Jump to content
Sign in to follow this  
Beqson

კომპლექსი ფსიქოლოგიაში

Recommended Posts

იუნგი - კომპლექსები, ესენია ემოციონალურად დამუხტული აზრების, გრძნობებისა და მოგონებების ერთობლიობა, რომლებიც ინდივიდის მიერ გამოტანილია მისი წარსულიდან, პირადი გამოცდილებიდან ან გვაროვნული, მემკვიდრეობითი გამოცდილებიდან. იუნგის თანახმად, კომპლექსებს, რომლებიც სრულიად ჩვეულებრივი თემების ირგვლივაა თავმოყრილი შეუძლიათ საკმაოდ ძლიერი გავლენა მოახდინონ ინდივიდის ემოციებზე, აზრებზე, გრძნობებსა და ქცევაზე.

კომპლექსების აღმოსაჩენად იუნგმა შექმნა ასოციაციური ექსპერიმენტი. (ასოციაციური ექსპერიმენტის არსი: პაციენტს ფსიქოლოგი ათეულობით სიტყვა-გამღიზიანებლის სერიას აწვდის. თითოეულ სიტყვაზე კლიენტს უჩნდება გარკვეული ასოციაცია და ამორჩეული სიტყვების მიხედვით ხდება ამოკითხვა კლიენტის წარსულის, იმის თუ რა აწუხებს).

იუნგი ახალგაზრდობაში კრიმინოლოგიის კვლევით იყო გატაცებული და ამ მეთოდს კარგად იყენებდა ის თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ყვება, რომ ერთ-ერთმა კრიმინოლოგმა, 72 წლის მოხუცმა პროფესორმა იუნგის ამ მეთოდის ეფექტურობაში ეჭვი შეიტანა და ახალგაზრდა ფსიქოლოგი მასთან სახლში დაპატიჟა, რათა იუნგს მისცემოდა შანსი რომ ასოციაციური ექსპერიმენტის ვარგისიანობა დაემტკიცებინა. იუნგმა პროფესორთან საუბრისას შეამჩნია, რომ ის საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებდა სიტყვა გულის ხსენებაზე, სიტყვა ამბორზე რეაქციის დიდი დრო ჰქონდა და ამ სიტყვამ მას გაახსენა ამაღელვებელი ისტორია საკუთარი წარსულიდან და ფრანგულად წარმოთქვა სიტყვა „ლამაზი“ (ისინი გერმანულად საუბრობდნენ). სულ რაღაც 10-12 სიტყვის შემდეგ იუნგმა პროფესორს უთხრა, რომ ის განიცდიდა შიშს, არ გარდაცვლილიყო გულის დაავადებით, რახან გული აწუხებდა (მისი ასოციაცია სიტყვა გულზე იყო ტკივილი). იუნგმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ პროფესორს ალბათ საფრანგეთში სწავლისას სასიყვარულო ისტორია გადახდა თავს. პროფესორი გაოგნებული დარჩა ახალგაზრდა ფსიქოლოგის მიგნებით, იუნგმა კი უპასუხა რომ ამ ყველაფრის ვარაუდი სწორედ ასოციაციებზე დაყრდნობით შეძლო.

იუნგის მიხედვით კოპლექსის გამოვლინებებია:

1. წაცდენები (შეცდომები), 
2. საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენა და საგნებისა და მოვლენების გაუკუღმართებული, მცდარი ხედვა, 
3. პიროვნებაზე ზემოქმედების უნარი - კომპლექსი გვფლობს
ჩვენ და არა ჩვენ - მას, 
4. ემოციური ძალა - კომპლექსს ახასიათებს ძლიერი ემოციური მუხტი. როგორც იუნგი აღნიშნავს, კომპლექსები შეიძლება იყოს ცნობიერი არაცნობიერში, განდევნილი და არაცნობიერი.

