/2018 at 8:05 PM, ბედნიერება said:

ადამიანმა რომ იხილოს ღმერთი მაშინ 99 პროცენტი სულ ცოტა უთუოდ იწამებს

ან გიჟად შერაცხავენ:D

აგერ ქრისტე რო მოევლინა ხალხს, შემდეგ რაც მოხდა ყველამ იცით:up:

  • Like 1

ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites
On 2/6/2018 at 8:28 AM, Katutu said:

ან გიჟად შერაცხავენ:D

აგერ ქრისტე რო მოევლინა ხალხს, შემდეგ რაც მოხდა ყველამ იცით:up:

+ 100 0000

Share this post


Link to post
Share on other sites

ბიჭო, ვთქვათ და არსებობს ღმერთი. მერე?

მოასვენეთ ის კაცი რა.

 

არსებობა/არარსებობაში არაა მგონი საქმე. ხალხის დამოკიდებულებაა კატასტროფა.

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×