 

27072491_1587955917964984_4120965757148395619_n.jpg


ჰეი ვილი, შეიძლება შენი კატა შევჭამო?  © Alf 

მეტროებთან დადექით და ფანდურზე დაუკარით. არის ჩემხელა თემა უკვე მაგაზე. (c) NikoloZoid

 

Share this post


Link to post
Share on other sites
On 1/24/2018 at 9:30 PM, ადმინისტრატორი said:

ასოციაციური ექსპერიმენტის არსი: პაციენტს ფსიქოლოგი ათეულობით სიტყვა-გამღიზიანებლის სერიას აწვდის. თითოეულ სიტყვაზე კლიენტს უჩნდება გარკვეული ასოციაცია და ამორჩეული სიტყვების მიხედვით ხდება ამოკითხვა კლიენტის წარსულის, იმის თუ რა აწუხებს

რა კრიტერიუმებით დგინდება ამ სიტყვათა სია, საინტერესოა. სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა რამ აწუხებს, სიტყვა-ტრიგერის მოძიება როგორ ხდება თუ ექიმმა პაციეტზე არაფერი იცის?


ჩანგე ლაგუნგე 

ezgif-2-ff9c1035fb.gif

Share this post


Link to post
Share on other sites
2 საათის ago, Katutu said:

რა კრიტერიუმებით დგინდება ამ სიტყვათა სია, საინტერესოა. სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა რამ აწუხებს, სიტყვა-ტრიგერის მოძიება როგორ ხდება თუ ექიმმა პაციეტზე არაფერი იცის?

ცხადია დიდი და ხანგრძლივი კვლევის შედეგია ეგ სიაც. მაგრამ თან რაღაც ლოგიკური ჯაჭვიცაა

 

 

13 საათის ago, sanfol said:

@ადმინისტრატორი ერთი ორი სიტყვა არასრულფასოვნების კომპლექსზეც გვითხარი რა

ვრცელი თემაა და გავხსნი მერე აუცილებლად მაგასაც


ჰეი ვილი, შეიძლება შენი კატა შევჭამო?  © Alf 

მეტროებთან დადექით და ფანდურზე დაუკარით. არის ჩემხელა თემა უკვე მაგაზე. (c) NikoloZoid

 

Share this post


Link to post
Share on other sites

@ადმინისტრატორი არამგონია ვინმემ ახლა რამე სიტყვაზე , თან ასე რანდომ მოფიქრებულზე დამატრიგეროს, ნუ 100%-ით არაფერს გამოვრიცხავ მარა ძალიან მეეჭვება რო მასე უცნობ ადამიანზე თუნდაც ზედაპირული დასკვნა გაკეთდეს :) ნუ იასნად ჩემი აზრია ეს ^_^

 

 

13 საათის ago, sanfol said:

ერთი ორი სიტყვა არასრულფასოვნების კომპლექსზეც გვითხარი რა

გაწუხებს ? :( ალბათ ყველაზე ცუდი რამეა :/ მამენტ შენითვე უნდა ებრძოლო, დაამტკიცო რომ რაც მიუღწეველი გეგონა, შეძლებ :up:

Spoiler

სექს პა ტელეფონუზე დღეში 7 ლარად მომუშავე  ფსიქოანალიტიკოსი გებაზრე  ვიცი მარა მასეა, ყველაფრის დაძლევაში ისევ შენი თავი (90%) და ის გარემო (10%) დაგეხმარება რიომელსაც შენ შექმნი ^_^ 

 


Метафизическая тоска ....

i am 90% crap....

Share this post


Link to post
Share on other sites

@ALF ეჰ რო იცოდე რამდენი ფსიქო დაავადება და კომპლექსი მაქვს მაგას აღარ მეტყოდი, ვაფშე ხელს ჩაიქნევდი, როგორც ჩემ გარშემო მყოფებმა ქნეს

Share this post


Link to post
Share on other sites

@sanfol  ახლა რამდენის ხარ ? 20 ხო ? 

აი გახდები 25 ის და მიხვდები რომ ბევრი რამე ასაკობრივი იყო, ბევრი რამისთვის სხვანაირად უნდა შეგეხედა, ბევრიც უნდა დაგეკიდებინა,  ბევრი რაც გაატარე არ უნდა გაგეტარებინა :) 

სახლში თუ დაჯექი (სახლი პირობითია )  და იძახე რო ყველამ დაგივიწყა და ყველამ მიგატოვა  შენი აზრით გეშველება ? ცხოვრებაზე დიდი მტერი არასდროს გეყოლება, ყველგან პადნოჟკას დაგიდებს , ყველგან კუთხეში თუ მიგიმწყვდია ჩაგქოლავს :)  შენი აზრით არ მაქვს პრობლრმები ? ჩემები რო იცოდე , მოხვიდოდი და ცრემლიანი თვალებით მანუგეშებდი დამიჯერე :)   შენ თავს შენთვითონვე უწესებ კომპლექსებს და ლიმიტებს. ყოველდღე ახალი  მიზანი დაისახე (ოღონდ ჯანსაღი) და ყოველდღე ეცადე რომ იმ მიზანს მიაღწიო და ახალისკენ ისწრაფვო :)  როგორც კი გაჩერდები ეგრევე ისევ იმ "ტრაკში" აღმოჩნდები სადაც თვითგვემა და წუწუნი პონტია .    სანამ დრო გაქვს ეცადე რომ საუკეთესოდ გაატარო ეგ დრო თორე სიკვდილის წინ ოცნებებით კი არ უნდა მოკვდე, არამედ მოგონებებით :) 

შენხელა რომ ვიყო და დრო მქონდეს კიდევ 4-5 წელზე მეტი , სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი დამიჯერე :)  მოეშვი, დაიკიდე და ნახავ რომ ნრლ ნრლა შენი პრობლემები და კომპლექსები წავა ^_^

 

Spoiler

@ადმინისტრატორი მოდი და ნიკი ლიკა ექიმად გადამიკეთე და  დაჟინებული მზერით ბუასილი მამკურნალებინე ხალხისთვის :drug:

 

  • WoW 1

Метафизическая тоска ....

i am 90% crap....

Share this post


Link to post
Share on other sites
4 წუთის წინ, ALF said:
Spoiler

@ადმინისტრატორი მოდი და ნიკი ლიკა ექიმად გადამიკეთე და  დაჟინებული მზერით ბუასილი მამკურნალებინე ხალხისთვის :drug:

 

 

4 წუთის წინ, ALF said:

ახლა რამდენის ხარ ? 20 ხო ? 

აი გახდები 25 ის და მიხვდები რომ ბევრი რამე ასაკობრივი იყო, ბევრი რამისთვის სხვანაირად უნდა შეგეხედა, ბევრიც უნდა დაგეკიდებინა,  ბევრი რაც გაატარე არ უნდა გაგეტარებინა :) 

სახლში თუ დაჯექი (სახლი პირობითია )  და იძახე რო ყველამ დაგივიწყა და ყველამ მიგატოვა  შენი აზრით გეშველება ? ცხოვრებაზე დიდი მტერი არასდროს გეყოლება, ყველგან პადნოჟკას დაგიდებს , ყველგან კუთხეში თუ მიგიმწყვდია ჩაგქოლავს :)  შენი აზრით არ მაქვს პრობლრმები ? ჩემები რო იცოდე , მოხვიდოდი და ცრემლიანი თვალებით მანუგეშებდი დამიჯერე :)   შენ თავს შენთვითონვე უწესებ კომპლექსებს და ლიმიტებს. ყოველდღე ახალი  მიზანი დაისახე (ოღონდ ჯანსაღი) და ყოველდღე ეცადე რომ იმ მიზანს მიაღწიო და ახალისკენ ისწრაფვო :)  როგორც კი გაჩერდები ეგრევე ისევ იმ "ტრაკში" აღმოჩნდები სადაც თვითგვემა და წუწუნი პონტია .    სანამ დრო გაქვს ეცადე რომ საუკეთესოდ გაატარო ეგ დრო თორე სიკვდილის წინ ოცნებებით კი არ უნდა მოკვდე, არამედ მოგონებებით :) 

შენხელა რომ ვიყო და დრო მქონდეს კიდევ 4-5 წელზე მეტი , სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი დამიჯერე :)  მოეშვი, დაიკიდე და ნახავ რომ ნრლ ნრლა შენი პრობლემები და კომპლექსები წავა ^_^

:drug:

Share this post


Link to post
Share on other sites

@sanfol  რაც დავწერე რავი, რასაც ვფიქრობ ის დაგიწერე და ის 1 შუტკა ლიკა ექიმზე არ შემარჩინო :D ისედაც ყველა ექიმს მეძახის :/  


Метафизическая тоска ....

i am 90% crap....

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×